აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო იტალიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო იტალიის ხელისუფლებას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

 

 

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან

ელჩს საქართველოში  მის აღმატებულებას

ბატონ ანტონიო ენრიკო ბარტოლის

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთიდან  დევნილი საზოგადოება შეძრა ცნობამ იტალიაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, იტალიელ ხალხს და იტალიის ხელისუფლებას.

 

ჩვენ აფხაზეთიდან დევნილ, ომგამოვლილ ხალხს კარგად გვესმის ახლობლების დაკარგვის, საკუთარი კარ–მიდამოს განადგურებით გამოწვეული ტკივილის სიმძიმე. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება იტალიელი ხალხის და მთავრობის თანადგომა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის ომის შემდგომ წლებში.

 

თქვენთან ერთად განვიცდით ტრაგედიის შედეგებს. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ხალხი უმოკლეს დროში გამოვა ამ სტრესული სიტუაციიდან და კვლავ დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რითმს.

 

კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი.

 

პატივისცემით,

 

 

აფხაზეთის ავტონომიური

რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭო

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions