აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვოვა ვეკუას ხსოვნას პატივი მიაგეს

 

დღეს, 18 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პატივი მიაგეს 1989 წლის ივლისის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას და თბილისში, ვოვა ვეკუას მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას ასევე  ესწრებოდნენ ვოვა ვეკუას ოჯახის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.


შეგახსენებთ, 1989 წლის 15 ივლისს აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკების დროს წამებით მოკლეს ვოვა ვეკუა. იგი აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვოვა ვეკუას ხსოვნას პატივი მიაგეს
https://youtu.be/g1FcVLitUJY












Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions