აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს

 

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის საზოგადოებრიობის სახელით გილოცავთ ანგელოზის დღეს! თქვენ 11 წლის განმავლობაში ბრძანდებოდით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარი და დაუღალავად ზრუნავდით თითოეულ ადამიანზე. მადლობას გიხდით იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც განსაკუთრებულად ვგრძნობთ აფხაზეთელები. ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ გულუხვი დახმარება თქვენს მსახურებაში, დიდხანს და ჯანმრთელად გაცოცხლოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

 

ღრმად გვწამს, რომ  უფალი შეისმენს თქვენს მუხლჩაუხრელ მხურვალე ლოცვას აფხაზეთის საქართველოსკენ შემობრუნებისთვის  და ერთად გავიზიარებთ აფხაზეთში დაბრუნების სიხარულს!

 

პატივისცემით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions