საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე ყოველკვარტალური ანგარიში (ოქტომბერ - დეკემბერი - 2016) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

 

საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს მეოთხე ყოველკვარტალური ანგარიში (ოქტომბერ - დეკემბერი - 2016) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ


სარჩევი

  1. 1. შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . .  . . . . . . . . . . . 1

II. წამებისგან და შეურაცხყოფისგან თავისუფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . 9

III. თვითნებური დაკავება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10

IV. გადაადგილების თავისუფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  12

V. უფლება საკუთრებაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14

VI. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . .  .  15

VII. დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . .  16

VIII. მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18

 

  1. 1. შესავალი

  1. 2. ანგარიშის მიზნები  და  გამოყენებული მეთოდოლოგია

1. 2015 წლის იანვარში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კვარტალური  ანგარიშების მომზადება, რაც  მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შეფასებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2015 წელს ოთხი ამგვარი ანგარიში მოამზადა. ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს   2016 წლის მეოთხე კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2016 წლის  ოქტომბერ-დეკემბრის  პერიოდს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომშიც  განაგრძობს მსგავსი კვარტალური  ანგარიშების მომზადებას. ეს ანგარიშები ემსახურება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სახელმწიფოებისთვის, სამთავრობოთაშორისი  და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეგულარული და განახლებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული  მდგომარეობის შესახებ.

2.   რაც შეეხება გამოყენებულ მეთოდოლიგიას, ეს საანგარიშო პროექტი აერთიანებს და  აანალიზებს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ არსებულ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშირისო  ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. ფორმატის შეზღუდულობის გამო,  ანგარიში არ ისახავს მიზნად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევის აღნუსხვას; ის მიზნად ისახავს მხოლოდ ყველაზე მეტად გახმაურებული დარღვევების  შეგროვებას და მათ შეფასებას. გამოყენებული მეთოდოლოგია არ გულისხმობს არც ფაქტების დასადგენად გამიზნულ ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ რეიოგნებში და არც იქ გამოკითხვის  ჩატარებას. ამრიგად,  გამოყენებული მეთოდოლოგია არ აძლევს ამ  საანგარიშო კამპანიას იმის საშუალებას, რომ  შეაგროვოს და აღნუსხოს ახალი მონაცემები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ. 

საოკუპაციო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო

3. ამჟამად, საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი, საქართველო და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული  მდგომარეობა ამ ორ რეგიონში მეტად საგანგაშოა. რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ხელისუფლება, ახორციელებს ქმედით კონტროლს აფხაზეთზე/საქართველო და ცხინვალის რეგიონზე/საქართველო.

ეს ორი რეგიონი, რომელიც ჯერ ისევ უცხოური სამხედრო ოკუპანტის ხელშია წარმოადგენს საფრთხის შემცველ  „ შავ ხვრელებს“ ადამიანის უფლებათა დარღვევის და დამრღვევთა პასუხისმგებლობის კუთხით. საოკუპაციო ხელისუფლება ახორცილებეს რა კონტროლს  ა, რეგიონებზე ხელს უშლის უცხოური ორგანიზაციების შესვლას აფხაზეთში/საქართველოს და ცხინვალის რეგიონში/საქართველო.

 

4. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „ევროპის კავშირის განცხადება გენერალური მდივნის 14-ე გაერთიანებულ  მოხსენებაზე საქრთველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე”[1] გაკეთდა ევროპის საბჭოს მინისტრთა 1271-ე შეხვედრაზე.[2] განცხადების თანახმად, „სიტუაცია ადამიანის უფლებათა მხრივ ადგილზე რჩება შემაშფოთებელი“. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ იმავე განცხადებაში „ევროპის კავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას... უზრუნველყოს ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM)  დაშვება საქართველოს რეგიონებში.“  განცხადების თანახმად, „ევროპის კავშირი სინანულს გამოთქვამს, იმის თაობაზე, რომ  სამდივნოს დელეგაცია და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არ უზრუნველყვეს საქართველოს  რეგიონებში - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონი/ სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლებით.  ევროპის კავშირი მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს, დაგვეხმარონ,  რათა ევროპის საბჭოს უფლებამოსილი ორგანოები შევიდნენ  საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში. ევროპის საბჭოს შეძლებს ადამიანის უფლებათ სიტუაციის მონიტორინგის სრულად და ეფექტურად განხორციელებას  ყველა კონფლიქტურ ზონაში, ყველა ადამიანის სასიკეთოდ და ადამიანის უფლებათა დასაცავად. ამ  სფეროში საერთაშორისო პარტიონირებს არ უნდა შეექმნათ არანაირი დაბრკოლება.”[3]

 

5. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 2016 წლის 8-9 დეკემბერს ჰამბურგში გამართულ   მინისტრთა საბჭოს სხდომაზე  მიღებულ იქნა „საქართველოს მეგობრების განცხადება საქართველოში არსებული კონფლიქტის„ თაობაზე. განცხადებაში კანადის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები გამოთქვამენ „ღრმა შეშფოთებას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და  ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გამუდმებული დისკრიმინაციის გამო“  და „გმობენ გადაადგილების თავისუფლების, ბინადრობაზე, საკუთრებაზე და მშობლიურ ენაზე სწავლების  უფლების  უხეშ დარღვევებს  და ხაზს უსვამენ, რომ ხელოვნური ბარიერებისა და მავთულხლართების აღმართვა საოკუპაციო  ხაზის გაყოლებაზე კიდევ უფრო  მეტად ამძიმებს იქ არსებულ   ჰუმანიტარულ სიტუაციას.“  ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ განცხადება მოუწოდებს „რუსეთის  ფედერაციას, ნება დართონ  ადამიანის უფლებათა დამცველ  საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს  შეაღწიოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ”[4]

 

6. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2016 წლის 13  ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე  ბატონმა ფრანკ ვალტერ შტეინმაიერმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა  მინისტრმა, განაცხადა შემდეგი:“ მე მხარს ვუჭერ ევროპის საბჭოს ყველა ძალისხმევას უზრუნველყონ მონიტორინგის ორგანოების რეგულარული შესვლა ყირიმში  ადამიანის უფლებების სიტუაციაზე დასაკვირვებლად. ეს შეეხება, არა მარტო ყირიმს, არამედ სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს და  მთიან ყარაბახს. ჩვენს კონტინენტზე არ უნდა იყოს არც ერთი ისეთი ადგილი, სადაც არ იქნება დაკვირვება ადამიანის უფლებებზე. [5]

 

7. უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე  კვარტალური  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 2016 წლის აპრილ-ივნისში, 2016 წლის 19  მაისს,  აფხაზეთის საოკუპაციო საზღვარზე, მოკლული იქნა ბატონი  გიგა ოთხოზორია ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ. მკვლელობა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, რომელიც მდებარეობს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ნაპოვნია ბატონი გიგა ოთხოზორიას მკვლელი - ბატონი რაშიდ ქანჯი-ოღლუ.  მკვლელობის ჩადენის შემდეგ ბატონმა რაშიდ ქანჯი-ოღლუმ და მისმა თანამზარხველებმა  თავი შეაფარეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას.   2016 წლის მაისში საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრომ   გამოქვეყნა განცხადება „2016 წლის 19 მაისს,  ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ“.   განცხადების თანახმად, „ეს დანაშაულებრივი ქმედება კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ აფხაზეთის რეგიონის/საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიააზე საგანგაშო მდგომარეობაა და სრული პასუხისმგებლობა ამის თაობაზე ეკისრება  რუსეთის ფედერაციას, რადგანაც ის ახორცილებს რეგიონის კონტროლს.”[6] 2016 წლის მაისში საქართველოს პროკურატურამ სარჩელი აღძრა ბატონი რაშიდ ქანჯი-ოღლის წინააღმდეგ ბატონი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის საქმეზე. სისხლის სამართლებრივი დევნა  განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.[7] 2016 წლის ივლისში ბატონმა ხაჯიმბამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ბატონი რაშიდ ქანჯი-ოღლუ არ გადაეცემა საქრთველოს ხელისუფლებას.[8] საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი, 2016 წლის დეკემბერში, ზუგდიდის რაიონის სასამართლომ მიმალვაში მყოფი ბატონი რაშიდ ქანჯი-ოღლუ დაუსწრებლად ცნო დამნაშვედ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის მიხედვით და გამოუტანა მას სასჯელი,  თავისუფლების 12 წლის ვადით აღკვეთა .[9] მიუხედავად ამისა, არსებულ ვითარებაში, ბატონი  რაშიდ ქანჯი-ოღლუ და მისი თანამზრახველები დაუსჯელები რჩებიან. ზემოთ ნახსენები სიტუაცია ბატონი გიგა ოთხოზორიას სიცოცხლეზე უფლების მუხლის დარღვევის გათვალისწინებით არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტეიროტირები   რჩება „შავ ხვრელებად“ და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს ადამიანის  უფლებების დამრღვევებს. ზემოთ აღნიშნული სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშირისო მექანიზმისთვის  მყისიერი, შეუფერხებელი და მუდმივი წვდომის შესაძლებლობის აუცილებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან.

საოკუპაციო ხაზი და მავთულხლართებისა და ახალი ბანერების/ნიშნულების მონტაჟი.

8. აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან არსებული საოკუპაციო ზოლი (ასს), ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე გამოყოფს საქართველოს მისი ორი ოკუპირებული ტერიტორიისგან. ე.წ. „საზღვრის გაყვანის“ პროცესი დაიწყო 2011 წელს.  ამჟამად, ხელოვნური ბარიერების  და მავთულხლართების მთელი სიგრძე  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეადგენს თითქმის 52 კილომეტრს (საოკუპაციო ხაზის მთელი სიგრძე 350 კილომეტრზე მეტია), ხოლო აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი კი  48  კილომეტრია ( საოკუპაციო ხაზის მთელი სიგრძე 145 კილომეტრია).

 

9.  საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 14-ე   გაერთიანებული  ანგარიშის  თანახმად, რომელიც 2016 წლის 16 ნოემბერს გაკეთდა ევროპის კომიტეტის მინისტრთა 1271-ე  შეხვედრაზე,“ ევროპის საბჭო ღრმად არის შეშფოთებული  „საზღვრის“ უკანონო გაყვანის  გამო, რომელიც აცალკევებს ერთმანეთისგან ოჯახებს და თემებს, ხელს უშლის ადგილზე მყოფ ადამიანებს, ართმევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების,  კერძო საკუთრებაზე უფლებისა და თავისუფლად გაადგილების უფლების ჩათვლით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის კონტექსტში, რომელიც სხვა დარღვევებს შორის გამოიწვია ფატალური ინციდენტი.  ევროპის საბჭო მოუწოდებს კონტროლის განმხორციელებელ  მოქმედ ხელისუფლებას აიღოს ღობეები და სხვა ხელოვნური ბარიერები და ხელი არ შეუშალოს თავისუფლად გადაადგილებას და  ადგილზე გამოიკვლიოს დანაშაულისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე შემოსული  ყველა შეტყობინება.”[10]

 

10.  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში   The New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აღწერს საოკუპაციო ზოლზე ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების  დამონტაჟებით შექმნილ პრობლემებს.[11] სტატის თანახმად, სოფელ ჯარიაშენში  მავლთულხლართი ღამით დაამონტაჟეს, სხვა ადგილებში კი უეცრად გაჩნდა მწვანე ნიშნები წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“, ზოგან კი მიყვანილ იქნა ბულდოზერები. რუსეთი ნელა მოიწევს საქართველოსკენ საზღვრზე გაკეთებული   ეშმაკური აღნიშვნებით, რომ მხოლოდ რუსეთი  და დანარჩენი სამი სახელმწიფო  ცნობს ამის ნამდვილობას.“ ამ სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ მწვანე სასაზღვრო ნიშნები, რომლებიც  პირველად გასულ წელს გაჩნდნენ და ახლაც ანაზდად იქმნებიან, ზიგზაგისებურ საზღვარზე აფრთიხელებენ, რომ „ აკრძალულია“ იმის გადაკვეთა რასაც „ სახელმწიფო საზღვარი“ ქვია.  სტატიის თანახმად, ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ქესტუტის ჯანკაუსკასმა თქვა, რომ ძნელი გასარკვევია სინამდვილეში სად გადის სასაზღვრე ხაზი.  ის არასდროს ყოფილა აღიარებული ან შეთანხმებული  და მისი ადგილმდებარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი რუკები გამოიყენება. რუსეთი  აცხადებს, რომ ის იყენებს. ის გამოყოფს იმას, რაც საბჭოთა ერაში იყო ართანმიმდევრული და არალოგიკური  საზღვარი, რომელიც არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შიგნით  და რომელიც ახლა გახდა სახიფათო საზღვარი. საზღვრის ნაწყვეტ-ნაწყვეტ გადატანა ძირითადად ხორციელდება რუსეთის სურვილისამებრ, რომ მოსაზღროს ის რასაც ის განიხილავს სახელმწიფო საზღვრად ძველი საბჭოთა რუკის მიხედვით.   აქამდე,  საზღვრის გადატანა წინ მიიწევდა  ზოგჯერ  რამდენიმე იარდით, ხან კი დიდი ნაბიჯებით .”[12]

 

ე.წ. ახალი :კანონები“ და „პასპორტიზაციის“  ახალი ტალღა.

11.  საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების თანახმად,  ე.წ. ახალი „კანონების“ და  ე.წ. „პასპორტიზაციის“ შემოღების გადაწყვეტილება 2016 წლის დეკემბერში იქნა მიღებული, ე.წ. “აფხაზეთში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსში„ შესწორების შესატანად, იმისთვის რომ გალის რაიონის  საქრთველოს მოქალაქეობის მქონე  მაცხოვრებლებმა  ვერ შეძლონ „ბინადრობაზე უფლების“ მიღება. განხორციელებული ესწორების  თანახმად, „ბინადრობაზე უფლება შეიძლება მიეცეთ  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე  იმ ინდივიდებს, რომლებიც გალის რაიონში აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის არსებობის დროს დაიბადნენ.“   აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბინადრობის უფლება“   პირს არ აძლევს   ე.წ. “ აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღების უფლებას, სანამ  ეს ინდივიდი ე.წ. “უცხო ქვეყნის“ მოქალაქეა.

 

12.  როგორც „პასპორტიზაციის“  ახალი ტალღის ნაწილი, აფხაზეთში ე.წ. „პასპორტების“ გაცემა  2016 წლის მაისში დაიწყო და გაგრძელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.  2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებისთვის  3 000 -ზე მეტი ე.წ. ახალი „აფხაზური პასპორტი“ გაიცა. გადაწყდა, რომ  ე.წ. ძველი „აფხაზური პასპორტებისთვის“ ვადა 2018 წლის დეკემბრამდე გაეგრძელებინათ.  ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ  გალის რაიონის 17 800  მოსახლიდან, მხოლოდ 340 აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, დანარჩენები კი საქართველოს  მოქალაქეები არიან.“

13. უნდა გავიხსენოთ, რომ 2016 წლის 1 აპრილს, ე.წ. „აფხაზეთში მყოფი  უცხოელი მოქალაქის  სამართლებრივი სტატუსის შესახებ“   კანონის მიღება და  „აფხაზეთში შესვლაზე და გამოსვლაზე კანონი“,  ძალაში შევიდა.  მსგავსი დოკუმენტი მიიღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა  და კერძოდ კი, „კანონი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალქეების შესახებ“. ე.წ. „კანონების“ მიღება გამიზნულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ  ქართულ პოპულაციაზე.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი შეშფოთება საქრთველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები  ერთნიკურად ქართველებისთვის  ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების მიღების გამო.       .

 

 

II.   წამებისა და ცუდად მოპყრობისგან თავისუფლება

14. როგორც არის აღწერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  კვარტალურ ანგარიშში საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ, რუსეთის ეფსებეს თანამშრომლები, სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმოამდგენლები  რეგულარულად ახორციელებენ წამებისა და ცუდად მოპყრობის ქმედებებს.   წლების მანძილზე არსებობს ინფორმაციის  რეგულარული ნაკადი არაადეკქვატურ დაკავებებზე საქრთველოს ოკუპირებულ რეგიონებში  ე.წ. „დაკავების ცენტრებში.“    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული  წამებისა და ცუდად მოპყრობის პრაქტიკა   საანგარიშო პერიოდის განმავლობაშიც  შეშფოთების საგნად რჩება.

 

15.  სანგარიშო პერიოდის განმავლობაში  და კერძოდ კი, 2016 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წელს. ამ მოხსენების თანახმად, „რუსეთის სამხედრო ბაზაზე  დაკავებულ ადამიანებს შეუფერებლად   და ადამიანის ღირსებასთან შეუთავსებლად ეპყრობიან, იძულებითი შრომის, ვერბალური  და ფიზიკური შეურაცხყოფისა და საკვებისა და წყლის აკრძალვისა ჩათვლით.“

 

16. 2016 წლის 27 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. „საგანგებო ძალების ქვედანაყოფმა“  რამდენიმე თავდასხმა  განახორციელა   ცხინვალის   21 წლის მაცხოვრებლეზე. ამის შედეგად  მსხვერპლს თავის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნა და შემდგომ დაზარალებული საავდმყოფოში იქნა გადაყვანილი.  ინციდენტის განმავლობაში ე.წ.  „საგანგებო ძალების ქვედანაყოფის“  ერთერთმა წევრმა მსხვერპლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდანაც კი გაისროლა.

 

17. 2016 წლის დეკემბერში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის  ე.წ. “ საგანგებო ძალების ქვედანაყოფის“ წევრებმა ცხინვალის რესტორან „ოაზისში“  ფიზიკურად შეურაცხყვეს N 2 -ე  სკოლის  11 კლასის   ორი მოსწავლე   -  ერთი ბიჭი  და ერთი გოგონა. ორივეს  ტრავმა თავის არეში აღენიშნება.  ამის შედეგად ბიჭმა გონება დაკარგა. მოგვიანებით, ორივე მსხვერპლი სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

 

18. 2016 წლის ოქტომბერში ბატონმა ხაჯინბამ გამოაცხადა, რომ „ აუცილებელია  დაკავების ცენტრებში დაკავებულთა  პრობების შეცვლა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. „შინაგან საქმეთა მინისტრმა“ განაცხადა, რომ „უკვე 23 წელია, დამნაშავეთა  დაკავების პირობები  მოუგვარებელი რჩება“. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის  წარმომადგენლების თქმით,  ეს არის იმის ბრალი, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ  სურთ დაკავების ცენტრში მუშაობა, რადგან   ხელფასის სიმცირის გამო  ისინი მოტივირებულნი არ არიან.“  პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა, რაც 60 პროცენტს შეადგენს, და დაკავების ცენტრის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დატოვება“  ქმნის არსებულ  პრობლემას.

 

III. თვითნებური დაკავება

19. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეიონების საოკუპაციო ხაზზე ე.წ.“საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“  გამო თვითნებურ  დაკავებას. უმეტეს შემთხვევაში დაკავებას მოყვება ჯარიმა და ამის შემდგომ განთავისუფლება. დაკავების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვემდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი რამოდენიმე წლის განმავლობაში. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  2016 წლის დეკემბერის შუა რიცხვებისთვის, მთლიანად 2008 წლიდან 2016 წლის 12 დეკემბრამდე სულ 2 775 ადამიანი იქნა დაკავებული ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ: 1 788 ადამიანი დააკავეს აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან და  987 ადამიანი კი,  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან.   2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 12 დეკემბრამდე 190 ადამიანი იქნა დაკავებული აფხაზეთის რეგიონის   საოკუპაციო ხაზთან, ხოლო 132 ადამიანი კი - ცხინვალის რეგიონში  საოკუპაციო ხაზთან.   უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. „სამხერთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონსი  საოკუპაციო ხაზთან   სულ  549 ადამიანი იქნა დაკავებული ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო.

 

20.  საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენების თანახმად, რომელიც მან საანგარიშო პერიოდში გააკეთა, „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ არასრულწლოვნების, ფეხმძიმე ქალების, ავადმყოფებისა და ხანდაზმული ადამიანების დაკავებას.

 

21.  განსაკუთრებით  შემაშფოთებელია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბატონი გიორგი გიუნაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩებოდა ე.წ. ცხინვალის ციხეში. როგორც აღწერილი იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მესამე კვარტალურ ანგარიშში (ივლისი - სექტემბერი) საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ, 2016 წლის 8 ივნისს,  საქართველოს მოქალაქე ბატონი გიორგი გიუნაშვილი დააკავეს რუსეთის ეფესბეს  თანამშრომლებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ე.წ.  „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. მოგვიანებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.     “პროკურატურის სამსახურმა“ „სიხლის სამართლის“  საქმე შეუდგინა ბატონ გიორგი გიუნაშვილს და დაადანაშაულა 2008 წელს ცხინვალის რეგიონის  დაუდგენელი  ვინაობის მაცხოვრებლის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ დაზიანების მიყენებაში. საქართველოს მთავრობა  თვლის, რომ ბატონი გიორგი გიუნაშვილისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო და შეთითხნილია და ითხოვს მის  უპირობო  განთავისფულებას.

 

22.  საანაგრიშო პერიოდის განმავლოაბაში, უამრავი შემთხვევაა აღნუსხული საქრთველოს ოკუპირებულ რეგიონში თვითნებური დაკავების შესახებ.  ქვემოთ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი.

 

23. 2016  წლის 12 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ფლავის მაცხოვრებელი, დააკავეს   ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე; მას წარედგინა „სიხლის სამართლის“ ბრალდება. დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციის თანახმად, მას არ გადაუკვეთია საოკუპაციო ხაზი.

 

24.  2015 წლის 22 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მაცხოვრებელი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ე;წ; „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“  გამო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე; დაკავებისას ის საქონელს აძოვებდა საოკუპაციო ხაზის მახლობლად.

 

25. 2016 წლის 24 ოქტომერბს გორის რაიონის სოფელ ქირბალის მაცხოვრებელი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ე.წ.“საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“  გამო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის  გაყოლებაზე. დაკავებისას სოფელ ქირბალის მაცხოვრებელი საოკუოაციო ხაზის სიახლოვეს ტყეში ფიჩხს აგროვებდა. მას არ გადაუკვეთია საოკუპაციო ხაზი. დაკავებულმა სამი დღე პატიმრობაში გაატარა ცხინვალის რეგიონში.

 

26.  2016 წლის 5 და 6 ნოემბერს საქრთველოს ექვსი მოქალაქე  დააკავეს ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის  გაყოლებაზე.

 

27.  2016 წლის 27 ნოემბერს გორის რაიონის 18 წლის მაცხოვრებელი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა სოფელ ჯარიაშენში, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის  გაყოლებაზე და გაიტაცეს ცხინვალის რეგიონში.

 

28.  2016 წლის 6 დეკემბერს  რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა დააკავეს  აფხაზეთში  გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები რამდენიმე სკოლის მოსწავლე.  სკოლის მოსწავლეები რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაკავებულები იყვნენ დაახლოვებით 5 სათის განმავლობაში.

 

29.  2016 წლის 27 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მაცხოვრებელი დააკავეს  რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის  გაყოლებაზე.

 

 

IV.   გადაადგილების თავისუფლება

30. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო  საზღვრის გაყოლებით ადამიანებს ხშირად ეზღუდებათ თავისუფლად  გადაადგილების  უფლება რუსეთის ეფესბეს თანაშმრომლების მიერ. საოკუპაციო ხაზზე განლაგებული მოქმედი გამშვები პუნქტები  საზღვრის გადაკვეთის უფლებას  აძლევენ მხოლოდ იმ ინდივიდებს, რომლებსაც საოკუპაციო ხელისუფლების  მიერ აღიარებული „დოკუმენტების“ ერთერთი სახეობა  მაინც  აქვთ.  იმათ, ვინც ვერ შეძლებენ „დოკუმენტის“ წარმოდგენას გამშვებ პუნქტებზე სამუშაო საათების დამთვრების შემდეგ უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე და  ეს ხშირად  ადგილობრივ მოსახლეობას და მათ შორის ბავშვებსაც   პრობლემებს უქმნის. სხვადასხვა წყაროს დადასტურებით,

შეზღუდვა  თავისუფლად გადაადგილების  უფლებაზე შეშფოთების საგნად რჩება საანგარიშო პერიოდის განმავლობაშიც.

 

31.  უნდა გავიხსენოთ, რომ 2016 წლის გაზაფხულზე, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე მდებარე ექვსი გამშვები პუნქტიდან ორი გამშვები პუნქტი დაიხურა. 2016 წლის ნოემბერში ბატონმა ხაჯიმბამ საჯაროდ განაცხადა აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე არსებული გამშვები პუნქტების დახურვის პოლიტიკის შესახებ. 2016 წლის 5 დეკემბერს, სოხუმის საოკუპაციო ხელისუფლების   „გალის  რაიონის  ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა“  საჯაროდ განაცხადა, რომ „რუსი  მესაზღვრეები მდინარე ენგურის გადასასვლელის  სულ უფრო მეტ  სეგმენტს  ხურავენ იქ, სადაც საზღვარს უკანონოდ კვეთდნენ... 2016 წელს ყველაფერი მზად არის კიდევ ორი გამშვები პუნქტის  დასაკეტად.“ შედეგად, 2016 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული   ე.წ. „N 241 დეკრეტის“ თანახმად, ე.წ. „აფხაზეთის მთავრობამ“  მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის რეგიონის  საოკუპაციო ხაზის გაყოლებით განლაგებული ორი გამშვები პუნქტის „ნაბაკევის გამშვები პუნქტის“  და „ ოტობაიას გამშვები პუნქტის“ დახურვის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ „ N 241 დეკრეტის“  3-ე პუნქტის თანახმად   დეკრეტი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში  ძალაში შევა.  ამ ორი დამატებითი პუნქტის დახურვის შესახებ კომენტარში ე.წ. „აფხაზეთის მთავრობა“ აცხადებს, რომ : “უფრო ადრე მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ თანდათანობით ვკეტავთ საქართველოს საზღვართან განლაგებულ გამშვებ პუნქტებს.“

 

32. 2016 წლის 11 ოქტომბერს გავრხელებული ინფორმაციის თანახმად, ბატონმა თიბილოვმა განაცხადა, რომ „ცხინვალს სჭირდება თვითმფრინავები იმისთვის, რომ აღმოფხვრას საქართველოში სამედიცინო დახმარების და მკურნალობის მისაღებად  ოსების სიარულის პრაქტიკა“.   ინფორმაციის მომწოდებელი წყაროს  თანახმად, ბატონმა თიბილოვმა განაცხადა, რომ „ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად თხოვენ ხელისუფალთ საქარველოში გააგზავნონ ისინი სამედიცინო დახმარების მისაღებად,  სადაც გაცილებით უფრო ადვილია   გამგზავრება, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში [რუსეთის ფედერაცია]“.  ბატონი თიბილოვის თანახმად, „სამხრეთ ოსეთი იხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს.“

 

33.   როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების  მდგომარეობის შესახებ მომზადებულ  წინა კვარტალურ ანგარიშებში იყო განცხადებული, აფხაზეთის რეგიონში და ცხინვალის რეგიონშიც საოკუპაციო ხელისუფლებამ „სასაზღვრო ზონები“ შექმნა საოკუპაციო ხაზის მახლობლად.  ორივე ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილების უფლება ე.წ. “სასაზღვრო ზონაში“  მოსახვედრად. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  სოხუმის საოკუპაციო ხელისუფლების ე.წ.  „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ“ განაცხადა, რომ „არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება სასაზღვრო ზონის“ გაფართოვების მიზანშეწონილობის შესახებ,                რომელიც სულ ახლახან, ფაქტიურად რამდენიმე დღის წინ  არის მიღებული.   იგივე წყაროს თანახმად, „ეს არის რეჟიმის ზონა და შესაბამისად ამ ზონაში შესვლა ყოველთვის შეზღუდული  იქნება. ისინი, ვინც აქ ცხოვრობს (სახლის მფლობელები, სტუმრები და სხვა),  უნდა დაექვემდებარონ ამ რეჟიმს.“  2016 წლის 15 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის გალის რაიონის ადგილობრივ  მოსახლეობას ეზღუდება თავისუფლად გადაადგილების უფლება: რუსეთის სამხედრო მოსამსახურები ითხოვენ „დოკუმენტებს“ იმისთვის, რომ ადგილობრვი მაცხოვრებლებს გალის რაიონის შიდა გზებზე მისცენ გადაადგილების უფლება. 2016 წლის 16 დეკემბერს გავრცელებული ინფომაციის თანახმად, გალის რაიონის სოფლებში საბერიო, ლეკუხონა და ჩეღალში შეზღუდულია ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების უფლება.  ოკუპანტები  ადგილობრივებისგან ითხოვენ „ დოკუმენტებს“  იმისთვის, რომ    მათ ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადაადგილების  ნება დართონ; ისინი ფოტო სურათებს უღებენ ადგილობრივ მოსახლეობას, სავარაუდოდ, მონაცემთა ბაზის შესაქმნელად.

 

34.  ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა შეზღუდეს გორის რაიონის სოფლების - ახალუბნის, აძვის და ჯარიაშენის მაცხოვრებელთა გადაადგილების თავისუფლება. ამ სოფლების მაცხოვრებლებმა  წმინდა გიორგის დღესთან დაკავშირებით  ვერ შეძლეს მისულიყვნენ   სალოცავად წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარეობს.

 

 

V.  უფლება საკუთრებაზე

35. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკუთრებაზე უფლების დარღვევა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რჩება   შეშფოთების საგნად.

36.  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „იმ ადგილებში, სადაც საზღვარს  ჯერ  სამართლებრივი სტატუსი ზუსტად  განსაზღვრული  არ აქვს, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანები ამუშავებენ  ამ მიწებს, იღებენ   მოსავალს და ამით არღვევენ კანონს.“ მან აგრეთვე განაცხადა, რომ „იმ შემთხვევებში, როდესაც საზღვარი კვეთს ზედ კარ-მიდამოსა და მიწის  ნაკვეთებს, მფლობელმა უნდა წარმოადგინოს პასპორტი, იმისთვის, რომ გადაკვეთოს საზღვარი, რომ მოხვდეს მის კუთვნილ  მიწაზე, რომელიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ამგვარი შემთხვევა მრავლად არის, განსაკუთრებით სოფელ ზარდიანთკარში.“

