გარდაიცვალა აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი - კონსტანტინე დიხამინჯია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი, აფხაზეთის ომის ვეტერანი - კონსტანტინე დიხამინჯია.


ბატონი კონსტანტინე წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში. სოხუმში მოღვაწეობის დროს კი გახლდათ „სოხუმხელსაწყოს“ მთავარი ინჟინერი და შემდეგ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური ქართული მიწა.




პანაშვიდი: 4 ივნისს (მის: ქ. თბილისი, გლდანის მე-2 მ/რ, 31-ე კორპ, მე-5 სადარბაზო, მე-2 სართ), 5 ივნისს (მის: ჭავჭავაძის გამზ. 29/31, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი).

გამოსვენება: 6 ივნისს, 14 საათზე (იმავე ტაძრიდან).

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions