ჯემალ გამახარია გერმანიის თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს და სამხედრო ატაშეს შტაბის ბიუროს ხელმძღვანელს ნიკოლას ბერის შეხვდა

10 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს და სამხედრო ატაშეს შტაბის ბიუროს ხელმძღვანელს ნიკოლას ბერის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. ასევე, ისაუბრეს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებთან მიმართებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთობების გაღმავებასა და განვითარებაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროტოკოლის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ბარამია.



























































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions