აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადება

 

2013 წლის 13 ივლისს გაიმართა მღვდელმსახურთა და საერო პირთა საერთო კრება ე.წ. სოხუმის ეპარქიის საკათედრო ტაძარში, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით 12 –დღიანი ვადა მისცა დოროთე დბარსა და ანდრეი ამპარს მოსანანიებლად „ქმედებებისათვის, რამაც აფხაზეთის ეკლესიის გახლეჩა გამოიწვია“. კრებას ესწრებოდა 15 მღვდელმსახური და მრევლის 80 წარმომადგენელი. კრებას უძღვებოდა ბესარიონ აპლია.

აღნიშნულ ფაქტს კომენტარი გაუკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ.

„თავხედობას, შეზავებულს ხეპრეობასა და უკომენტარო მარგინალიზმთან ალბათ საზღვარი არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ამის ნათელი დასტურია ამას წინათ სოხუმში გამართული ე.წ. აფხაზეთის საეკლესიო კრების ცრუ პათოსი და მისი მონაწილეთა მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებზე მოჩვენებითი პასუხისმგებლობის წარმოჩენის მცდელობა. როცა საქმე ეხება სულიერებას და ეპარქიის კანონიკურობას არ მინდა რაიმე კნინობითი სინონიმი ვიხმარო, მაგრამ არ მოვერიდები და ვიტყვი– ვინ კითხავს დამთხვეულ თვითმარქვია „აფხაზეთის ეკლესიის წინამძღოლს“ ვინმე ბესარიონ აპლიას (ფილიას) მისთვის უცხო ეპარქიაში მიმდინარე პროცესების ანალიზს, მითუმეტეს მასში „კომპეტენტურ“ ჩარევას. სამწუხაროდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გრძელდება დე–ფაქტო ადმინისტრაციისა და მოსკოვის მიერ წახალისებული „სახელმწიფობანას“ ბავშვური თამაშები, რომლის ერთ–ერთი, წინაწარ დაგეგმილი, სეგმენტია ერთიანი ქართული ეკლესიისაგან აფხაზეთის ნაწილის ჩამოცილების მზაკვრული განზრახვა. იმაზე, რომ ეს იმთავითვე მარცხისათვის განწირული ქმედებებია, მიუთითებს საქართველოს პატრიარქის უზენაესი განწყობა და მზადყოფნა უახლოეს პერიოდში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ სულიერებაში არამკითხეების უბოდიშო თარეშს“.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions