უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

7 აგვისტოს ჩატარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. სხდომას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა უძღვებოდა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია, დეპუტატები ეთერ ასტემიროვა, თეიმურაზ მჟავია, თემურ კალანდია, როსტომ შამუგია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია.

სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვში ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე მოხსენებებით დეპუტატების წინაშე წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, რომელმაც აგრეთვე უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს.

რუდიკ ცატავამ კოლეგებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის ბიუჯეტის გარკვეული პარამეტრები, შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის რეფერალური მომსახურების თანადაფინანსებისა და თანხების სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილების საკითხებს. აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნა ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს და მიღებულია. სხდომის დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს დეპუტატებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რაისა ქარაიამ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს და პროექტს რეკომენდაცია გაუწიეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის 2023 წლის 6 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.























































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions