აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადება

 

ა/წ 6 მარტს ჩემს მიერ „პირველ პრესკლუბში“ ჩატარებული პრესკონფერენციის თემატიკაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთის ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებები ეხებოდა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ზოგიერთ წევრს და არა მთლიანად აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობას.

 

შესაბამისად, უპრიანი იქნებოდა ჩატარებული პრესკონფერენციის პერიპეტიებზე განცხადება გაეკეთებინა არა უმაღლეს საბჭოს, არამედ პრეზიდიუმის პრეტენზიაწამოყენებულ წევრებს, რასაც მათ რატომღაც თავი აარიდეს.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მითითებული განცხადების სულისკვეთებამ, მასში მოტანილ კონტრარგუმენტებში დამაჯერებლობის არარსებობამ, დამატებით, ღრმად დამარწმუნა განსახილველ საკითხთან მიმართებაში ჩემი პოზიციის მართლზომიერებაში.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან მაქვს პატივი განვაცხადო, რომ შემდგომშიც აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას აფხაზეთის ტელევიზიის შექმნის შემაფერხებელი ქმედებების საწინააღმდეგოდ, თუნდაც ეს მავანთა მიერ ჩათვლილიქნას „იაფფასიან პოპულიზმად“.

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions