პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომებზე 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების საკითხი განიხილეს

9 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „ინფორმაცია 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ“; „უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ეთერ ასტემიროვას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას.

პირველი საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ წარმოადგინა. მან გააცნო კოლეგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ასევე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მიმდინრეობდა სიღრმისეული მსჯელობა თუ რამდენად მართლზომიერად დაიხარჯა ბიუჯეტი განვლილ საანგარიშო პერიოდში. ისაუბრა რა ბიუჯეტის გარკვეულ პარამეტრებზე, შეეხო პროგრამული დაფინანსების ზრდას, რიგი პროექტების განხორციელებას და მიღებულ შედეგებს.

პრეზიდიუმის დღის წესრიგის მეორე საკითხზე - უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ეთერ ასტემიროვას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა. გადაწყვეტილება ცნობად იქნა მიღებული.

პრეზიდიუმის დასრულების შემდგომ გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა შეტანის შესახებ საკითხი.

მინისტრმა ლ. თევზაიამ ისაუბრა რა 2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებების აუცილებლობაზე, შეეხო კანონპროექტის კონკრეტულ პუნქტებს. მისი თქმით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებში გარკვეული თანხების გადანაწილება დევნილთათვის სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების თანადაფინანსების ქვეპროგრამებში განხორციელდება. გარდა ამისა, ცვლილება შეეხება სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების, ასევე სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის პროგრამებს და სხვა.

ამასთან, მინისტრმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში კანონპროექტის დაწვრილებით განხილვისა და გამოთქმული შენიშვნებისათვის.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკურ ბიუჯეტში არსებულ ნაკლოვანებებზე და დადებით ტენდენციებზე.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.





































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions