საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ყოველკვარტალური ანგარიში (აპრილი-ივნისი 2016) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ყოველკვარტალური ანგარიში (აპრილი-ივნისი 2016) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

 

სარჩევი

  1. 1. შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . .  . . . . . . . . . . . 1

II. სიცოცხლის უფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7

III. თვითნებური დაკავება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . 10

IV. გადაადგილების თავისუფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . .  11

V. უფლება საკუთრებაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . 13

VI. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  .   14

VII. დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . .  16

VIII. მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 17

შესავალი

ანგარიშის მიზნები  და  გამოყენებული მეთოდოლოგია

1. 2015 წლის იანვარში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კვარტალური  ანგარიშების მომზადება, რაც  მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შეფასებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2015 წელს ოთხი ამგვარი ანგარიში მოამზადა. ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს   2016 წლის მეორე კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2016 წლის აპრილ - ივნისის პერიოდს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომშიც  განაგრძობს მსგავსი კვარტალური  ანგარიშების მომზადებას. ეს ანგარიშები ემსახურება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სახელმწიფოებისთვის, სამთავრობო  და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეგულარული და განახლებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული  მდგომარეობის შესახებ.

2. რაც შეეხება გამოყენებულ მეთოდოლიგიას, ეს საანგარიშო პროექტი აერთიანებს და  აანალიზებს  საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ არსებულ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშირისო  ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. ფორმატის შეზღუდულობის გამო,  ანგარიში არ ისახავს მიზნად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევის აღნუსხვას; ის მიზნად ისახავს მხოლოდ ყველაზე მეტად გახმაურებული დარღვევების  შეგროვებას და მათ შეფასებას. გამოყენებული მეთოდოლოგია არ გულისხმობს არც ფაქტების დასადგენად გამიზნულ ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ რეიოგნებში და არც იქ ინტერვიუების (გამოკითხვის)  ჩატარებას. ამრიგად,  გამოყენებული მეთოდოლოგია არ აძლევს ამ  საანგარიშო კამპანიას იმის საშუალებას, რომ  შეაგროვოს და მოიძიოს ახალი მონაცემები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.

 

საოკუპაციო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო

3.ამჟამად საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი,საქართველო და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ხელისუფლება, ახორციელებს ქმედით კონტროლს აფხაზეთზე/საქართველო და ცხინვალის რეგიონზე/საქართველო.

ეს ორი რეგიონი, რომელიც ჯერ ისევ უცხოური სამხედრო ოკუპანტის ხელშია, წარმოადგენს საფრთხის შემცველ  „ შავ ხვრელებს“ ადამიანის უფლებათა დარღვევის და დამრღვევთა პასუხისმგებლობის კუთხით.

4. 2016 წლის 29 ივნისს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე  საქართველოს ინიციატივით, რომელსაც შემდგომ 42 ქვეყანა[1] შეუერთდა გაკეთდა “გაერთიანებული განცხადება საქართველოს რეგიონებში -  აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული  სიტუაციის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“. გაერთიანებული განცხადების შესაბამისად „საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხონვალში/სამხრეთ ოსეთი არსებული მდგომარეობით  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ჰუმანიტარული სიტუაციით. ჩვენ მოვუწოდებთ პატივი სცენ ამ რეგიონებში მცხოვრებ  ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია ხელი  შევუწყოთ საერთაშორისო  მონიტორებს ადგილზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერაში. „ზემოთ დასახელებული დოკუმენტის თანახმად  ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ გატაცების, უკანონო დაკავების, საკუთრებაზე უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, ცხოვრების უფლების და ეთნიკურ საფუძვლეზე დისკრიმინაციის გაგრძელების გამო. ხაზი გვინდა გავუსვათ, იმ ფაქტს, რომ მნიშნელოვანია ორივე რეგიონიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა“[2].

 

5.  რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკა საქათველოს ტერიტორიასთან მიმართებაში უკარგავს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და დევნილს მათ საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას. განსაკუთრებით უნდა ხაზი გაესვას, რომ 2016 წლის 10 ივნისს, გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცნობს „ყველა, ქვეყნის შიგნით  იძულებით გადაადგილებულ პირთა და  დევნილთა და მათ შთამომავალთა უფლებას, მათი ეთნიკური წარმომავლობის  მიუხედავად, დაბრუნდნენ თავიანთ საკუთარ სახლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით [3]“.

 

6. 2016 წლის  4 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა და სცნო რუსეთის ფედერაციის  არსებული კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.  კერძოდ, მიღებულ გადაწყვეტილებაში მინსიტრთა კკომიტეტი „ღრმა შეშფოთებას და წუხილს გამოთქვამს, რომ მიუხედავად მცდელობისა, ვერც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა და ვერც აპარატის დელეგაციამ ვერ შეაღწია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, თუნდაც ანგარიშის მომზადების საბაბით; ვერც ის მოხერხდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გენერალური მდივანი ჩართულიყო დიალოგში რუსეთის ფედერაციასა  და საქართველოს შორის; ან მოეწოდებინა რუსეთის ფედერაციისთვის გაეადვილებინა ან შეუზღუდავი შესვლის უფლება მიეცა ევროპის საბჭოს პირებისთვის იმ ტერიტორიებზე, რომელთაც არ აკონტროლებს ქართული ხელისუფლება[4].“

 

7. გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებულ იქნა 2016 წლის 4 მაისს, ევროპის საბჭოს მინსიტრთა კომიტეტმა „ მოუწოდა კონტროლის განმახორციელებელ  ხელისუფალთ: მისცენ ყველასთვის განათლების მშობლიურ ენაზე  მიღების გარანტია სკოლებში და სკოლამდელ დაწესებულებებში,  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთი  რეგიონების ჩათვლით; შექმნან პირობები იძულებით გადაადგილებულ პირებსა და დევნილებს ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, დაიცვან მათი უფლება ქონებაზე და უზრუნველყონ უფლებებში აღდგენა; მოხსნან ყველანაირი წინაღობა,  შეზღუდვა ან აკრძალვა ადმინსიტრაციულ სასაზღვრო ხაზზე თავისუფლად გადაადგილების თვალსაზრისით და თავიდან აიცილონ ადამიანთა თვითნებური დაკავება „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ კონტექსტის ჩათვლით;  უზრუნველყონ, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები  მოსახლეობას არ გააჩერებენ იმ დისკრიმინაციული კანონის ძალით, რომ მათ აქვთ ქართული პასპორტები; რომ განახორციელონ დამოუკიდებელი და ეფექტური გამოკვლევა ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა სავარაუდო შემთხვევის[5].“ უნდა აღინიშნოს, რომ იგივე დოკუმენტის თანახმად,“საქართველო, როგორც ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისო კანონის მიხედვით, ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე[6]“.

8. საოკუპაციო ხელისუფლება, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს, ხელს უშლის უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას, ჰუმანიტარულის ჩათვლით, შევიდეს აფხზეთსა/საქართველოს და ცხინვალის რეგიონში/ საქართველო. 2016 წლის 27 აპრილს, „ ევროპის  კავშირის გენერალური მდივნის განცხადება  13-ე  გაერთიანებული  ანგარიშის შესახებ საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე[7]“ გაკეთდა  ევროპის  კავშირის  მინისტრთა კომიტეტის 1254-ე  სხდომაზე. ამ განცხადების  თანახმად, „ევროპის  კავშირი სინანულს გამოთქვამს, რომ მისი მონიტორინგის მისია ვერ შედის საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში“. იგივე განცხადების თანახმად „ ევროპის კავშირი გააგრძელებს მთელი რიგი ჰუმანიტარული, უსაფრთხოების, განვითრებითი და სხვა ტიპის თანამშრომლობას საქართველოს   აფხაზეთის რეგიონში, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ნდობის ჩამოყალიბების და რეგირების მექნიზმის წყალობით. ევროპის კავშირი მოუწოდებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში    ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიღებას, იქ სადაც მსგავსი ქმედება აუცილებელია[8].“

9. ხაზი უნდა გაესვას, იმ ფაქტს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ 2016 წლის მაისში, ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელმა - ელჩმა ჰერბერტ სალბერმა გამოაგზავნა დამოუკიდებელი უფროსი ექსპერტი ბატონი თომას ჰამერბერგი, რათა ის დაკვირვებოდა   აფხაზეთში/საქართველო[9] არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. ეს ინიციატივა ეფუძნება  ჰუმანიტარულ მოსაზრებებს და ემთხვევა ევროპის კავშირის არაღიარებისა და ჩაურევლობის  პოლიტიკას; ის ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენლის მანდატის ადამიანის უფლებათა კომპონენტის თანახმად განხორციელდა[10].  დადგენილი პირობების თანახმად, უფროსი ექსპერტი ბატონი თომას ჰამერბერგი მოამზადებს ანგარიშს ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენლობისთვის 2016 წლის შემოდგომის დასაწყისში, რაც დაეფუძნება რამდენიმე დაზვერვით შეხვერდას თბილისში, სოხუმსა და გალში[11]. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ დასახელებული ინიციატივა არ გულისხმობს რეგულარულ მანდატს  (უფლებამოსილებას) და მიზნად არ ისახავს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა არსებული სიტუაციის შემოწმებას.

 

საოკუპაციო ხაზი და მავთულხლართებისა და ახალი ბანერების/ნიშნულების მონტაჟი.

10. აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან არსებული საოკუპაციო ზოლი (ასს), ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე გამოყოფს საქართველოს მისი ორი ოკუპირებული ტერიტორიისგან. 2013 წლის იანვრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გააძლიერეს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობების მონტაჟი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სასაზღვრო ხაზების გასწვრივ (პროცესი დაწყებულია 2009 წელს ). ამჟამად, ხელოვნური ბარიერების მთელი სიგრძე  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეადგენს თითქმის 51 კილომეტრს. აფხაზეთის რეგიონში მავთულხლართის სიგრძე 12 კილომეტრია.

 

11. 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროპის  საბჭოს  მინისტრთა კომიტეტმა  სინანულით აღნიშნა, რომ მიუხედავად განმეორებითი მიმართვისა რუსეთის ფედერაციისადმი შეეჩერებინათ ხელოვნური წინაღობების მონტაჟის პროცესი  ადმინსიტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, რომელიც ყოფს ოჯახებსა და თემებს და არღვევს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ის მაინც  განაგრძობს ამ პროცესს და ახალ სადემარკაციო ნიშნულებს ამონტაჟებს[12].“

 

12. 2016 წლის 29 ივნისს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების საბჭოს 32-ე სესიაზე გაკეთებული „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის სფეროში გაერთიანებული განცხადების თანახმად,“ჩვენ წუხილით აღვნიშნავთ, რომ „დემარკაციული“ პროცესი გრძელდება ადმისნიტრაციული საზღვრის გასწვრივ და მონტაჟდება მავთულხლართები და  წვეტიანი ღობეები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის  ცხოვრების ხარისხზე,  ყოფს ოჯახებს ერთმანეთისგან, ხელს უშლის ადამიანების  ურთიერთობას, იზოლაციაში აქცევს ადგილობრივ მოსახლეობას და კონფლიქტით გახლეჩილი თემის   დარჩენილ კავშირებსაც წყვეტს[13].

 

13.  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ 2016 წლის 6 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაამონტაჟეს ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი დამატებითი ბანერები ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად სოფელ ავლევის შემოგარენში და რამდენიმე ადგილობრივი ფერმერის კუთვნილი სოფლის სამეურნეო ნაკვეთები დატოვეს ახალი  ნიშნულების მიღმა[14]. ახალი მარკერების მიღმა დარჩენილი სოფლის სამეურნეო ნაკვეთები ეკუთვნის ადგილობრივ ოჯახებს და გამოყენებული იყო სოფლის მეურნეობისთვის[15]. ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ისინი ვეღარ შეძლებენ თავის კუთვნილ ნაკვეთებში  შესვლას[16].  ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ორი ახალი ბანერის დამონტაჟების შედეგად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ჩამოეჭრა ათი ჰექტარი[17].

 

ე.წ. ახალი „ კანონები“

14. საანგარიშო პერიოდში და კერძოდ კი 2016 წლის 1  აპრილს,    ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების სამართლებრივ სტატუსი“  და „ აფხაზეთში შესვლასა და გამოსვლასთან დაკავშირებული კანონი“, ძალაში შევიდა. ანალოგიური დოკუმენტი მიღებულ იქნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ და კერძოდ კი ე.წ.“კანონი სამხერთ ოსეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ  უცხოელთა სამართლებრივ სტატუსზე“. ამ ე.წ. „კანონების“ მიღების სამიზნე არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების ახალი დისკრიმინაციული „კანონების“ მიღების თაობაზე. არსებობს საფუძველი შიშისთვის, რომ ე.წ. „კანონები“ შეიძლება გახდეს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საბაბი.

 

15. ე.წ. „აფხაზეთში უცხო მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის“ მიზანია აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გადაკვალიფიცირება „უცხოეთის მოქალაქეებად“  და მათი   დისკრიმინირება.   აფხაზეთში  მცხოვრები ბევრი ეთნიკურად ქართველი, ძირითადად ეს ეხება გალის რაიონს, არიან საქართველოს მოქალაქეები და ამგვარად „უცხოელები“ ე.წ. „აფხაზეთის უცხოელი მოქალაქეების შესახებ სამართლებრივი სტატუსის თანახმად“ და ამგვარად ეს მათ უზღუდავს ადამიანის უფლებებს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, უფლება საკუთრებაზე და მუშაობის უფლება. ამ ე.წ. „კანონის“ ძალით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე  ეთნიკურად ქართველები ვერ მიიღებენ ბინადრობის უფლებას და შესაბამისად ეს გახდება ეთნიკურად ქართული ოჯახების „სამართლებრივი“ დევნის საფუძველი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 2016 წლის 1 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა „ საქართველოს სახალო დამცველის ანგარიში საქრთველოში არსებული ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფლებების სფეროში არსებულ სიტუაციაზე  - 2015“. ამ ანგარიშის თანახმად, აფხაზეთში მიღებული „რეგულაციები“ პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს გალის რაიონის მოსახლეობაზე; სავარაუდოდ, ბევრი ადგილობრივი მკვიდრი ვერ დააკმაყოფილებს ე.წ. „აფხაზეთის მოქალაქეობის“ კრიტერიუმებს,  ისინი ვერ მიიღებენ ბინადრობის უფლებას და იძულებულნი იქნებიან  დატოვონ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი[18].

 

16. ე.წ. „ აფხაზეთში შესვლისა და გამოსვლის კანონის“ მიღებით,  მიღებულ იქნა    ვიზების შემოტანის გადაწყვეტილება იმ  სახელმწიფოებისათვის, რომელბიც 1) არ ცნობენ ე.წ „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ და 2) არა აქვთ „ორმხრივი შეთანხმება“ თავისუფალ მიმოსვლაზე. ამ ე.წ. „კანონის“ თანახმად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აფხაზეთის დატოვება და მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეებს“ შეუძლიათ დამატებითი ფორმალობების გარეშე აფხაზეთში შესვლა. უნდა აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე და პირი, რომელსაც არა აქვს მოქალაქეობა, შეიძლება განიდევნოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, თუ ეს პირი  საფრთხეს წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ე.წ. „კანონი“ საერთაშორისო ორაგიზაციებს  დამატებით წინაღობებს უქმნის  და ამით ხელს უწყობს ამ რეგიონის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას.

 

17. „ ევროპის კავშირის გენერალური მდივნის 13-ე გაერთიანებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში არსებულ კონფლიქტზე“, რომელიც გაკეთდა 2016 წლის 27 აპრილს, „ ევროპის კავშირი  დიდ  შეშფოთებას გამოთქვამს   „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის“ და „შესვლისა და გასვლის“ ე.წ. კანონების თაობაზე, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალაში შევიდა. ეს ე.წ. კანონები ხელს უწყობს დემარკაციის პროცესის  უკანონოდ გაგრძელებას, რომელმაც დააშორა ერთმანეთს ოჯახები, თემები და არღვევს საერთაშორისო კანონს. ის ქმნის დამატებით ხელისშემშლელ ფაქტორებს  ადამიანებისთვის და ართმევს მათ ფუნდამენტალურ უფლებებს, გადაადგილების თვისუფლების და საკუთრებაზე უფლების ჩათვლით.  ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ამ ე.წ. კანონების გაუქმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ არის დისკრიმინირებული ეთნიკურ საფუძველზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მავთულხლართების და სხვა წინაღობების აღებისკენ, რაც აფერხებს თავისუფლად გადაადგილებას და საზღვრის გადაკვეთის კონტექსტში ხელს უწყობს  თვითნებურად  დაკავებას[19].

 

ე.წ. „პასპორტიზაციის“  ახალი  ტალღა

18. ზემოთ ნახსენები  ე.წ. „კანონების“ მიღება სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების მიერ პირდაპირ კავშირშია  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „პასპორტიზაციის“ ახალ ტალღასთან.

19. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, ე.წ. „აფხაზური პასპორტების“   გავრცელება იგეგმება 2016 წლის 10 ივლისიდან[20].   აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ე.წ. „ პასპორტიზაციის“  პროცესი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გულისხმობს 300 000 ახალი დოკუმენტის დამზადებას და გავრცელებას -   250 000 ე.წ. „პასპორტს“ და 50 000 ე.წ. „ბინადრობაზე უფლებას.“ 300 000 დოკუმენტი უკვე დამზადებულია რუსეთის ფედერაციის „გოზზნაკის“ მიერ,   მათი დისტრიბუცია კი  რამდენიმეჯერ უკვე გადაიდო.

 

20. ე.წ. „პასპორტიზაციის“ მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთში არის აფხაზეთის მოსახლეობის კატეგორიზაცია „ აფხაზეთის  მოქალაქეებად“  და „უცხო ქვეყნის  მოქალაქეებად“. აფხაზეთის მაცხოვრებლები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები უფლებამოსილები არიან მიიღონ ე.წ. „აფხაზეური პასპორტები.“ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 2014 წელს, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის  ე.წ. „პარლამენტმა“  მიიღო ე.წ. „დეკრეტი“, რომელის ძალითაც მან გააუქმა აფხაზეთში მცხოვრები დაახლოებით 25 000 ეთნიკური ქართველის  ე.წ. „აფხაზური პასპორტი,“ უმეტესწილად გალის რაიონში[21].  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის „გენერალურმა პროკურორმა“ გამოაცხადა, რომ  ეს „პასპორტები“ უკანონოდ იყო გაცემული და ამიტომ იურიდიული ძალის არ მქონეა[22]. 2016 წლის 12 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. „პროკურორის ოფისის“   მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად შეგროვდა 500 ტომი მასალა გალის რაიონში[23] არასწორად გაცემული პასპორტების თაობზე. დღეს აშკარა გახდა, რომ 25 000 ეთნიკურად ქართველის  „აფხაზური პასპორტები“  გაუქმდა იმისთვის, რომ ეთნიკურად ქართველებისთვის მიეცათ „უცხოელი მოქალაქეების“ სტატუსი, რაც გულისხმობს მათთვის ადამიანის უფლებების შეზღუდვას.

21.რადგან ე.წ.“აფხაზეთის პასპორტების“ გაცემის დაწყება დაგეგმილია 2016 წლის 10 ივლისიდან, ე.წ. „აპოსპორტიზაციის“ ჭეშმარიტი შედეგი და ზეგავლენა ოკუპირებულ  აფხაზეთში  მცხოვრებ  ეთნიკურად ქართველებზე  გამოჩნდება ზემოთ დასახელბეული თარიღის შემდგომ. მეორე მხრივ, ე.წ. „პასპორტიზაციის“[24] იმპლემენტაცია 2016 წლის ივლისიდან უეჭველად არის ე.წ.  უცხოელების სამართლებრივ სტატუსზე და  ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნიდან გასვლაზე  „კანონების“  მიღების  ფაქტობრივი რეალიზების წინაპირობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია 40-მდე ე.წ.  „ნორმატიული აქტის“   მიღება ე.წ    „პასპორტიზაციის“  ჩასატარებლად. აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაცია იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი, რომ მიიღონ ე.წ. ახალი „პასპორტები“  ან ახალი „ბინადრობის უფლება“ უფრო გართულდება და ეს შეეხება ქონებაზე უფლებას და საოკუპაციო ხაზზე თავისუფლად გადაადგილებას. აფხაზეთის ოკუპირბეულ რეგიონში მცხოვრებ  ეთნიკურად ქართველებს ყველა მიზეზი აქვთ, რომ შეწუხებულნი იყვნენ  შექმნილი ვითარებით; „უცხოელის“ სტატუსი, სულ მცირე, შეზღუდავს მათ უფლებას საკუთრებაზე და შეეხება საოკუოპაციო ხაზზე თავისუფლად გადაადგილების უფლებას და უარეს შემთხვევაში გახდება კიდევ ერთი ეთნიკური წმენდის ტალღის საფუძველი.

II. სიცოცხლის უფლება

22. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე სიტუაცია ადამიანის უფლებათა სფეროში კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი გიგა ოთხოზორიას -  30 წლის გალის რაიონის მკვიდრის მკვლელობით, რომელიც ჩაიდინეს  2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზის   გასწვრივ მდგარმა ე. წ. „მესაზღვრეებმა.“  მკვლელობა მოხდა საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში.

 

23. ბატონი გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის თვითნებური ხელყოფის დამადასტურებელი  ვიდეო დაკვირვების კადრები 2016 წლის 20 მაისს გამოქვეყნდა      (ხელმისაწვდომია ამ მისამართზე :). ბატონი გიგა ოთხოზორია მოკლეს რამდენიმე გასროლით. მკვლელი თანამოაზრეებთან ერთდ მოქმედებდა. ბატონი გიგა ოთხოზორიას მკვლელი იდენტიფიცირებულია - ეს არის ბატონი რაშიდ კანჩიოღლი.

 

24. 2016 წლის 19 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთ განცხადება „ 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფლე ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ“. განცხადების თანახმად „ ეს დანაშაულებრივი აქტი კიდევ ერთხელ  ნათლად   აჩვენებს სიტუაციის უკიდურესად  საგანგაშო მდგომარეობას საქართველოს  აფხაზეთის  ოკუპირებულ  რეგიონში  და იმას, რომ  მთელი პასუხისმგებლობა მოდის რუსეთის ფედერაციაზე, როგორც რეგიონში არსებული კონტროლის მქონე ძალაზე[25]. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებით აცხადებს, რომ „ზემოთ დასახელებული დანაშაულებრივი აქტი ადასტურებს საერთაშორისო დამცავი მექანიზმების აუცილებლობას  და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ  რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო  მონიტორინგის მექანიზმების მუდმივად შესვლის აუცილებლობას[26].

 

25. 2016 წლის მაისში ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში გააკეთა შემდეგი განცხადება: „ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიამ დაადასტურა ადგილობრივი მამაკაცის მკვლელობა 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე ადმინსიტრაციული საზღვრის ხაზზე. ადგილობრივი თვითმხილვევლის ჩვენებაზე დაფუძნებულ წინასწარ გაკეთებული შეფასების თანახმად, შეიარაღებული უშიშროების აგენტებმა გადაკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან და  თბილისის ადმინსიტრაციულ ტერიტორიაზე  შემოვიდნენ და განახორციელეს სროლა[27]“.

 

26. საერთაშორისო საზოგადოებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა სიცოცხლეზე უფლების დარღვევის ფაქტზე.  მაგალითად, 2016 წლის 21 მაისს, ა.შ.შ, საელჩომ საქართველოში შემდეგი განცხადება გააკეთა: „ ა.შ.შ. გმობს სოფელი ხურჩას მაცხოვრებელი  შეუიარაღებელი მამაკაცის  მკვლელობას, რომელიც მოხდა  ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ადმინისტრაციული ხაზის გაყოლებით. ჩვენ გამოვთქვამთ  მწუხარებას და ვიზიარებთ გარდაცვლილის  ოჯახის დარდს და დაჟინებით მოვითხოვთ სასწრაფო გამოძიებას მომხადარი ფაქტის და ამ ტრაღედიაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას[28]. 2016 წლის 23 მაისს  ბრიტანეთის ელჩი საქართველოში  ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა კომენტარი გააკეთა სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე: „მე შოკირებული ვარ და ღმრად დამწუხრებული გიგა ოთხოზორიას მკვლელობით, რომელიც სოფელ ხურჩაში ხუთშაბათ ღამეს მოხდა.  მე ვიზიარებ ბატონი ოთხოზორიას ოჯახისა და  მეგობრების  მწუხარებას. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დამნაშავეების გასამართლება და  სიმშვიდის აღდგენა[29]“. 2016 წლის 24 მაისს ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა  უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ  ქალბატონმა  ანა ფოტიგამ  თქვა: „რომ  ადმინისტრაციული საზღვრის ხაზზე აფხაზეთთან ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რადგან იქ მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ აფხაზი სეპარატისტი „მესაზღვრეების“ მიერ. მე ვგმობ დანაშულს და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას აწარმოოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები[30].“ 2016 წლის 29 ივნისს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის 32-ე სესიაზე მიღებული იქნა „  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის თაობაზე გაერთიანებული განცხადება“, რომლის თანახმადაც“ საქართველოს მოქალაქის ამ ბოლოდროინდელმა მკვლელობამ ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ კიდევ უფრო მეტად დაძაბა სიტუაცია.[31]

 

27. უნდა ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ბატონ რაშიდ კანჩიოღლის ბატონი გიგა ოთხოზორიას წინასწარ განზრახული მკვლელობისთვის;  სისხლის სამართლის დევნა განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე[32].  ბატონი რაშიდ კანჩიოღლი და მისი თანამზრახველები გაიქცნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყისიერად სროლის მერე (ეს კარგად ჩანს კამერის ჩანაწერრებიდან); ამ ვითარებაში შეუძლებელია საქართველოს პროკურატურის მიერ, ისევე როგორც საქრთველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი   სასამართლოებისთვის სამართლის განხორციელება. 2016 წლის 20 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას არანაირი კაშირი არა აქვს ბატონი გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან. ზემოთ ნახსენები სიტუაცია ბატონი გიგა ოთხოზორიას[33] სიცოცხლეზე უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ახდენს იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რჩება „შავ ხვრელებად“  უფლების დამრღვევის პასუხისგებლობის საკითხის დაყენების   მხრივ. ზემოთ ნახსენები სიტუაცია გვარწმუნებს იმაში, რომ საჭიროა მყისიერი, დაუბრკოლებელი და  საერთაშორისო ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმების მუდმივი არსებობა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

28. 2016 წლის 6 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  შემდეგი განცხადება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით:“ ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოხდა საზარელი დანაშული, რომელმაც ყველას თავზარი დაგვცა. სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩვენ არ მიგვიღია ინფორმაცია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ.  აღმაშფოთებელია, რომ ეს ტრაღიკული ფაქტი   ძირს უთხრის  იმ დადებით შედეგებს, რომელიც მიღწეულ იქნა ნდობის აღდგენის პროცესში. უფრო მეტიც, შეხვედრების გაგრძელება  უბედური შემთხვევების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ხდება სულ უფრო მეტად პრობლემატური. ეს ფაქტი შეაფერხებს ჟენევის ეგიდით  გამართულ დიალოგს დე ფაქტო აფხაზეთის  მთავრობის წარმომადგენლებთან გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების თაობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გალის ინციდენტის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი გულმოდგინე მუშაობის შედეგია. ბოლო შეხვედრის დროს, რომელიც გაიმართა ზემოთ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, ჩვენმა წარმომადგენლებმა დაურიგეს არსებული მასალა შეხვედრის მონაწილეებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით უშედეგოდ. მოცემულ შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ მკვლელი ლილკვიდირებული იქნება. უფრო მეტიც, მხარემ, რომელიც დაინტერესებულია ნდობის  აღმშენებლობითი  პროცესის ჩაშლაში, შეიძლება ეს ჩაიდინოს. შესაბამისად, ჩვენ  გვგონია, რომ ეს მოსალოდნელი საფრთხეა. ჩვენ დიდი რისკის ქვეშ ვდგავართ. ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება არის მკვლელის დაუყოვნებელი დაპატიმრება, თუნდაც იმ  უნილატერალური იარაღის გამოყენებით, რომელიც ხელთ აქვს   აფხზეთის დე-ფაქტო მთავრობას, რომელსაც ჩვენ არ ვცნობთ. რასაკვირველია, გალის შეხვედრის ფარგლებში ჩვენ მოვითხოვეთ დამნაშავის დაუყოვნებელი დაპატიმრება, მაგრამ დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის წარმოამდგენლებმა ეს საკითხი მყისიერად დაუკავშირეს მათი სტატუსის პრობლემას და იხელმძღვანელეს რელევანტური სამართლებრივი  ჩარჩოს უქონლობით.  ამ საკითხის გადაუდებელი  შინაარსის გამო, დამნაშავის დაპატიმრება საციცოხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ნდობა ქართველებსა და  აფხაზებს შორის უნდა აღდგეს.  ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენის დაუსჯელობა მხოლოდ  გააღრმავეს უკმაყოფილებას. ეს კი ემსახურება საქართველოს და აფხაზეთის მტრების ინტერესებს. ამგვარად, ჩვენ  გვჭირდება   ცივი გონება იმისთვის, რომ ეს ჩიხში შესული სიტუაცია გადავარჩინოთ გაერთიანებული ძალებით[34].

III. თვითნებური დაკავება

29. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები რეგულარად აწარმოებენ დაკავებას  ე.წ.“ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების  საოკუოპაციო ხაზის გაყოლებაზე. დაკავების პერიოდმა შეიძლება გასტანოს რამოდენიმე დღე ან რამოდენიმე  თვე და ზოგიერთ შემთხვევაში რამოდენიმე წელი.  უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 29 აპრილს  გენერალ-მაიორმა ბატონმა დიმიტრი იუდინმა „აფხაზეთში მყოფ რუსეთის მესაზღვრეების  უფროსმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ შვიდი წლის განმავლობაში  რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა 14 000 ადამიანი დააკავეს „საზღვრის უკანონოდ გაკავეთისთვის“  და 2 000 -ზე მეტი ადამიანი ე.წ.“ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის[35]“.

 

30.  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში თვითნებური  დაკავების  უამრავი შემთხვევა აღინუსხა. ქვემოთ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი.

 

31. 2016 წლის 14 აპრილს საქრთველოს 5 მოქალაქე   დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლემა ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკევითისთვის“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან.  ყველა დაკავებული გადაიყვანეს ცხინვალის დაკავების ცენტრში[36].

 

32. 2016 წლის 23 აპრილს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის 17 წლის მკვიდრი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან. სოფელ წითელუბნის მაცხოვრებელი  იყო საქონლის საძოვარზე და არ გადაუკვეთია საოკუპაციო ხაზი. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები შევიდნენ საქრთველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იძულებით წაიყვანეს ცხინვალის რეიგიონში[37].

 

33. 2016 წლის 20 აპრილს, გალის რაიონის 10 მაცხოვრებელი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის  გაყოლებაზე ე.წ.“ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო. ყველა დაკავებული  რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა მყისიერად გადაიყვანეს გალის რაიონის დაკავების ცენტრში.   დაკავებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანიც იყო. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ეს ინდივიდები დააკავეს იმის გამო, რომ მათ ქონდათ ეჭვი, რომ ისინი ზუგდიდის მაცხოვრებლები იყვნენ, ანუ ტერიტორიის რომელსაც აკონტროლებს საქრთველოს ცენტრალური ხელისუფლება. გარკვეული პერიოდის მერე დაკავებულები გაანთავისუფლეს[38].

 

34. 2016 წლი 13 მაისს, საჩხერეს მუნიციპალიტეტის სოფელ ქორბოულის მაცხოვრებლები  დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა  ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“, როდესაც ისინი  იღებდნენ ჯონჯოლის[39] მოსავალს.  ყველა დაკავებული გადაიყვანეს ცხინვალის რეგიონის დაკავების ცენტრში[40].

 

35. 2016 წლის 19 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეტში, 4 მაცხოვრებელი დააკავეს მათივე სოფელში ე.წ. ‘საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ამ 4 ადამიანს გადაქონდა  ფუტკრის სკები თავიანთ სოფელში საოკუპაციო ხაზის  მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ისინი დააკავეს[41].

 

36. 2016 წლის 1 ივნისს გორის რაიონის სოფელ ქერეს  65 წლის მკვიდრი ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკვეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან. დაკავებულს არ გადაუკვეთია საოკუპაციო ხაზი; რუსეთის ეფსებეს თანამშომლები შევიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისულფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დაკავებული ძალით წაიყვანეს ცხინვალის მიმართულებით[42].


IV. გადაადგილების თავისუფლება

37. შეზღუდვები  თავისუფლად გადაადგილებაზე რჩება წუხილის საგნად, რაც შეფასებულია სხვადასხვა წყაროს მიერ და ხელმისწვდომია საანგარიშო პერიოდში. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი.

 

38.  2016 წლის 15 აპრილს  დაიკეტა „თაგილონის“ გამშვები პუნქტი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან. ის მოქმედებდა მდინარე ენგურის ხიდზე აფზახეთის[43] საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ. „თაგილონის“ გამშვები პუნქტის დაკეტვის შემდეგ დარჩა სხვა ხუთი მოქმედი პუნქტი აფხაზეთის საოკუპაციო საზღვრის  გაყოლებაზე[44]. 2016 წლის 15 აპრილს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა   გამოაცხადა, რომ თანდათანობით დაიკეტება ყველა გამშვები  პუნქტი გარდა ერთისა - „ენგურის“ გამშვები პუნქტისა.  სოხუმის იგივე წარმომადგენელმა თქვა, რომ ყველა მოქმედი გამშვები  პუნქტის დაკეტვა,  ყველაზე მთავარი ერთი პუნქტის  გარდა,  ბატონი ხაჯიმბას[45] გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის მოთხოვნაა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 18 აპრილს ბატონმა დიმიტრი იუდინმა - რუსეთის ეფესბეს მესაზღვრეთა აფხაზეთის რეგიონის უფროსმა, პირადად უპატაკა ბატონ ხაჯიმბას  „თაგილონის“ გამშვები პუნქტი -ხიდის დაშლის შესახებ და ყოფილი გამშვები პუნქტის „თაგილონის“ შემოგარენში დაგეგმილი ღობის აგებაზე. იგივე პატაკის თანახმად „თაგილონის“ გამშვები პუნქტის[46] დახურვამ პრობლემები შეუქმნა ისედაც მძიმე პირობებში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას[47].

 

39. 2016 წლის 29 ივნისს, ბატონმა ხაჯიმბამ გალის რაიონის სოფლების  მონახულებისას გამოაცხადა, რომ „მისაღებია გადაწყვეტილება მდინარე ენგურზე არსებული დამატებითი გამშვები პუნქტების დაკეტვის თაობაზე და „ენგრუის“ გამშვებ პუნქტზე საზღვრისა და საბაჟო სამსახურის გამკაცრებაზე[48].

 

40.  აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მომუშავე რუსეთის ჟუნრალისტმა ბატონმა დიმიტრი სტატიენოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის რეგიონში არის „სასაზღვრო ზონები“  საოკუპაციო ხაზის შემოგარენში და აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ამ ტერიტორიაზე შესასვლელად არის დაწესებული შეზღუდვები თავისუფლად გადაადგილებაზე;  ამ „სასაზღვრო ზონაში“ შესასვლელად აუცილებელია საგანგებო „ნებართვის“ გაცემა ე.წ. „ აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ მიერ. ჟურნალისტის მონათხრობის     თანახმად,  ამ რეჟიმის დარღვევას მოყვება რუსეთის ეფეესბეს თანამშრომლების  მიერ დამრღვევის დაკავება და ამის მაგალითია თვითონ, როდესაც ის დააკავეს „სასაზღვრე ზონად“ ჩათვლილ  გალის რაიონის ერთერთ სოფელში ვიზიტისას[49].

 

41.   ხაზი უნდა გაესვას  იმ ფაქტს,რომ სააგნარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ მართლმადიდებლეთა აღდგომის დღესასწაულისას 2016 წლის 1 და 2 მაისს, ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული  მავთულხლართების მეორე  მხარეს, უარი უთხრეს არსებული ტრადიციით აღდგომის აღნიშვნაზე. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციის თანახმად, წითლად შეღებილი კვერცხები, სააღდგომო პასკა  და ნაკურთხი წითელი ღვინო  აღდგომის აღსანიშნი ტრადიციაა საქართველოში. ჩვენ გვინდოდა ყველაფერი ამის მიტანა ვალიშვილების ოჯახისთვის იმის ნიშნად, რომ ისინი მარტონი არ არიან. რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს არ მოსწონთ, როდესაც მათ ქართველი სტუმრები ყავთ მავთულხლართებთან. ქალთა საინფომაციო ცენტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „ ათობით სასაფლაო და ისტორიული ეკელსია გამოყოფილია მათ სოფლებისგან, მას მერე რაც რუსებმა  2008 წლის ომის[50] შემდგომ დაამონტაჟეს ღობეები ადმინსიტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. აღდგომის დღესასაწაულის დროს იძულებით გადაადგილებულ პირებს აეკრძალათ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს დარჩენილი ეკლესიებისა და   სასაფლაოების მონახულება[51].

 

V. საკუთრების უფლება

42. საანგარიშო პერიოდში ხელმისაწვდომი წყაროების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სისტემატურად ირღვევა უფლება საკუთრებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ „მშვიდობის ფონდის“ მიერ 2016 წლის 11 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზეგავლენა მოახდინეს  ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათი საკუთრების დანგრევის/დაწვის მეშვეობით[52]. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაეროს გენერალურმა  ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს „ვალდებულებას, პატივი ვცეთ კონფლიქტით დაზარალებული  ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის უფლებას საკუთრებაზე და ამ უფლების დარღვევით მათი საკუთრების დაუფლებისაგან თავის შეკავების აუცილებლობას“[53].

 

43. როგორც უკვე აღწერილი იყო  ამ ანგარიშის  „შესავალის“ ნაწილში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2016 წლის 6 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაამონტაჟეს ორი დამატებითი ბანერი და ამით აღნიშნეს ე.წ. „სახელმწიფო საზღვარი“ ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ახალი ბანერების მონტაჟის გზით ადგილობრივი მოსახლეობის  პირად საკუთრებაში მქონე  სასოფლო-სამეურნეო  მიწები აღმოჩნდნენ ახალი მარკერების მიღმა და მოსახლეობა ამ მიწებზე  ვეღარ შედის[54].

 

44. 2016 წლის 10 მაისს ერთი მოქალაქე  მგზავრობდა საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ  კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გადამკვეთ პუნქტამდე. ამ გადასასვლელ პუნქტზე ეს პიროვნება გააჩერეს და ჩამოართვეს ბოსტნეულის გარკვეული რაოდენობა, რომელიც მას ჰქონდა და გადაუგდეს. იმავე დღეს, ყველას, ვისაც მიჰქონდა თურქული წარმოების პროდუქტი აფხაზეთში ზუგდიდის ბაზრიდან, ანუ ტერიტორიიდან, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, გააჩერეს და პროდუქტები ჩამოართვეს[55].

 

45.2016 წლის 11 მაისს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიმავალი სატვირთო მანქანა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან გააჩერეს. სატვირთო მანქანა და მანქანის ტვირთი  (სამშენებლო ქვიშა)  ეკუთვნოდა გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარის მაცხვორებელს; ზარდიანთაკარის ტერიტორია კონტროლდება საქრთველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ. მანქანა და ტვირთი ჩამორთმეულ იქნა, ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის[56].“

 

46. 2016 წლის 4 მაისს, მანქანა, რომელიც მოდიოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების  მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, გააჩერეს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან. მანქანას გადაჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები 850 კილოგრამის ოდენობით. მანქანა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ეკუთვნოდა ახალგორის რაიონის მკვიდრს. 850 კილოგრამი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ჩამორთმეულ იქნა იმ საბაბით, რომ „დასაშვები პროდუქტების რაოდენობას აჭარბებდა  (დასაშვებია მაქსიმუმ 50 კილოგრამი)“; პროდუქტების პატრონს დაეკისრა ჯარიმა[57] .

VI. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

47. ევროპის კავშირის განცხადების თანახმად, გენერალური მდივნის 13-ე გაერთიანებულ აგნარიშზე საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ  გაკეთდა 2016 წლის 27 აპრილს. „ ევროპის კავშირმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მშობლიურ ენაზე სწავლების და განათლების მიღების სფეროში არსებულ  მდგომარეობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ განათლების მიღების უფლება მშობლიურ ენაზე გარანტირებული უნდა იყოს და გამოიყენებოდეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.[58]

 

48. საქრთველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა,“ რუსულ ენაზე სწავლებაზე გადართვა სერიოზულად  იმოქმედებს სწავლების ხარისხზე. სახალხო დამცველის ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ ოჯახს მოუხდა საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ბავშვების გადაყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა ბავშვებმა მოახერხონ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება[59].“

 

49.  უნდა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ გალის რაიონში 31 სკოლაა.[60] 31 სკოლიდან მხოლოდ 11 სკოლას, რომლებიც გალის რაიონის „ქვედა ზონაში“ მდებარეობენ,  ქონდათ ქართული სკოლების სტატუსი 2014-2015 სასწავლო წლის დამთავრებამდე, სადაც სწავლება მიმდინარეობდა  ქართულ ენაზე.[61] 2015-2016 აკადემიური წლების დასაწყისიდან გალის რაიონის „ქვედა ზონის“ 11 სკოლის პროგრამაში რადიკალური ცვლილებები შევიდა და კერძოდ, ამჟამად პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში[62], ანუ პირველ ოთხ კლასში ყველა საგანი რუსულ ენაზე ისწავლება. ევროპის საბჭოს დაკვირვების შედეგად „აფხაზურმა მედიამ განაცხადა, რომ მომავალი ორი ან სამი წლის განმავლობაში იგეგმება დარჩენილი კლასების მთლიანად რუსულ ენაზე გადაყვანა. თუ ეს პოლიტიკა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება, ამას შედეგად მოყვება ქართული პროგრამის რუსული პროგრამით ჩანაცვლება  გალის რაიონის „ ქვედა ზონის“ 11-ვე სკოლაში. საქართველოს სახალხო დამცველის თანახმად,  „ უახლოეს მომავალში გალის რაიონის სკოლებში შეწყდება სწავლება ქართულ ენებზე[63].“

 

50.  დამატებით,  საანგარიშო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეხუთედან მეშვიდე კლასამდე რუსული ენა უპირატესია ქართულთან შედარებით და მერვედან მეთერთმეტე კლასამდე ყველა საგანი ისწავლება რუსულ ენაზე და მხოლოდ ორი საათი ეთმობა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას[64].

 

51. 2016 წლის 15 ივნისს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის  ე.წ „ განათლების მინისტრის მოადგილემ“ განაცხადა, რომ „ გალის რაიონის ყველა სკოლა გადაკეთდება აფხაზური სტანდარტების მიხედვით“ და „აუცილებელია შეწყდეს სწავლება ქართული პროგრამით[65].“  იგივე წყაროს თანახმად,“ მთავარი პრობლემა არის მასწავლებლების მომზადება ამისთვის, რადგან მათ არ იციან რუსული ენა სათანადოდ, უკვე რომ არაფერი ვთქვათ მათ უნარზე ასწავლონ რუსულ ენაზე[66].“

 

52. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონის 11 სკოლაში არსებული მდგომარეობა რადიკლაურად შეიცვალა  და კერძოდ, რუსულ ენაზე იძულებით სწავლებამ უარყოფითად იმოქმედა სწავლების ხარისხზე; ე.წ. „ საჯარო მოხელეები“  შედიან გალის ამ სკოლებში, იმისთვის, რომ გადაამოწმონ სამუშაო ენა რუსულია თუ ქართული; სკოლის მასწავლებლები გაფრთხილებულები არიან, რომ განთავისუფლდებიან სამსახურიდან, თუ ქართულ ენას გამოიყენებენ;  მასწავლებლების დამოურჩილებლობა განხილული იქნება, როგორც არაკონსტიტუციური ქცევა და დაითხოვენ სამსახურუდან, ზოგიერთ მათგანს კი აიძულებენ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებას; აკრძალულია ქართული სიმღერები და ცეკვები; ბევრი მშობელი იღებს გადაწყვეტილებას აღარ ატაროს ბავშვები იმ სკოლებში, სადაც შემოღებულია რუსული პროგრამა და გადაყვათ ბავშვები საოკუპაციო ხაზის მიღმა არსებულ სკოლებში  - 2015-2016 აკადემიური წლის განმავლობაში უკვე  65 ამგვარი შემთხვევა დაფიქსირდა[67].

 

VII. დასკვნები

53. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბატონი გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, მომხდარი  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არღვევს სიცოცხლეზე უფლების მუხლს, კერძოდ კი  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის (ICCPR)  6-ე მუხლს; აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალური დეკლარაციის (UDHR) მე -3, ადამიანის უფლებათა კონვენციის (ECHR)  მე-2  მუხლებს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის   პირობებს.

54. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო  პერიოდში მოწოდებული მაგალითები წარმოადგენენ თვითნებურ დაკავებას და ამგვარად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულების 9-ე, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 3-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 5-ე მუხლების დარღვევას და   ევროპის უსაფრთხოებისა და თამაშრომლობის ორგანიზაციის   შესაბამისი დებულებების შეუსრულებლობას.

 

55. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში მიწოდებული მაგალითები წარმოადგენს გადაადგილების თავისუფლების 12-ე მუხლის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ხელშეკრულების 12-ე, ადამიანის უნივერსალურ უფლებათა 13-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს კონვენციის 4-ე ოქმის 2-ე მუხლების და ეუთოს თავისუფლად გადაადგილების ვალდებულების დარღვევას.

 

56. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საკუთრებაზე უფლებასთან მიმართებაში აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში მიწოდებული მაგალითები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 17-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 1 პროტოკოლის 1 მუხლების და  ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ვალდებულებათა დარღვევას.

 

57. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავრებით აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში  მიწოდებული მაგალითები წარმოადგენს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას და შესაბამისად ადამიანის უნივერსალურ უფლებათა  26 მუხლის  ( იკითხება სისტემურ კავშირში 2-ე მუხლთან); ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 2 ოქმის 2-ე; ბავშვის უფლებათა კონვენციის 28 მუხლის  (იკითხება სისტემურ კავშირში 1 პარაგრაფის 2-ე მუხლთან)  და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ვალდებულებების შესაბამისი დებულებების შეუსრულებლობას.

 

58. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია და კერძოდ კი, ე.წ „კანონების“ მიღება, ისევე როგორც „პასპორტიზაციის“ პროცესი არღვევს ადამიანის უფლებათ ევროპის კონვენციის 14-ე მუხლს და 12-ე  ოქმს  და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის 26-ე მუხლს და საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის  მოსპობაზე;

 

59.შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია არღვევს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის და მათი შთამომავლების უფლებას, ეროვნების მიუხედავად, დაბრუნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით არსებულ  საკუთარ სახლებში.[68]

VIII მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი

60. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სახელმწიფოებს, საერთაშორისო შიდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს:

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება, როგორც კონტროლის განმახორციელებელი ძალაუფლების მიმართ, რათა უზრუნველყოს ბატონი რაშიდ კანციოგლის და მისი თანამოაზრეების სასამართლო პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ბატონი გიგა ოთხოზორიას  მკვლელობისთვის.

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტის  აღიარება.

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება აიღოს თავის თავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუსიხმგებლობა.

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება შეაჩერონ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობებისა და ბანერების მონტაჟი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ;

 

მიიღონ დამატებით ზომები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის  მონიტორინგისთვის და ანგარიშისთვის და განსაკუთრებით ხაზგასმით საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო  მოუწოდებს:

 

 

i)გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის  სამსახურს, იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს დამატებითი ზომები, იმისათვის რომ რეგულარულად განიხილოს და  შეაფასოს  აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სიტუაცია.

ii)გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო საპროცესო მანდატის მფლობელებს მიღონ დამატებითი ზომები, რათა განიხილონ და ანგარიში წარმოადგინონ აფხაზეთში და  ცხინვალის რეგიონში არსებული ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ.

iii) ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, რათა მიიღოს დამატებითი ზომები საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში   ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის  დასარეგულირებლად და ანგარიშის მოსამზადებლად;

iv) ევროპის უსაფრთხოებისა და თანაშმრომლობის ორგანიზაციას  და ავტონომიურ ინსტიტუციებს და კერძოდ დემოკრატიული ინსტიტუციების სამსახურს და  ეროვნულ უმცირესობათა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის სამსახურს, რათა გამოინახოს გზები  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სიტუაციის მონიტორინგისთვის. ეს ნაბიჯები შეიძლება, მათ შორის  მოიცავდეს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებების დაცვის განხორციელებაზე კონტროლის  განხორციელებას და ანგარიშის მომზადებას  ამ რეკომენდაციების დანერგვის სტატუსის თაობაზე, რომელიც შედის ODIHR/HCNM 2008 წლის ანგარიშში „ საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შემდგომ ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა.“

განაგრძოს რუსეთის ფედერაციის მოწოდება ნება დართოს ა)  გამოყენებული იქნეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში; ბ) ოფიციალურად და ლეგალურად შეუშვას საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო მისიები ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ  რეგიონებში.

 

განაგრძოს და გააძლიეროს ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ისეთის როგორიცაა თავისუფლად გადაადგილების უფლება; წამებისგან და შეურაცხყოფისგან თავისუფლება; უფლება საკუთრებაზე და  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

 

 



[1] ქვეყნების სია: ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერზეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა,  დანია, ესტონეთი, ფინეთი,საფრანგეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონია, გერმანია, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მონტენეგრო, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდავეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთ, თურქეთი, უკრაინა,  ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

[2] 2016 წლის 29 ივნისს გაერთიანებული ერების  32 -ე  სესიაზე გაკეთებული გაერთიანებული განცხადება ადამიანის უფლებებსა  და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

[3] 2016 წლის 10 ივნისს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილესბი შესახებ აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეიოგნიდან/სამხრეთ ოსეთი საქართველო  A/RES/70/265, paragraph 1.

[4] ევროპის საბჭო  და კონფლიქტი საქართველოში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1255 სხდომის (2016 წლის  4 მაისი), გადაწყვეტილება, პარაგრაფი 8.

[5] ევროპის საბჭო  და კონფლიქტი საქართველოში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1255 სხდომის (2016 წლის  4 მაისი), გადაწყვეტილება, პარაგრაფი 7.

[6] ევროპის საბჭო  და კონფლიქტი საქართველოში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1255 სხდომის (2016 წლის  4 მაისი), გადაწყვეტილება, პარაგრაფი 3.

[7] გაერთიანებული ანგარიში საქრთველოში არსებული კონფლქიტის თაობაზე (  2015 წლის ოქტომბერი - მარტი 2016), 2016, SG/Inf (2016) 14.

[8] ევროპის კავშირის განცხადება გენერალური მდივნის 13-ე გაერთიანებულ  ანგარიშზე საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ, ევროპის საბჭო მინისტრთა კომიტეტის  1254-ე სხდომა - 2016 წლის 27 აპრილი.

[9] საგარეო საქმეთ მინისტრი შეხვდა თომას ჰამერბერგს -  19 მაისს ჩადენილი მკვლელობა, როგორც მთავარი თემა,  “Medianews”,2016 წლის 18 ივნისი, იხილეთ:http://medianews.ge/ge/19maissmomkhdarimkvlelobaert-ertimtavaritema-sagareosaqmetaministritomashamerbergsshekhvda/5834>; ყოველკვირეული პრესის მიმოხილვა ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთში, მომზადებულია საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიული დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 10-15 მაისი, გვ. 8. 

[10] ვახტანგ ყოლბაია შეხვდა თომას ჰამერბერგს, ადამიანის უფლებათ დამოუკიდებელ ექსპერტს,“ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, 2016წლის 10 მაისი,  იხილე:       <http://abkhazia.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36&info_id=7216>

[11] ყოველკვირეული პრესის მიმოხილვა ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთში, მომზადებულია საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიული დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 6-12 ივნისი, გვ. 15.

[12] ევროპის საბჭო  და კონფლიქტი საქართველოში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1255 სხდომის (2016 წლის  4 მაისი), გადაწყვეტილება, პარაგრაფი 4.

[13] გაეროს ადამიანის უფლებების  32-ე სესიის  გაერთიანებული განცხადება, საქართველოში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე არსებული სიტუაციია შესახებ, 2016 წლის 29 ივნისი. 

[14] სოფელ ავლევთან შეიარაღებულმა პირებმა დაამონტაჟეს ბანერები ე.წ. სახელმწიფო საზღვართან,“კვირა, გე“, 2016 წლის 8 ივნისი.იხილე:<http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1/>;

[15] რუსეთის მესაზღვრეებმა დაამონტაჟეს ახალი ბანერები სოფელ ავლევთან,“IPN”,  2016 წლის  8 ივნისი, იხილე:   <http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/383443-sofel-avlevis-ganapiras-sheiaraghebulma-pirebma-etssazghvris-aghmnishvneli-banerebi-daamontazhes.html?ar=A>

[16] რუსეთი აგრძელებს საზღვრის დემარკაციის  პროცესს , “GHN”,  2016 წლის 8 ივნისი, იხილე:    <http://ghn.ge/com/news/view/154618>

[17]რუსეთის მესაზღვრეებმა დაამონტაჟეს ბანერები ქარელის რაიონში, იხილე: <http://news.vitube.ge/index.php?page=single&id=43193&posttitle=qarelis_raionshi_rusma_mesazRvreebma_axali_baneri_daamontaJes>

[18] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში არსებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სიტუაციის შესახებ - 2015 წელი, „  საქართველოს სახალხო დამცველი“ ( ომბუდსმენი), 2016 წლის 1 აპრილი, გვ. 123, იხილე:

 

[19] ევროპის კავშირის გენერალური მდივნის 13-ე გაერთიანებული ანგარიში საქრთველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1254-ე სხდომა - 2016 წლის 27 აპრილი.

[20] ძიაფშბა: ახალი აფხაზური პასპორტების გაიეცემა 10 ივლისიდან, “Apsny”,  2016 წლის 10 ივნისი, იხილე:   <http://apsny.ru/news/?ID=22876>;  რაც შეეხება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს, 2015 წლის ივნისში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაიწყო განცხადებების მიღება ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პასპორტებზე, “რაც მოითხოვს ინდივიდებისგან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.

[21]ის რაც შესაძლებელია - წინსვლის გზების მოძიება ქართულ -აფხაზეურ კონტექსტში: ადამიანების გალის რეგიონში, შერგიების რესურსები, 2015 წლის ივლისი, გვერდები 4 და 5, იხილე:

[22] გენერალური პროკურორის სამსახურში შეგროვდა გალის რაიონის მდგომარეობაზე 500 ტომამდე მასალა და 200 -ზე მეტი ტომი შეგროვდა ტყვარჩელის რაიონზე. “Apsnypress”,  2016 წლის 12 აპრილი, იხილე:   at <http://www.apsnypress.info/news/v-genprokurature-sobrano-poryadka-500-tomov-materialov-pasportnogo-dela-po-galskomu-rayonu-i-svyshe-/>

[23] გენერალური პროკურორის სამსახურში შეგროვდა გალის რაიონის მდგომარეობაზე 500 ტომამდე მასალა და 200 -ზე მეტი ტომი შეგროვდა ტყვარჩელის რაიონზე. “Apsnypress”,  2016 წლის 12 აპრილი, იხილე:   at <http://www.apsnypress.info/news/v-genprokurature-sobrano-poryadka-500-tomov-materialov-pasportnogo-dela-po-galskomu-rayonu-i-svyshe-/>

[24] შამბა: აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხარი უნდა დაუჭიროს პასპორტების გაცემას, “Apsny”, 2016 წლის 26 მაისი, იხილე:    <http://apsny.ru/news/?ID=22318&PAGEN_1=5>

 

[25] საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრის განცხადება ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე;2016.19.05.იხილე:

[26] საგარეო საქმეთ სამინისტრომ გამოაქვეყნა 2016 წლის  პირველი კვარატული ანგარიში ადამიანის უფლებათ სიტუაციაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, 2016 წლის 6 ივნისი, იხილე: 

[27] ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიის განცხადება ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე, 2016 წლის 20 მაისი, იხილე: 

[28] ა.შ.შ. საელჩოს განცხადება სოფელ ხურჩაში შეუიარაღებელი მამაკაცის მოკვდინების ფაქტზე, 2016 წლის 21 მაისი, იხილე:

[29] იხილე:

[30] მე შეშფოთებული ვარ საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი ამბებით - ანა ფოტიგა, “IPN”, 2016 წლის 24 მაისი, იხილი:

[31] გაეროს ადამიანის უფლებების  32-ე სესიის  გაერთიანებული განცხადება, საქართველოში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე არსებული სიტუაციია შესახებ, 2016 წლის 29 ივნისი.

[32] პროკურატურა იწყებს სისხლის სამართლის გამოძიებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე,“საქართველოს პროკურატურა“, 2016 წლის 21 მაისი, იხილე:

[33] რუსეთის ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი საქართველო- აფხაზეთის საზღვარზე  მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით;  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2016 წლის 20 მაისი. იხილე:

[34] პრემიერ-მინისტრის განცხადება სოფელ ხურჩში მომხდარი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ, 2016 წლის 6 ივნისი, იხილე:

 

[35] რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა აღნიშნეს აფხაზეთში მისი სამსახურის მე-7 წლისთავი “apsnypress”, 2016 წლის 29 აპრილი, იხილე:

[36]„სამხრეთ ოსეთში“ დაკავებული  საქართველოს 5 მოქალაქე   “Timer”, 2016 წლის 18 აპრილი,იხილე:  <http://www.timer.ge/okupirebul-samkhreth-osethshi-saqarthvelos-khuthi-moqalaqe-daakaves/>

[37] 17 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს სოფელ „წითელუბნიდან“, „ამბები“, 2016 წლის 23 აპრილი, იხილე:  <http://www.ambebi.ge/samartali/161977-sofel-tsithelubnidan-17-tslis-akhalgazrda-gaitaces.html>

[38] რუსმა სამხედროებმა გაანთავისუფლეს ხურჩასთან ახლოს დაკავებული 10 ადამიანი “Smoge”,  2016 წლის 20 აპრილი, იხილე:   <http://www.smoge.org/rusma-samkhedroebma-khurchis-sazghvarthan-dakavebuli-athi-adamiani-daukhonnebliv-gaathavisupla/>

[39] მაისი „ჯონჯოლის“ მოსავლის აღების თვეა საქართველოში.“ჯონჯოლი ბუჩქია, რომელიც იზრდება ველურად საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე.“ჯონჯოლი“ გამოიყენება საქართველოში საკვებ პროდუქტად და იყიდება ბაზრებში; სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვიოს „ჯონჯოლი“ ხშირად შემოსავლის ერთდერთ წყაროს წარმოადგენს.   “

[40]რუსეთის სამხედროებმა დააკავეს 9 პირი, „კვირა“, 2016 წლის 13 მაისი, იხილე:   <http://kvira.ge/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0/>

[41] ოსმა სამხედროებმა სოფელ სპეტში დააკავეს სოფლის 4 მაცხოვრებელი, „კვირა“, 2016 წლის 20 მაისი, იხილე: at <http://kvira.ge/%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91/>

[42] სოფელ ქერეს 65 წლის მაცხოვრებელი ოკუპანტებმა გაიტაცეს, A 65-year-old resident of the village of Kere was abducted by occupants, “Newpost”,  2016 წლის 1 ივნისი, იხილე:    <http://www.newposts.ge/?l=G&id=109982-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98>

[43] აფხაზეთსა და საქართველოს საზღვარზე იკეტება ერთერთი ხუთი  ხიდიდან, Along the Border between Abkhazia and Georgia one of the five bridges is closed, “Sputnik-Abkhazia”,  2016 წლის 15 აპრილი, იხილე:   at <http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160415/1017933767.html>

[44] თაგილონ-შამგონის  საზღვარზე დაიკეტა გამშვები პუნქტი: “Livepress”,  2016 წლის 18  აპრილი,  იხილე:    <http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/14446.html>

[44] აფხაზეთსა და საქართველოს საზღვარზე იკეტება ერთერთი ხუთი ხიდიდან, Along the Border between Abkhazia and Georgia one of the five bridges is closed, “Sputnik-Abkhazia”,  2016 წლის 15 აპრილი, იხილე:   at <http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160415/1017933767.html>

[45] აფხაზეთსა და საქართველოს საზღვარზე იკეტება ერთერთი ხუთი ხიდიდან, Along the Border between Abkhazia and Georgia one of the five bridges is closed, “Sputnik-Abkhazia”,  2016 წლის 15 აპრილი, იხილე:   at <http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160415/1017933767.html>

[46] პრეზიდენტი რაულ  ხაჯიმბა  რუსეთის მესაზღვრეთა სამსახურის უფროსს, გენერალ -მაიორ დიმიტრი იუდინს შეხვდა “apsnypress”,  2016 წლის 18 აპრილი, იხილე:  <http://www.apsnypress.info/news/raul-khadzhimba-prinyal-nachalnika-pogranupravleniya-fsb-rossii-v-abkhazii/>

[47]პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და მიმდინარე ამბების შესახებ, მომზადებული საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიული დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 18-23 აპრილი, გვ. 4. 

[48] პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სამუშაო ვიზიტით ეწვია გალის რაიონს, “Apsnypress”,  2016 წლის 29 ივნისი, იხილე:    <http://www.apsnypress.info/news/prezident-raul-khadzhimba-posetil-s-rabochey-poezdkoy-galskiy-rayon/>

[49][49]პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და მიმდინარე ამბების შესახებ, მომზადებული საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიული დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 18-23 აპრილი, გვ. 4 -7.

[50] სამწუხარო შემთხვევა მომხდარი აღდგომას, იმათთვის, ვინც რუსების მიერ აღმართულმა ღობემ გამოყო სამხრეთ  ოსეთიდან, “ქართული ჟურნალი ”, 2016 წლის 4 მაისი, იხილე:    <http://www.georgianjournal.ge/politics/32479-easter-a-melancholy-affair-for-those-divided-by-russian-built-s-ossetian-border-fence.html>

[51] ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებმა ვერ შეძლეს ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილი საფლავების მონახულება. “ამბები”, 2016 წლის 2 მაისი, იხილე: <http://www.ambebi.ge/conflicts/162584-okupirebuli-teritoriebidan-devnil-mosakhleobas-ets-sazghvris-mighma-darchenili-saflavebis-monakhulebis-sashualeba-ar-mieca.html>

[52] „მშვიდობის ფონდი“, 2016 წლის 11 მაისი, იხილე:       <https://www.facebook.com/ThePeaceFoundationHQ/photos/ms.c.eJxFzcERwCAIRNGOMsKyq~;TfWAyOxJtvPmAORMYMaSFcjxUQ~;gG0LpAFwQvKMUxSA9cpvIvvl~;tdiAS4p3op7FzJ~;2wV6KWBKjgbWIX7C9DiJbg~-.bps.a.1233493623350205.1073741910.1076144122418490/1233494746683426/?type=3&thea>

[53] 2016 წლის 10 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი/საქართველო იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების სტატუსის  თაობაზე მიღებული რეზოლუცია.    . A/RES/70/265, პარაგრაფი  2.

[54]რუსმა მესაზღვრეებმა დაამონტაჟეს ახალი ბანერები სოფელ ავლევთან,“IPN”,2016 წლის 8 ივნისი, იხილე:    <http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/383443-sofel-avlevis-ganapiras-sheiaraghebulma-pirebma-etssazghvris-aghmnishvneli-banerebi-daamontazhes.html?ar=A>

[55] ქართული პომიდორი და კიტრი ვერ იქნება ტრანსპორტირებული აფხაზეთში Georgian “Livepress”,  2016 წლის 10 მაისი, იხილე:   <http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/14622-afkhazethshiqarthulikitridapomidorivegharsheaqvth.html>

[56] დამრღვევები შეეცადნენ საქართველოდან სამხრეთ ოსეთში გადაეტანათ სამშენებლო ქვიშა, ”, 2016 წლის  11 მაისი, იხილე:  <http://sputnik-ossetia.ru/South_Ossetia/20160511/1881085.html>

[57] სამხრეთ ოსეთში დააჯარიმეს სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამტანი, sputnik-ossetia”,  2016 წლის 30 ივნისი, იხილე:   <http://sputnik-ossetia.ru/South_Ossetia/20160630/2440886.html#ixzz4D9fBRKjJ>

[58] ევროპის კავშირის განცხადება, რომელიც გაკეთდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1254-ე სხდომაზე,  გენერალური მდივნის 13-ე გაერთიანებულ ანგარიშზე , საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე, – 2016 წლის 27 აპრილი.

[59] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის დაცვის თაობაზე საქართველოში - 2015 წელი, „ საქართველოს სახალხო დამცველი“  (ომბუდსმენი)“ 2916 წლის 1 აპრილი, გვ. 122, იხილე:

[60] 2014-2015 აკადემიური წლების  ბოლოსთვის, იყო   4,459 მოსწავლე და 918 თანამშრომელი 31 სკოლაში. 4, 459 მოსწავლიდან   97.57 % იყო ეთნიკურად ქართველი, ხოლო 918 თანამშრომლიდან ეთნიკურად  ქართველი იყო   91.78 %.    იხილე პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა აფხაზეთში არსებული ადამინის უფლებების დარღვევებისა და მიმდინარე მოვლენების  შესახებ, მომზადებულია საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, 2015 წლის 27 ივლისსა და 2 აგვისტოს შორის პერიოდში.

[61] ეს შესაძლებელია - წინსვლის გზების მოძიება  ქართულ-აფხაზურ კონტექსტში: ადამიანები გალის რეგიონში, შერიგების რესურსები, 2015 წლის ივლისი, გვ.10. იხილე:;  საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, 2015 წლის 5 ივნისი, გვ.26, იხილე: 

[62] რუსული პროგრამა ნიშნავს სწავლებისთვის რუსული სახელმძღვანელოების გამოყენებას, რომლებიც ლიცენზირებულია რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს სახალხო დამცველის საგანგებო  მოხსენება -  უფლება განათლების მიღებაზე  გალის რაიონში. 2015-2016 აკადემიური წლის  სიახლეები და ახალი პრობლემები, “საქართველოს სახალხო დამცველი”, ოქტომბერი 2015, გვერდები 4 და 5, იხილე:      ; ამ კლასებში მხოლოდ რამდენიმე საათია გამოყოფილი ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად.

[63] საქართველოს სახალხო დამცველის   ანგარიში  საქართველოში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ - 2015 წელი, “ საქართველოს სახალხო დამცველი“(ომბუდსმენი), 2016 წლის 1 აპრილი, გვ. 122, იხილე:

[64] პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა აფხაზეთში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მომზადებული საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიული დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 11-17 აპრილი, გვ.13. 

[65] გალის მოსწავლეებს აფხაზური სტანდარტებით მიაღებინებენ განათლებას “Sputnik-Abkhazia”,  2016 წლის 5 ივნისი, იხილე:   <http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20150605/1014853569.html>

[66] გალის მოსწავლეებს აფხაზური სტანდარტებით მიაღებინებენ განათლებას “Sputnik-Abkhazia”,  2016 წლის 5 ივნისი, იხილე:   <http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20150605/1014853569.html>

[67] ტერიტორიული მთლიანობის დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, კულტურის, დიასპორის და კავკასიური საკითხების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა,“ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა“, 2016 წლის 19 აპრილი, იხილე:    <http://abkhazia.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36&info_id=7111>; პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა აფხაზეთში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის და მიმდინარე ამბების შესახებ, მომზადებული საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, იხილე: 2016 წლის 11-17 აპრილი, გვერდები 13-14.

[68] 2016 წლის 10 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია აფხაზეთიდან/საქართველო და ცხონვალის რეგიონიდან/სამხერთ ოსეთი/საქართველო იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების სტატუსის შესახებ, A/RES/70/265. იხილე წინა რეზოლუციები:  : 69/286 of 3 June 2015; 68/274 of 5 June 2014; 67/268  13 ივნისი 2013; 66/283  3 ივლისი  2012; 65/287  29 ივნისი 2011 და სხვა.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions