პრეზიდიუმმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლის შესახებ“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, რომელმაც კოლეგებს წარუდგინა უმაღლესი საბჭოს მედლის რამდენიმე ვარიანტი. დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს მედლის ზომის, ფერის, გამოსახულების შესაძლო ვარიანტები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და საბოლოოდ გარკვეული შესწორებების შეტანით წარმოდგენილი ნიმუშებიდან ერთ-ერთ ვარიანტზე შეთანხმდნენ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, უმაღლესი საბჭოს წევრები ადა მარშანია, ვახტანგ ყოლბაია, ეთერ ასტემიროვა, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.
განხილვის შემდეგ პრეზიდიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედლის დამტკიცების შესახებ.