21 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა რუსეთის რეგულარული ჯარის დახმარებით 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ადგილობრივი მკვიდრი იარაღის ძალით განდევნა მშობლიური კუთხიდან. აფხაზეთის ომს ათასობით ადამიანი შეეწირა, მათ შორის უმეტესობა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე იყო, ძირითადად ქართველი ეროვნების.
მტერთან უკომპრომისო ბძოლას უამრავი მამულიშვილი, გმირი მეომარი შეეწირა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთმა სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებმა არა ერთი ღონისძიება დაგეგმეს. დღეს მათ ყვავილების გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის, ომის ბოლო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი.