უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

1 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“.

საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია წარსდგა.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა.

საკითხის განხილვის შემდგომ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ გრაფიკს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.








































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions