ნოდარ ჭითანავა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

 

17 თებერვალს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოში ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის ნოდარ ჭითანავას საპატიო სიგელით დაჯილდოება გაიმართა.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა მიესალმა სტუმარს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ნოდარ ჭითანავა დაჯილდოვდა უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, სახელმწიფო მმართველობით, სამეურნეო, სამეცნიერო და პედაგოგიურ სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, აფხაზეთის ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, აქტიური საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი პოზიციისათვის.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions