ჯემალ გამახარია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაულის აღნიშვნას დაესწრო


დღეს, 2 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს წევრი მურმან კვარაცხელია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაულის აღინიშვნას დაესწრნენ.

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში “ილიაობის” დღესასწაული აღინიშნება. საგურამოს მამულში უამრავი ადამიანი მოდიოდა ილიასთან, რათა ანგელოზის დღე მოელოცათ მისთვის, ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე. ამ დღეს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია. „ილიაობის“ დღესასწაული 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. 2016 წელს მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

უკვე ტრადიციად ქცეული ფორმატით დამსწრე საზოგადოებას დღეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მხარეები მასპინძლობენ. საგურამოში წარდგენილია მთის კულტურა – ფოლკლორი, პოეზია და მხატვრობა.












Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions