ვახტანგ ყოლბაია 25-26 ივნისს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციით წარსდგა

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში 25-26 ივნისს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციით წარსდგა ქართული დელეგაციის წევრი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნი ვახტანგ ყოლბაია. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

”მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გარკვეული სიმძაფრით, მეორე სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იხილავდა ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხს, სრულად ამოწურა განსახილველი თემები. კერძოდ, მონაწილეებს ქართულმა მხარემ მიაწოდა სრულფასოვანი ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. საუბარი შეეხო  მოსახლეობაში მავთულხლართების გავლებით გამოწვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს. ასევე, დისკუსია გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება    დევნილთა  საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, მათ შორის დევნილთა ქონებრივი ყფლებების  საკითხებს.

 

„საერთო ჯამში, ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდის ერთერთი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ რუსული მხარის მცდელობას, შეეცვალა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, ქართული დელგაციის  პირველი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელისა და დელეგაციის სხვა წევრების სამართლებრივი და არგუმენტირებული პოზიცია დაუპირისპირდა, რასაც თანათავმჯდომარეების - საერთაშორისო მოდერატორების ქართული მხარისადმი მხარდაჭერა მოჰყვა“ - განაცხადა შეხვედრაზე  ვახტანგ ყოლბაიამ.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ეს იყო მთავრობის თავმჯდომარის პირველი შეხვედრა უმაღლეს საბჭოს შემადგენლობასთან, სადაც მათ მიეწოდათ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებებთან  დაკავშირებით.

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions