ზურაბ ჯგუბურია: "დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა ევროპის შუაგულში, უძველესი ისტორიის ქალაქ პრაღაში დაიდებს ბინას"!

ჩვენ და ჩვენი დიდებული წინაპრებიც მთლად შუაგულ ევროპაში ვართ - საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა ევროპის შუაგულში, უძველესი ისტორიის ქალაქ პრაღაში დაიდებს ბინას!

 

"ჩავიდა" დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა სამშობლოდან, საქართველოდან, მისი ცხოვრების ბოლო წლების (1923-1939), პოლიტიკური ემიგრაციის პარიოდის საცხოვრებელ ქალაქში, პრაღაში!

საიმედო ხელშია ეს ძვირფასი ნივთი: ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო - I მდივანი მარიამ ორჯონიკიძე, საელჩოს მრჩეველი - გვანცა ბარქაია, ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართველთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე მადინა ბოკერია-კრიზი, მისი მეუღლე - ცნობილი ჩეხი იურისტი,ადვოკატი ვლადიმერ კრიზი.

საზეიმო გახსნა მომავალი წლის 20 მარტს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის დაფუძნების 105-ე წლისთავზე.
































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions