„აფხაზეთობა 2024“ გაიმართა

აფხაზეთის დღესთან და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 1 ივნისს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „აფხაზეთობა 2024“.

 

ღონისძიების მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს საჯარო სკოლებს გაეგზავნათ „აფხაზეთობა 2024“-ზე მოწვევა შემდეგ საკონკურსო მიმართულებებში ჩართულობის მიზნით: კალიგრაფიული წერა - შოთა ნიშნიანიძის აფხაზური კანტატიდან, მხატვრული წაკითხვის კონკურსი - კითხულობდნენ შოთა ნიშნიანიძის „აფხაზურ კანტატას“, თავისუფალი წერა თემაზე „ო, აფხაზეთო ბევრი კარგი მოყმის გამდელო“ და ხატვის კონკურსი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“.

ღონიძიება გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან დამსწრე საზოგადოებას მიულოცა აფხაზეთობა და ბავშვთა დაცვის დღე. ხაზი გაუსვა აფხაზეთთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას სკოლებში და გამოხატა კმაყოფილება საქართველოს ყველა რეგიონიდან მოზარდების აქტიური ჩართულობისთვის. ამასთან, სკოლებს შესთავაზა სემინარების გამართვა აფხაზეთთან დაკავშირებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია, თავმჯდომარის თანაშემწე დინარა დარსალია, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები.

ღონიძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ პროექტის „აფხაზეთობა 2024“ ავტორი, უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, საერთასორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია დარსანია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე დავით ჟვანია, უმაღლესი საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ზურაბ ქეცბაია.

ღონიძიების ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური პრიზები, ასევე უმაღლესი საბჭოს წარმატებულის და მადლობის სიგელები.

„აფხაზეთობა 2024“ გაიმართა
https://youtu.be/Xzk22g7TjzI


































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions