სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ნეშტები გადმოასვენეს

20 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში საომარი  მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული 13 იდენტიფცირებული პირის, ოთხი მებრძოლის: გივი ჭელიძის, დავით ზაქარაიას, გურამ ხუნწელიას, შახი სიჭინავას და ცხრა სამოქალაქო პირის: შოთა მურუსიძის, მოსე მარგველანის, ანზორ თოდუას, გენადი თოდუას, ვახტანგ ჩიჩუას, აბელ პატარაიას, დავით შარვაძის, ჯემალ იოსავას და გულნარა აბულაძის ნეშტები გადმოასვენეს.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions