ჯემალ გამახარია თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვია

24 მაისს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექციის ორგანიზებით, „აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში, გაიმართა გიმნაზიის უფროსკლასელთა სპექტაკლი სახელწოდებით - „ნიშნად სიყვარულისა“.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ კაპანაძე, გიმნაზიის პედაგოგები და მოსწავლეები.

სპექტაკლში ნაჩვენები იყო კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების ყოველდღიური ყოფა, მხატვრული ენით აღწერილი მათი მოგონებები მშობლიურ აფხაზეთზე.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის ხელმძღვანელობას და სპექტაკლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მიმართა. მან აღნიშნა, რომ 30 წლის შემდეგაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამოქალაქეები უამრავი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგანან. ჩვენი ქვეყნისთვის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემა, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, რომლის გადაჭრის გარეშე ვერ მოხერხდება დევნილთა პრობლემების სრულფასოვანი მოგვარება. ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამ ორი ოკუპირებული რეგიონის მშვიდობიანი მეთოდებით ქვეყნის შემადგენლობაში დაბრუნებისა, რაც არ არის მარტივი საკითხი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა წარმოდგენილი სპექტაკლისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.


ჯემალ გამახარია თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვია
https://youtu.be/6gc1yUnLiZg









































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions