ჯემალ გამახარია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ ალბომისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას დაესწრო

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ ალბომისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას დაესწრნენ.


ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და ილორის ეკლესიის მე-1000 წლისთავს მიეძღვნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ლია ახალაძემ, სარედაქციო ჯგუფის წევრებმა გიორგი კობახიძემ, მარიამ გუნიამ, ხატია ალანიამ, დიზაინერმა გიორგი ქვაცაბაიამ, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ისტორიკოსმა ანზორ სიჭინავამ. მათ ხაზი გაუსვეს მსგავსი  ღონისძიებების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს.

“ნიშანდობლივია, რომ პრეზენტაციას ახალგაზრდებიც ესწრებიან და დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელი იქნება დღევანდელი დღე. ილორი  ქართულ-აფხაზური ძეგლია და ამ კულტურული მემკვიდრეობის გახსენება  გზავნილია აფხაზებისათვის, რომ გვინდა ჩატეხილი ხიდების აღდგენა, დაბრუნება და ერთად ცხოვრება” - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლილის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა  ჯემალ გამახარიამ.“აფხაზეთისთვის ბრძოლაში, როდესაც ჩვენ არჩეული გვაქვს სამშვიდობო გზა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურა და კულტურული მემკვიდრეობოს კვლევაა. ტაძრები და ზოგადად, აფხაზეთის საეკლესიო ისტორია თვალსაჩინოდ წარმოაჩენს აფხაზეთის პოლიტიკურ, ეთნიკურ ისტორიას და ამ ტერიტორიის კუთვნილებას ამა თუ იმ ხალხისადმი. სხვა მიმართულებით კვლევები ისეთ დამაჯერებელ ინფორმაციას არ იძლევა, როგორსაც გვაძლევს საეკლესიო ისტორია და ტაძრების კვლევა. აქედან გამომდინარე,  ახალგაზრდებმა სწორედ აირჩიეს მიმართულება და  ესაა მათი ძალიან დიდი ნამუშევარი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ და ორგანიზატორებს უმაღლესი საბჭოს სახელით სამომავლო გეგმების განხორციელებაში დახმარებასაც დაჰპირდა.

ალბომისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატის ხელმძღვანელი შერმადინ შარია, ისტორიკოსები, აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


 

ჯემალ გამახარია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ ალბომისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას დაესწრო

 














Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions