პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის, პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ელგუჯა გვაზავასთან, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ყოლბაიასთან და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გივი ლომინაძესთან.
განიხილეს აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები.
შეთახმდნენ, რომ აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე გაგრძელდება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მუშაობა ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობის აპარატსა და საქართველოს პარლამენტთან.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი