ფრაქცია ”ქართული ოცნება -დემოკრატიული სქართველოს” თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ფრაქციას და პირადად მას არაფერი აქვს საერთო ამ საპროტესტო აქციასთან და ”ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოთქმულ მოსაზრებებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, კოალიცია ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო”-ს, ბატონების ვახტანგ ყოლბაიასა და ელგუჯა გვაზავას მისამართით გამოთქმულ განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს.
- ამ აქციის ორგანიზატორი არის ”დევნილთა საინიციატივო ჯგუფი”და არაფერი საერთო მე ამასთან არა მაქვს, ამიტომაც ყველას ვთხოვ ნუ მომაწერენ ნურაფერს! თუ ვინმესთან პოლიტიკური მოსაზრებების თანხვედრა არა მაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავალ!
- ანუ თქვენ ემიჯნებით ამ აქციას?
- არა, მე არ ვემიჯნები, მაგრამ მე არა ვარ ამ აქციის ორგანიზატორი, როგორც ამას სააგენტო ავრცელებს. არც ყოლბაია მიხსენებია, არც ელგუჯა გვაზავა და არც იქ მოხსენიებული რუხი კარდინალი; ”ქართული ოცნების” სახელი ამ საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ნიუსში არ ვიცი, როგორ მოხვდა.
- მაგრამ თქვენ აქციაში მონაწილეობდით, ბატონო მურმან!
- რა თქმა უნდა, მე მათ გვერდით ვიყავი! დევნილებმა დეპუტატებთან შეხვედრა ითხოვეს, მე და როსტომ შამუგია ჩავედით. გასაკვირი ისაა, რომ ჩვენ ორის გარდა, სხვამ არავინ ისურვა მათთან შეხვედრა. ამ აქციაზე მე ჩემი სიტყვა ვთქვი.
- რასთან დაკავშირებით?
- იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა რეფორმები, გარდაქმნები, სიახლეები, მეტი კოორდინაცია დევნილებთან, აფხაზებთან ურთიერთობის დარეგულირება, ანუ კონკრეტულ და ზოგად საკითხებზე აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით...
-აფხაზებთან ურთიერთობის დარეგულირებას როგორ აპირებთ, არსებობს რაიმე ბერკეტები?
- არა, აქ ხელისუფლება უნდა ჩაერთოს. საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის დამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ.
- ბატონო მურმან, მოღალატეობას რაში აბრალებდნენ უმაღლეს საბჭოს?
- ასეთი რამ არ მომისმენია. არ გამიგია, ვინმეს რომ ეთქვა დეპუტატები მოღალეტეები არიან, გამოდის, რომ მეც მოღალატე ვარ და ამას, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხსაც გავცემდი. მაგრამ, იცით, ხალხი აღშფოთებულია იმიტომ, რომ ნაკლებ აქტიურობასთან გვაქვს საქმე. უმაღლესმა საბჭომ კონკრეტულად ფუნქციური დატვირთვა უნდა გაიზარდოს, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში. ეს რეფორმები საკონსტიტუციო ჯგუფმა უნდა განიხილოს და იმუშაოს ამაზე მეტი დატვირთვით.
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ უმაღლეს საბჭოს ხალხთან კონტაქტი არა აქვს? რამდენდაც მე ვიცი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 4000-ზე მეტ დევნილს შეხვდა და შეძლებისამებრ დაეხმარა. რა თქმა უნდა, გასაკეტელი ძალიან ბევრია, სამწუხაროდ, სხვა ბერკეტები ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს ბოლო წლების მანძილზე არ გააჩნია. იმედია, აწი მაინც მეტი შესაძლებლობა ექნება...
- ეს უნდა მოხერხდეს თუნდაც ჩვენი კონსტიტუციის ცვლილებით, რომ მეტი ფუნქცია დაგვეკისროს და აქტიურად ჩავერთოთ დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაში.
- სწორედ რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოჰყვა გარე ძალების მიერ ინსცენირებული ”პროტესტი” ...
- ქუჩაში ყვირილი რა თქმა უნდა არ ვარგა. მე ისინი დავიბარე ჩემთან, მაგრამ შესულან თურმე თავმჯდომარესთან, სადაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ.