პასუხი 2016 წლის 5 მაისს როინ ჯანაშიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „მოსაზრებაზე“

 

როინ ჯანაშიასთვის, როგორც პიროვნებისთვის არ ვაპირებდი ფეისბუკის „პუბლიკაციაზე“ პასუხის გაცემას, მაგრამ რადგანაც მისი პასკვილი ეხება მთლიანად აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, იძულებული გავხდი შემეხსენებინა მისთვის ვინ არის ის თვითონ და რა დამსახურება მიუძღვის მას ქვეყნის წინაშე. საკითხავია, როგორ გახდა ეს პიროვნება საქართველოს  პარლამენტის   წევრი? ვინ გაუწია რეკომენდაცია მას და შემდგომ როგორ ლამაზად უღალატა მათ? ეს არის პიროვნება შემთხვევით მოხვედრილი პარლამენტში. მის პარლამენტში „მოღვაწეობას“ კარგად ხედავდა საზოგადოება. მისი ომახიანი ხმით „გადახურებული“ იყო პარლამენტში მიკროფონები.

 

„დიდი“ იყო მისი დამსახურება აფხაზეთის ომში. მან ვიცე-პოლკოვნიკის ჩინის მიღებაც კი მოასწრო. საკითხავია რა დამსახურებისთვის მიეცა მას ვახტანგ გორგასლის ორდენი, როდესაც ის არცერთ საბრძოლო ოპერაციაში არ ღებულობდა მონაწილეობას? ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი „მეომრები“ ღებულობდნენ სახელმწიფო ჯილდოს და კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, რომ ასეთი პიროვნება მერე  ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს წევრი ხდება. მას დიდი „დამსახურება“ აქვს ზურგის სამსახურში წესრიგის დამყარებაში (რაც ეკისრებოდა ფუნქციონალურად), სადაც კარგად ახერხებდა საწვავისა და შეიარაღების რეალიზაციას გაურკვეველი მიმართულებით, როგორც ამ საქმეში ჩახედული ადამიანები ადასტურებენ. იმ არეულ პერიოდში კორუფციის გამკითხავი პრაქტიკულად არავინ იყო. ბევრს აინტერესებს რომელ სამხედრო ოპერაციაში აქვს მიღებული ჯანაშიას მონაწილეობა? ამის მოწმეებს ის, რასაკვირველია, ვერანაირად ვერ წარმომიდგენს. ის იყო ძველი საბჭოთა კაპტიორშიკი თბილად მოკალათებული მეომრების ზურგში, რომლებიც სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოსთვის. ახლა რაც შეეხება ჩემს აუდიენციას ბატონ ჯანაშიასთან, ეს ეხებოდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას აფხაზეთის თავდაცვისა და უშიშროების წევრებისათვის (აფხაზეთის მთავრობა ომის პერიოდში) ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც კანონში, სამწუხაროდ, არ იყო დაფიქსირებული, ასევე ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის, რომლებიც ომის პერიოდში იყვნენ მოხალისეებად სხვადასხვა შენაერთებში და ასრულებდნენ მნიშვნელოვან დავალებებს მთელი ომის პერიოდში. ჯანაშიამ ისიც ვერ გაიგო, რა უნდა გაეკეთებინა მას საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისთვის. მისი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე არაფრის მომტანი არ იყო, და არც არავის სჭირდებოდა. ის იყო პარლამენტში ყოფილი პოლიტიკური ხელისუფლების ხელის ბიჭი, რადგანაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი სასურველ თანამდებობებზე. მისი აზრით, თუ უაზრობით, ის არ ცნობდა აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, როგორც ზოგიერთები ე.წ. „აფხაზთა კრები“-დან, რომლებიც ფაქტიურად არიან რუსული სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებლები, რაც ბოლო პერიოდში ნათლად დადასტურდა. ჯანაშიას „პოლიტიკური ცნობიერება“ არ აძლევს საშუალებას, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მოშლა ფაქტიურად ნიშნავს სეპარატისტული დეფაქტო ხელისუფლების აღიარებას.


არ მინდა გავაგრძელო ჯანაშიას, „დამსახურებაზე“ მსჯელობა, მაგრამ მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ  აფხაზეთის ვეტერანებს ეს პიროვნება ომის პერიოდში საბრძოლო პოზიციაზე თავიანთ გვერდით არასდრო უნახავთ, საბედნიეროდ ბევრი მათგანი ცოცხალია, თუ ვინმე არის ასეთი, გთხოვთ, გამომეხმაუროს. ძალიან საინტერესოა აფხაზეთის ომის ვეტერანების მოსაზრება ამ საკითხზე.

 

ანზორ წოწონავა

უმარლესი საბჭოს საკონსტიტუციო და

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions