ჯემალ გამახარია: რუსეთი აფხაზეთში 30 000 სასტუმროს აშენებას გეგმავს, ეს იქნება რუსული მოსახლეობის შემოსევა და დემოგრაფიული ექსპანსია

,,რუსეთი აფხაზეთში 30 000 სასტუმროს აშენებას გეგმავს, ეს იქნება რუსული მოსახლეობის შემოსევა და დემოგრაფიული ექსპანსია”, – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე აქტუალური თემაა აპარტ სასტუმროების მშენებლობა. რუსეთს დიდი ხანია მიზნად აქვს აფახზეთში უძრავი ქონების შესყიდვა, მაგრამ დე ფაქტო კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. წლებია მიმდინარეობს ზეწოლა აფხაზეთზე, აფხაზები კი კანონმდებლობას არ ცვლიან. ამიტომ, მოიძებნა შემოვლითი გზა და სწორედ, ეს შემოვლითი გზაა აპარტ სასტუმროების მშენებლობა მთელს შავიზღისპირეთში.

,,რუსეთს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჰქონდა გეგმაში, აფხაზეთის შავიზღვისპირეთში, კაზაკების და რუსების დასახლება. მაშინ ეს ვერ მოახერხა და იგივეს ცდილობს ახლაც. 30 000 სასტუმროზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, 30 000 ოჯახი უნდა ჩამოსახლდეს. ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვთქვათ, რომ ეს არის დემოგრაფიული ექსპანსია, ესაა ანექსიის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა და საშუალება”, – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, აფხაზეთის მხარეს მისცეს მოსკოვში შედგენილი დოკუმენტი, აპარტამენტების კანონპროექტის მშენებლობის და მერე ექსპლუატაციის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, მაგრამ იმხელა წინააღმდეგობაა საზოგადოების მხრიდან, რომ დამტკიცება გადაიდო.

,,ამ ეტაპზე, ეს დოკუმენტი რჩება დოკუმენტად. დე ფაქტო მთავრობა და პრეზიდენტი მოითხოვენ მის დამტკიცებას, მაგრამ საზოგადოების მხრიდან არის დიდი წინააღმდეგობა. როგორც ჩანს, დე ფაქტო პარლამენტშიც არიან მოწინააღმდეგეები და ამის გამო, ვერ ახერხებენ ამ დოკუმენტის მიღებას”, – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავარში“.


https://mcm.ge/


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში" - 29.07.2023

https://youtu.be/TcvWNImnZLg

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions