სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სომხეთის რესუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა



6 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს ზურაბ ხონელიძეს ესტუმრა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება აშოტ სმბატიანი.

რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს  თამაზ ხუბუას და აპარატის უფროსს ზურაბ მებონიას შეხვდა.


უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა ორ სახელმწიფოს შორის  ურთიერთობის მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილური განვითარებისა და მშვიდობისათვის. რექტორმა აღნიშნა, რომ  ისინი ერთმანეთთან მჭიდრო ისტორიულ-პოლიტიკურ-კულტურულ და ეკონომიკური ურთიერთობებით არიან შეკავშირებულნი, რომლის ფუნქციონირებაში დროებითი ხარვეზის შეტანა შესაძლებელია, მაგრამ წარმოუდგენელია მისი საბოლოოდ მოშლა. სწორედ ამით არის კავკასია ძლიერი. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „ჩვენი ძვირფასი სტუმარი, როგორც კი შეუდგა საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას, პირველი, ვისაც შეხვდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს პირადად, პერსონალურად ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა იყო. უფრო მეტი, ეს იყო ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან. ამით ბატონმა აშოტმა გაიაზრა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მნიშვნელობა, მისი განსაკუთრებულობა და მისი გამორჩეული მისია საქართველოში სამშვიდობო პროცესის წარმართვის საქმეში“.


სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი მიესალმა სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  თანამშრომლებს და გულთბილი მიღებისთვის მათ მადლობა გადაუხადა, მადლობა გადაუხადა რექტორს მოწვევისთვის. „როცა ჩვენ საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, ვხვდებით, რომ ეს არის საერთაშორისო მშვიდობის ფორმულა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ზურაბს ამ იდეის მიგნებისა და მოწოდებისთვის. ის საქმე, რასაც ბატონი ზურაბი აკეთებს, ძალზე დასაფასებელია და მჯერა, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ძალიან მალე საქართველოს გარდა მთელი ამიერკავკასიის რეგიონს მოიცავს. მე, როგორც სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, სრულიად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ და ჩვენ ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ყველანაირად შევუწყობ ხელს“, – აღნიშნა საქართველოში სომხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.









Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions