დღეს სტუდენტთა საერთაშორისო დღეა

 

სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ატარებს საზეიმო შეხვედრას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 17 ნოემბერს 19 საათზე „მაგთი-ჯაზ -კლუბში“ (ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი №22).

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი წარჩინებული   სტუდენტები და რექტორები;

მოწვეული არიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელები, ცალკეული მინისტრები,


აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები;

მასმედიის სხვადასხვა საშუალებები.

სტუდენტი-ახალგაზრდობისა და ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისათვის მუსიკალური ნომრებით წარდგებიან ცნობილი მომღერლები:  ნინი წიკლაური,  სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი,  თეატრის  მსახიობები და ბენდი;

 

ღონისძიების ორგანიზატორი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს მიმართვას:

ვულოცავთ სტუდენტებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ულოცავს ჩვენი ქვეყნის მომავალს - სტუდენტ-ახალგაზრდობას სტუდენტთა საერთაშორისო დღეს.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განათლებას დაწაფებული ჩვენი სტუდენტობა არის სწორედ ის პოტენციური ძალა, რომელიც ფეხს აუწყობს მსოფლიოს თანამედროვე დემოკრატიულ ფასეულობებს, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ააღორძინებს ქვეყნის ეკონომიკას, განამტკიცებს მის სუვერენიტეტს და საერთაშორისო ავტორიტეტს.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions