თათბირზე განხილულ იქნა, რამოდენიმე საკვანძო საკითხი, განისაზღვრა კომიტეტის ანგარიშის მოსმენის თარიღში ცვლილების შესაძლებლობა და კომიტეტის აპარატის მუშაობის პრიორიტეტები, ხაზგასმით აღინიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეგულარული თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების აუცილებლობა საბჭოს აპარატის სამსახურებთან, კომიტეტებისა და ფრაქციების აპარატებთან.
თათბირს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი თამაზ ხუბუა. თათბირს ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ბატონი ზურაბ მებონია, აპარატის უფროსის მოადგილე ბატონი დავით ჟვანია და უმაღლესი საბჭოს აპარატის სამდივნოს უფროსი ქალბატონი ნინო კუკავა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი ბატონი მურმან ფარფალია, კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ქალბატონი შორენა გაწერელია, მოწვეული სპეციალისტი ქალბატონი იზოლდა ხვიჩია, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი ბატონი თენგიზ გასვიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე ქალბატონი მაია ჯახაია.