37.  სტატიის თანახმად, როემლიც გამოქვეყნდა სანგარიშო პერიოდის განმავლოაბში    The New York Times- ში, ცხინვალის რეგიონში არსებული საოკუპაციო ხაზის გაყოლებით  ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის საკუთრებაზე უფლებასთან მიმართებაში.  სტატიის თანახმად, „ვიწრო  დაგრუნტული გზა, რომელიც პატარა  ქართულ   სოფელ ჯარიაშენში გადის, ნიშნავს იმას, რომ ვეფხვია ტატიაშვილი მეტი ვეღარ შევა თავის სამ-სართულიან სახლში, რადგან ის იმ  მიწაზე მდებარეობს, რომელსაც დღეს რუსეთის მესაზღვრეები აკონტროლებენ.“  „ ჩემთვის ძალიან სახიფათოა სახლში მისვლა“,  ჩივის ვეფხვია, რადგან სასაზღვრე ხაზი ისეთი მობილურია დღეს, რომ არავინ იცის სად გადის.“  ბატონი ტატიაშვილი ახლა თავისი ძმის სახლში ცხოვრობს, რომელიც სასაზღვრე  ხაზიდან მოშორებით სოფლის ცენტრშია განლაგებული...  „რუსეთი პირდაპირ აქ იწყება, - ამბობს ბატონი ტატიაშვილი, - და მიუთითებს ახლად დაგრუნტულ გზაზე, რომელიც გამოყოფს მის სახლს საქართველოს მიერ კონტროლირებადი მიწებიდან.“ სტატიაში შედმგომ ვკითხულობთ, რომ  75 წლის  ელიზბარ მესტუმრიშვილი, ფერმერი, რომელიც ბატონი ტატიაშვილის ამჟამად   მიტოვებული სახლის გვერდით ცხოვრობს, ჯერ კიდევ შედის თავის სახლში, რადგან ის ვიწრო დაგრუნტული  გზის მეორე, ქართულ მხარეზეა განლაგებული.  მაგრამ ის ფრთხილობს თავისი ბაღის ბოლოში ჩასვლას, რომელიც 60-იარდიან  სასაზღვრე ზოლში მდებარეობს, რომლის პატრულირებასაც რუსეთისა  და სამხრეთ ოსეთის უშიშროების თანამშომლები ახორციელებენ.  მიუთითებს რა ყურძნის მტევნებით დახუნძლულ ვაზის რიგებზე,  ამბობს, რომ უფრო შორს წასვლა სისულელეა, რადგან „ისინი შეიძლება მოვიდნენ და სასაზღვრო ბოძი დადგან.“

 

38.  გალის რეიონის მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის   „გალის რაიონის  ე.წ. ადმინისტრაცია“  აიძულებს მათ გაყიდონ  ციტრუსის  საკუთარი მოსავლის უმეტესი წილი რუსეთის ფედერაციაში; მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეკონომიკურად უფორ მომგებიანია გაყიდონ ციტრუსი ზუგდიდიში - საქრთველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული  ფართო ინტერპრეტაციის თანახმად, „საკუთრება“ ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი პროტოკოლის,  პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა),    თანახმად, მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას  და „საკუთრებასთან“ დაკავშირებულ ეკონომიკურ ინტერესს.“

 

VI. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

39. როგორც აღწერილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინა კვარტალურ ანგარიშში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის  სფეროში არსებული სიტაუციის თანახმად,  უნდა აღინიშნოს, რომ გალის რაიონში 31 სკოლაა.[13] 31 სკოლიდან მხოლოდ  გალის რაიონის „ქვემო ზონაში“ მყოფ  11 სკოლას  ჰქონდა ქართული სკოლის სტატუსი 2014-2015 აკადემიური წლის ბოლომდე და საგნები ქართულ ენაზე ისწავლებოდა.[14] 2015-2016 აკადემიური წლის დასაწყისიდან  გალის რაიონის  „ქვემო ზონის“  ამ 11 სკოლის პროგრამაში რადიკალური ცვლილებები გაკეთდა, რაც გულისხმობს ყველა საგნის რუსულ ენაზე სწავლებას პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში. უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2017 აკადემიური წელი დაიწყო ზემოთ მოხსენიებული ცვლილებების შესაბამისად, რაც გულისხმობს ყველა საგნის რუსულ ენაზე სწავლებას. ზემოთ ნახსენები პოლიტიკა, თუ რამდენიმე წელს გაგრძელდა, ამას მოყვება ქართული პროგრამის რუსული პროგრამით თანდათანობითი ჩანაცვლება გალის რაიონის „ქვემო ზონის“ 11-ვე სკოლაში.

 

40.  საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენების თანახმად, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა, „პრობლემები რჩება ოკურებულ ტერიტორიეზე მცხოვრები ადამიანების განათლების მიღების მიზნით  გადაადგილების შემთხვევაში.“

 

41. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სიტუაცია გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხში უცვლელი რჩება.  „ევროპის  კავშირის გენერალური მდივნის საქართველოს კონფლიქტის თაობაზე  14-ე გაერთიანებული ანგარიშის  თანახმად, რომელიც მან 2016 ლის 16 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1271-ე შეხვედრაზე გააკეთა, „ევროპის კავშირი  გამოთქვამს შეშფოთებას  საქართველოს  აფხაზეთის რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების გამუდმებულ დარღვევებთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ განათლების მიღების უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ჩათვლით გარანტირებული უნდა იყოს ყველასთვის და გახორციელდეს საქრთველოს რეგიონებში - აფხახეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვუერთდებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რათა მოხდეს ბავშვის მიერ განათლების მიღების სფეროში მისი უფლებების დაცვა და პატივისცემა.

 

42. როგორ აღწერილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინა კვარტალურ ანგარიშებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული  ადამიანის უფლებების დარღვევის სფეროს შესახებ, არსებობს ტენდენცია, რომ მშობლებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ბავშვმა შეწყვიტოს სკოლაში სიარული ახალ შემოღებული რუსული პროგრამისა  და ცხრილის გამო და გადაიყვანონ ბავშვები საოკუპაციო ხაზის მიღმა მდებარე სკოლებში;  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება პრობლემატურია, რადგანაც ის ასევე დაკავშირებულია თავისუფალი გადაადგილების უფლებასთან.  მაგალითად,  სანგარიშო პერიოდში და კერძოდ კი, 2016 წლის 6 დეკემბერის დილას, გალის რაიონის  სოფელ  ოტობაიაში  მცხოვრები         რამდენიმე სკოლის მოსწავლე დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა  და აუკრძალეს მათ  საზღვრის გადაკვეთა  და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში  მდებარე სკოლაში მისვლა. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის მოსწავლლები რუსეთის სამხედრო ბაზაზე 5 საათის განმავლობაში დააკავეს.       უფრო მეტიც, გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მდებარე  კიდევ ორი გამშვები პუნქტის დახურვის თაობაზე მეტ სირთულეს შეუქმნის, იმ მოსწავლეებს, რომლებიც მშობლიურ ენაზე იღებენ  განათლებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, რადგან  მათ ყოველ დღე დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდებათ.

 

VII.   დასკვნები

43. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია წამებისა და ცუდად მოპყრობისგან თავისუფლების კუთხით  და მაგალითებით, რომლებიც მოწოდებულია საანგარიშო პერიოდისათვის, წარმოადგენს წამებისა და ცუდად მოპრყობისგან თავისუფლების უფლების  ხელყოფას  და ამგვარად  არღვევს  სამოქალაქო  და პოლიტიკური  უფლებების  შესახებ საერთაშორისო პაქტის 7-ე მუხლს; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 5-ე მუხლს; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 3-ე მუხლის და ეუთოს ვალდებულებათა დარღვევას.

 

44. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო  პერიოდში მოწოდებული მაგალითები წარმოადგენენ თვითნებურ დაკავებას და ამგვარად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 9-ე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 3-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 5-ე მუხლების დარღვევას და   ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის   შესაბამისი დებულებების შეუსრულებლობას.

 

 

45. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში მიწოდებული მაგალითები წარმოადგენს გადაადგილების თავისუფლების 12-ე მუხლის, სამოქალაქო და პოლიტიკურ  უფლებათა  პაქტის  12-ე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 13-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს კონვენციის 4-ე პროტოკოლის 2-ე მუხლების და ეუთოს თავისუფლად გადაადგილების ვალდებულების დარღვევას.

 

 

 

46. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საკუთრებაზე უფლებასთან მიმართებაში აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში მოწოდებული მაგალითები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 1 პროტოკოლის 1 მუხლების და  ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ვალდებულებათა დარღვევას.

 

47. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავრებით აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდში  მოწოდებული მაგალითები წარმოადგენს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას და შესაბამისად ადამიანის უნივერსალურ უფლებათა  26-ე მუხლის  (იკითხება სისტემურ კავშირში 2-ე მუხლთან); ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 2-ე პროტოკოლის 2-ე მუხლი; ბავშვის უფლებათა კონვენციის 28-ე მუხლის  (იკითხება სისტემურ კავშირში 1 პარაგრაფის 2-ე მუხლთან)  და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ვალდებულებების შესაბამისი დებულებების შეუსრულებლობას.

 

 

48. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია და კერძოდ კი, ე.წ „კანონების“ მიღება, ისევე როგორც „პასპორტიზაციის“ პროცესი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 14-ე მუხლს და 12-ე პროტოკოლს  და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 26-ე მუხლს და საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის  მოსპობაზე;

 

 

VIII  მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი

49. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სახელმწიფოებს, საერთაშორისო შიდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს:

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების   - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება და დაასრულოს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია;

 

მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტონ ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება, უზრუნველყოს ადამიანების თავისუფლად  გადაადგილება და  მოსხნას მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები და ბანერები საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე;

 

მიიღონ დამატებით ზომები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის  მონიტორინგისთვის და ანგარიშისთვის და განსაკუთრებით ხაზგასმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  მოუწოდებს:

 

i) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის  სამსახურს, იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს დამატებითი ზომები, იმისათვის, რომ რეგულარულად განიხილოს და  შეაფასოს  აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სიტუაცია.

ii) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო საპროცესო მანდატის მფლობელებს მიღონ დამატებითი ზომები, რათა განიხილონ და ანგარიში წარმოადგინონ აფხაზეთში და  ცხინვალის რეგიონში არსებული ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ.

iii) ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლემა კომისარმა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა იქნეს განხილული და აღნუსხული  საქართველოს რეგიონებში აფზახეთსა და ცხინვალში   ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული დარღვევები;

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას  და ავტონომიურ ინსტიტუციებს და კერძოდ დემოკრატიული ინსტიტუციების სამსახურს და  ეროვნულ უმცირესობათა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის სამსახურს, რათა გამოინახოს გზები  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სიტუაციის მონიტორინგისთვის. ეს ნაბიჯები შეიძლება, მათ შორის  მოიცავდეს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებების დაცვის განხორციელებაზე კონტროლის  განხორციელებას და ანგარიშის მომზადებას  ამ რეკომენდაციების დანერგვის სტატუსის თაობაზე, რომელიც შედის ODIHR/HCNM 2008 წლის ანგარიშში „საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შემდგომ ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა.“

განაგრძოს რუსეთის ფედერაციის მოწოდება ნება დართოს ა)  გამოყენებული იქნეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში; ბ) ოფიციალურად და ლეგალურად შეუშვას საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო მისიები ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ  რეგიონებში.

განაგრძოს და გააძლიეროს ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ისეთის როგორიცაა თავისუფლად გადაადგილების უფლება; წამებისგან და შეურაცხყოფისგან თავისუფლება; უფლება საკუთრებაზე და  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions