ჯემალ გამახარია პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო

 

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო.


ღონისძიება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის წლიური ანგარიში წარადგინა.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით ბოლო 11 წელში ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა, ხოლო ბოლო სამ წელში 30 მილიარდი ლარით გაიზარდა. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, ევროკავშირის ელჩებსა და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშრებით მხარდაჭერისთვის.


2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენას მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე,  ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.


პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში
https://youtu.be/q5ec5UYtyKw








Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions