საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ

24.03.2017 - 2017 წლის 24 მარტს, . ჟენევაში გაერო- ადამიანის უფლებათა საბჭომ 34- სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუციათანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანა-სპონსორი გახდა 43 სახელმწიფო.

 


აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე.

 

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.

 

ასევე, საბჭო მიესალმება საქართველოს თანამშროლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და სპეციალური პროცედურების მანდატების მფლობელებთან.

 

რეზოლუციაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განთლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებების დარღვევების ფაქტები, ასევე, ორივე რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევები.

აგრეთვე, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ  იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

 

ხაზგასმულია, რომ  გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და სხვა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმები ვერ ახერხებენ  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლას. საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს ამ რეგიონებში ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასებისა და პერიოდული მონიტორინგის აუცილებლობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე,  რეზოლუციაში არის მოწოდება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  შეღწევის დაუყოვნებლივ უზრუნველსაყოფად.

 

ასევე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე სესიებზე.

 

საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრია 2016 წლიდან.


http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganckh-(8).aspx?CatID=5

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions