ჯემალ გამახარიამ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

7 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. სხდომას 40 დელეგაციის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ასამბლეა შესანიშნავი პლატფორმაა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის, საჭირბოროტო საკითხებზე მოსაზრებების ურთიერთგაზიარებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა აუნიკალური და ეფექტიანი ორგანიზაციაა. საქართველოს პარლამენტი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და მის წევრ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია.

დოკუმენტის წარმდგენის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, „საქართველოსთვის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან იგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური ბარიერების აღმართვას, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის სხვა უფლებების შელახვას, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას. რეზოლუცია მხარს უჭერს საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული. კონფლიქტების სამართლიანი მოგვარება უნდა გახდეს ასობით ათასი ადამიანის უფლებებისა და ღირსების აღდგენის და მათი მშობლიურ სახლებში დაბრუნების საფუძველი“.

სესიას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.







































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions