თამაზ ხუბუა: “შეუძლებელია უდიდესი სიამაყის გრძნობით არ აღვიქვა აფხაზეთის დევნილი საკანონმდებლო ორგანოს აგრერიგად წარმოჩენა ქვეყნის სულიერი წინამძღოლის მიერ“

 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მე-20 წლისთავზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ”წმინდა ნინოს ოქროს ჯვრით” დააჯილდოვა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას. ამ ფაქტს გამოეხმაურა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

“შეუძლებელია უდიდესი სიამაყის გრძნობით არ აღვიქვა აფხაზეთის დევნილი საკანონმდებლო ორგანოს აგრერიგად წარმოჩენა ქვეყნის სულიერი წინამძღოლის მიერ. უაღრესად მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ ეს გარემოება ემთხვევა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრებიდან მე-20 წლისთავის აღნიშვნას. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, მისმა თითოეულმა წევრმა ღირსეულად გამოიარა ეს პერიოდი. ეს ჯილდო ეკუთვნის მომხვდურთა მიერ მხეცურად მოკლულ ჩვენს კოლეგას მ.ჯინჭარაძეს, პოსტკონფლიქტურ პერიოდში გარდაცვლილ დეპუტატებს, იმ ადამიანებს, ვინც დღესაც აგრძელებენ თავიანთ საპასუხისმგებლო საქმიანობას უმაღლესი საბჭოს წევრთა, აპარატის თანამშრომელთა რანგში. ამ ჯილდოს მიღება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება დღევანდელი განსაკუთრებული პოლიტიკური გამოწვევების დროს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიზანმიმართულ საქმიანობას. დარწმუნებული ვარ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებრიობის განუყოფელი ნაწილი კვლავაც იქნება მოწოდების სიმაღლეზე ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის მიმდინარე ბრძოლაში“ - განაცხადა თ. ხუბუამ.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions