უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლევან ჩაკვეტაძეს მოუსმინეს

17 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაზე რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლევან ჩაკვეტაძეს მოუსმინეს.


სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, იქნა თუ არა მოთხოვნილი სამინისტროს მხრიდან 2023 წელს ბიუჯეტის გაზრდა; ჯანდაცვის უწყების ფინანსების სწორ და რაციონალურ გამოყენებას ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე; თანადაფინანსების ოდენობისა და კრიტერიუმის შემუშავების საკითხებს; ჯანდაცვის პროგრამებსა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდას; ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას, მათი მუშაობის გაუმჯობესებას და მომსახურეობის არეალის გაფრთოებას და სხვა საკითხებს.

დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ წოწონავა, ზურაბ ჯგუბურია, მურმან კვარაცხელია, რაისა ქარაია, რუდიკ ცატავა, ელგუჯა გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია.

სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, სამისნისტროს წარმომადგენლები.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მინისტრის მოსმენა. მან მინისტრთან ერთად მადლობა გადაუხადა მის მოადგილეებს და მთლიანად უწყებას იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ. ამასთან, ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო გეგმები დასახა ამ მიმართულებით.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.



































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions