უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ლიკა მანაგაძის სოლო კონცერტს დაესწრნენ

9 აპრილს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართა. საღამო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ლიკა მანაგაძე აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან გახლავთ. მას მამა აფხაზეთში ომის დროს დაეღუპა. ლიკამ სწორედ მამის ხსოვნას, აფხაზეთის ტრაგედიას და 9 აპრილს დაღუპულთ მიუძღვნა დღევანდელი საღამო.

კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

საღამოს დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის ამ კონცერტის გამართვა დღევნდელ დღეს 9 აპრილს. ლიკა თავის შემოქმედებას უძღვნის სწორედ ამ ტრაგედიას და ალბათ ამაში ჩადებულია იდეა, რომ მომავალი კონცერტი გამართული იქნება აფხაზეთში, სოხუმში, რაც აუცილებლად ასე იქნება. მან მადლობა გადაუხადა კონცერტის ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას ამ შესანიშნავი საღამოსთვის.


უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ლიკა მანაგაძის სოლო კონცერტს დაესწრნენ
https://youtu.be/KV4ui6Iy3HA














































































































































































 



























































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions