საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა

 

12 აგვისტოს გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იქნა საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ“. სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.

განსახილველი საკითხის გარშემო სხდომაზე მოსმენილი იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის რაულ წულაიას და სახელმწიფო აუდიტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნოე ქაშიბაძის მოხსენებები. მომხსენებლებმა პასუხი გასცეს კომიტეტის წევრების შეკითხვებს წარმოდგენილი კანონპროექტის ცალკეულ პარამეტრებთან დაკავშირებით.

საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ და კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები დააფიქსირეს კომიტეტის წევრებმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ზურაბ ჯგუბურიამ, ეთერი ასტემიროვამ.

სხდომის შედეგები შეაჯამა და განსახილველი კანონპროექტის გარშემო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის პროექტი წარმოადგინა ბატონმა თამაზ ხუბუამ. სხდომის მონაწილეებმა ღია კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ შენიშვნებთან, წინადადებებთან და რეკომენდაციებთან ერთა განსახილველად წარედგინოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.




































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions