გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს

2023 წლის 10 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში, მიროსლავ იენჩა, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტას წარმომადგენლები. ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი; გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

იხილეთ განცხადება: Ferit Hoxha (Albania) on behalf of France, Japan, Malta, United Kingdom, and United States, on Georgia - Security Council Media Stakeout

 

 



 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions