განახლებული გამოცემა

გამოვიდა კრებულის -  ”ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში” განახლებული გამოცემა.

 

როგორც შესავალშია აღნიშნული, გამომცემელთა მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას უთხრან, რომ აფხაზეთი საქართველოა, ქართველების სამკვიდრო, მამა-პაპისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული მამული; შინ თუ გარეთ, ყველას აუხსნან, რომ აფხაზეთი ერქვა და ჰქვია ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ერთ კუთხეს, აფხაზები კი - ამ კუთხის მკვიდრთ. ისტორიული აფხაზები ისეთივე კოლხები(ლაზები, ჭანები, მეგრელები...) ანუ ქართველები არიან, როგორც სვანები, კახელები, იმერლები, ქართლელები, გურულები და სხვ.

წიგნის შესავალში გამოთქმული მოსაზრებების დასტურად, მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს როგორც აფხაზეთის ისტორიულ ფასეულობებს, ასევე  აფხაზეთის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა რეალური ვითარების ამსახველ  მასალებს პოსტკონფლიქტურ პერიოდში(1993-2014წ.წ.), ისტორიული დატვირთვის მქონე სხვადასხვა დოკუმენტურ მასალას, მაღალი ხარისხის ილუსტრაციებს.

დაინტერესებულთ შეუძლიათ უფრო დაწვრილებით იხილონ (HISTORICAL-CULTURAL HERITAGE IN ABKHAZIA)

პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორ-გამომცემელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია, კონსულტანტები აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გამახარია და  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions