ჯემალ გამახარია რუსთავში “ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმს: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ დაესწო

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართა.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით მრავალ პროგრამას ახორციელებს, უშუალოდ ახალგაზრდების მხრიდან  წამოსული  ინიციატივები მნიშვნელოვან სიახლეს მოუტანს ქვეყანას და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას  საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში  და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.


დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა,  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის“ შექმნის ინიციატორმა გიორგი ჩაკვეტაძემ.


ფორუმის  მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა იყო.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,  საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, თბილისის საკრებულოს, ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.






















Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions