სოხუმის მერი, რომელიც მარადისობაში გმირის სახელით შევიდა....

 

 

დღეს ქ.სოხუმის მერს გურამ გაბისკირიას 70 წელი შეუსრულდებოდა.....

 

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა გადამთიელ და რუს ბოევიკებთან ერთად ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომელთა შორის იყო სოხუმის მერი გურამ გაბისკირია.

 

მას უბრძანეს: - ”დაიჩოქე!”

 

- ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” - იყო გურამ გაბისკირიას შეუვალი პასუხი....

 

კოლორიტულმა პიროვნებამ და ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო სოხუმის ”დინამოს” ფეხბურთელი, სოხუმის საფეხბურთო კლუბის - ”ცხუმის” პრეზიდენტი, რესპუბლიკური და  საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი.

 

მთავარი, რითაც გურამ გაბისკირია ადრეული ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას იყო მისი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური კულტურა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულება. სწორედ ამან განაპირობა უკიდურესად რთულ პერიოდში - აფხაზეთის ომის დროს ქალაქ სოხუმის მერად გურამ გაბისკირიას კანდიდატურის ერთსულოვანი მხარდაჭერა.

 

გურამ გაბისკირიამ  სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვაჟკაცურად იბრძოლა მშობლიური ქალაქის, ერთიანი საქართველოს, აფხაზეთის ქართული მიწის დასაცავად და სოხუმის დაცემის დღეს მტერს  მისთვის ჩვეული შეუპოვრობით შეხვდა, თვალებში მამაცურად შეხედა, სიკვდილს სიცოცხლე  შეაგება და ღირსეულად შეუერთდა მარადისობას.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი  საბჭო და აფხაზეთის ა/რ მთავრობა

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions