დაჯილდოება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

 

8 ივლისს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა აფხაზეთის საზოგადოების გამორჩეული  სახელმწიფო მოხელეების, განათლებისა და კულტურის, სპორტის, ქორეოგრაფიული ხელოვნების ასპარზზე მოღვაწე პროფესიონალი მუშაკების მიღება.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ გაწეული ღვაწლისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქლაქეობრივი პოზიციისათვის მათ მადლობა გადაუხადა და  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

 

დაჯილდოებულთა შორის იყო  ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ოთარ გაბელია, რომელიც 1977-1982 წლებში თამაშობდა სოხუმის "დინამოში".

 

უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

 

1. ანზორ ლაცუზბაია - სამართალმცოდნე, აფხაზეთის პროკურორის მოადგილე

2. ნოდარ ლოგუა - დამსახურებული რკინიგზელი

3. ირაკლი გელენავა - აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მუშაკი, პროფესორი

4. დორე ტაბატაძე - ქორეოგრაფი, აფხაზეთის კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი

5. ბესარიონ ნაყოფია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

6. ოთარ გაბელია - სპორტის დამსახურებული ოსტატი, თბილისის ”დინამოს” მეკარე

7. რევაზ მანია - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions