29 მაისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
პრეზიდიუმმა იმსჯელა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესახებ.
აღნიშნული საკითხის განხილვა გამოწვეული იყო სახელმწიფო აუდიტის შენიშვნებით, რომლებიც ძირითადად ეხება წინა წლებიდან მემკვიდრეობით გადმოსულ დარღვევებს, რომელთა გამოსწორება მხოლოდ უმაღლეს საბჭოზე არ არის დამოკიდებული.
პრობლემის მოგვარების მიზნით, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას მუშა ჯგუფი უმაღლესი საბჭოს წევრების - ვახტანგ ყოლბაიას, რაისა ქარაიას და თემურ მჟავიას შემადგენლობით.
პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, საქმე გადაეცემა გენერალურ პროკურატურას.