აფხაზეთის დღე ხარაგაულში

აფხაზეთის ხელისუფლების ინიციატივით „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის საქართველოს რეგიონებში'' პროექტის ფარგლებში ხარაგაულში აფხაზეთის დღე აღინიშნა. გაიმართა სამუშაო შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები.


ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა  რაიონის ხელმძღვანელობასთან. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატს შორის გაფორმდა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მე-2 საჯარო სკოლაში მოეწყო შემოქმედებითი საღამო.

აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა"  გამართა სპექტაკლი „გამარჯობა სოხუმო". თეატრის ფოიეში მოეწყო ფოტო-გამოფენა „მოგზაურობა აფხაზეთში".

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, ფრაქცია ”ერთიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარე რაისა ქარაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი  და იმერეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ხელმძღვანელობა.

პროექტის მხარდამჭერები და ორგანოზატორები იყვნენ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions