საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2017 წლის იანვარი-მარტის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.

 

საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა ადამიანების არასათანადოდ მოპყრობა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, სხვა ხელოვნური ბარიერებისა და ბანერების დამონტაჟების პროცესი აღნიშნულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში დაიხურა  კიდევ ორი გამშვები პუნქტი აფხაზეთის რეგიონის გასწვრივ საოკუპაციო ხაზზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატა შეშფოთება ორი დამატებითი გამშვები პუნქტის დახურვის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ექნება უარყოფითი შედეგი გადაადგილების თავისუფლებაზე და შესაბამისად უმნიშვნელოვანეს სფეროებზე, როგორიცა ჯანდაცვა და განათლება, განსაკუთრებით აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის გალის რაიონის მაცხოვრებლებისათვის. საერთაშორისო თანამეგობრობის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით დაკავებების რისკს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და  მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის პირველი ვარტალური ანგარიში

 

საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს  პირველი  ყოველკვარტალური  ანგარიში ( იანვარი - მარტი   - 2017) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

სარჩევი

  1. 1. შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . .  . . . . . . . . . . . 1

II. წამებისგან და შეურაცხყოფისგან თავისუფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . 9

III. თვითნებური დაკავება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10

IV. გადაადგილების თავისუფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  12

V. უფლება საკუთრებაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14

VI. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . .  .  15

VII. დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . .  16

VIII. მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18

 

  1. 1. შესავალი

  1. 2. ანგარიშის მიზნები  და  გამოყენებული მეთოდოლოგია

1. 2015 წლის იანვარში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კვარტალური  ანგარიშების მომზადება, რაც  მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შეფასებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  უკვე რვა    ამგვარი ანგარიში მოამზადა: ოთხი 2015 წელს და ოთხი 2016 წელს (იხილე: http://www.mfa.gov.ge/Occupied-Territories.aspx).   ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს   2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2017 წლის  იანვარ - მარტის პერიოდს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომშიც  განაგრძობს მსგავსი კვარტალური  ანგარიშების მომზადებას. ეს ანგარიშები ემსახურება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სახელმწიფოებისთვის, სამთავრობოთაშორისი  და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეგულარული და განახლებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული  მდგომარეობის შესახებ.

 

2.   რაც შეეხება გამოყენებულ მეთოდოლიგიას, ეს საანგარიშო პროექტი აერთიანებს და  აანალიზებს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ არსებულ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშირისო  ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. ფორმატის შეზღუდულობის გამო,  ანგარიში არ ისახავს მიზნად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევის აღნუსხვას; ის მიზნად ისახავს მხოლოდ ყველაზე მეტად გახმაურებული დარღვევების  შეგროვებას და მათ შეფასებას. გამოყენებული მეთოდოლოგია არ გულისხმობს არც ფაქტების დასადგენად გამიზნულ ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ რეიოგნებში და არც იქ ინტერვიუების  ჩატარებას. ამრიგად,  გამოყენებული მეთოდოლოგია არ აძლევს ამ  საანგარიშო კამპანიას იმის საშუალებას, რომ  შეაგროვოს და მოიძიოს ახალი მონაცემები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.

 

საოკუპაციო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო

3. საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი/საქართველო და ცხინვალის რეგიონი/ საქართველო, ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ხელისუფლება, ახორციელებს ქმედით კონტროლს აფხაზეთზე/საქართველო და ცხინვალის რეგიონზე/საქართველო. ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული  მდგომარეობა ამ ორ რეგიონში მეტად საგანგაშოა და ეს ორი რეგიონი წარმოადგენს საფრთხის შემცველ „შავ ხვრელებს“ ადამიანის უფლებათა დარღვევის და დამრღვევთა პასუხისმგებლობის კონტექსტში.  საოკუპაციო ხელისუფლება ახორციელებს რა კონტროლს ამ რეგიონებზე, ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლას აფხაზეთში/საქართველო და ცხინვალის რეგიონში/საქართველო.

4. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის“ შესახებ.[1] რეზოლუციის თანახმად, სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული “საერთაშორისო და რეგიონალური მონიტორებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მექანიზმების ჩათვლით, ორივე ქართულ რეგიონში (ფხაზეთი/საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი/საქართველო) შესვლაზე განმეორებითი უარის თქმის გამო ამ რეგიონების მაკონტროლებელი ძალების მიერ“. რეზოლუციაში შეშფოთება გამოთქმულია აგრეთვე „საქართველოს ამ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის თაობაზე“ (აფხაზეთი/საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი/საქართველო). რეზოლუციაში გაჟღერებულია წუხილი იმის თაობაზე, რომ „ორივე რეგიონში ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, თვითნებურ დაკავებას, საკუთრების საკითხებში ჩარევას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, თავისუფლად გადაადგილებისა და ბინადრობაზე უფლების  შეზღუდვას, ისევე როგორც ეთნიკური ნიშნით  დისკრიმინაციას“. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება აგრეთვე იმის თაობაზე, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს ჩამორთმეული აქვთ  თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება.“  რეზოლუცია სცნობს „ამ კონტექსტში უმაღლესი კომისრის სამსახურისთვის პერიოდული ანგარიშის მიწოდების მნიშვნელობას და აუცილებლობას, საქართველოს ორივე რეგიონში  ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებას,... და მოუწოდებს უმაღლესი კომისრის სამსახურს, საერთაშორისო  და რეგიონალური ადამიანის უფლებათა მექანიზმები დაუყოვნებლივ შეუშვან  აფხაზეთში/საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი/საქართველო.[2] 2017 წლის 24 მარტს,   ქალბატონმა  ბარონესა ანელიმ,  დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამსახურის სახელმწიფო მინისტრმა,  კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“  თაობაზე   და განაცხადა: “მე მივესალმები რეზოლუციის მიღებას  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული სიტუაციის თაობაზე. იქ არსებული  მდგომარეობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებს დე-ფაქტო ხელისუფლება უარს ეუბნება ამ    უკიდურეს  იზოლაციაში მყოფ  ტერიტორიებზე შესვლაზე.“[3]

 

5. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი  2017 წლის 26 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია   2149 (2017) „ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის   გაუმჯობესების თაობაზე   ( სექტემბერი - დეკემბერი 2016) და ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ  მოვალეობის შესრულების  პერიოდული განხილვის თაობაზე.“  რეზოლუციის მე-10  პარაგრაფში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წუხილი გამოთქვა ზოგიერთ ქვეყანაში არსებული    ხარვეზების შესახებ და რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში აღნიშნა:  „აფხაზეთის/საქართველო  და  სამხრეთ ოსეთის/საქართველო  ოკუპაცია და სამართლებრივად აღიარება  არღვევს  inter alia,  საერთაშორისო კანონს, ევროპის საბჭოს  საკანონმდებლო ნორმებსა და  ხელს უშლის  ვალდებულების შესრულებას.“   რეზოლუციის მე-11  პარაგრაფში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა  რუსეთის ფედერაციის ხელისუფალთ... შეწყვიტონ  ქართული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ  ოსეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია  და   საერთაშორისო მონიტორებს  დართონ ადგლზე შესვლის ნება.“ [4]

 

6. ამ ბოლო პერიოდში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა გამოაქვყენა 15-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტური სიტუაციის თაობაზე  და აღწერა, inter alia, აფხაზეთში/საქართველო და სამხრეთ ოსეთში/საქართველო ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაცია, რომელიც მოცავს 2016 წლის ოქტომბრიდან  2017 წლის მარტამდე პერიოდს. ამგვარად, ევროპის საბჭოს ანგარიშის ნაწილი მლთიანად ფარავს საანგარიშო პერიოდის საანგარიშო კამპანიას[5]. უნდა აღინიშნოს, რომ   ევროპის საბჭოს სამდივნოს დელეგაციამ 2017 წლის 20-21 თებერვალს  ფაქტების დასადგენი ვიზიტი განახორციელა საქართველოში და მიუხედავად ამისა, ის არ შეუშვეს აფხაზეთში/საქართველო   და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში/საქართველო[6] კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, „სამწუხაროდ, წინა ანგარიშის შემდგომ პერიოდშიც, არანაირი გაუმჯობესება არ  შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების სოხუმსა და ცხინვალში შესვლის  კონტექსტში,[7] ევროპის საბჭოს მექანიზმების ჩათვლით. კონსოლიდირებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „განსახილველ პერიოდში არანაირი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა  იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) და ლტოლვილების    ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი  დაბრუნების თაობაზე საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე[8]. კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, „აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ შემოიღო  ახალი შეზღუდვები  და ორივე ადმინისტრაციული  სასაზღვრო  ხაზის გაყოლებაზე გრძელდება პერიოდული დაკავებები, რაც აღძრავს სერიოზულ  შეშფოთებას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადამიანის უფლებათა უსაფრთხოების სფეროზე  მათი უარყოფითი  ზეგავლენის  გამო... ახალი კანონები სავარაუდოდ განსაკუთრებით შემაშფოთებელ ზეგავლენას ახდენენ  სკოლის მოსწავლეებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. საზღვრის  გადასასვლელი ზოგიერთ ადგილას 50 კილომეტრზე არის გადაჭიმული.  უფრო მეტიც, სხვა გამშვები პუნქტის  დაკეტვაც მზადდება, რაც გამოცხადებული იქნება მომავალში და ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გამშვები პუნქტი, მხოლოდ ენგურის ხიდი  იქნება.[9]

 

7. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი, 2017 წლის 9 მარტს, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა გამოსცა „საქართველოს შესახებ  მეოთხე პერიოდული ანგარიშის შემაჯამებელი დაკვირვებები.“  შემაჯამებელ დაკვირვებებში ბავშვთა უფლებების კომიტეტმა აღნიშნა:“ აფხაზეთი/საქართველო და   ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი/საქართველო  რჩება  მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოს   ეფექტური კონტროლის მიღმა, რაც კონვენციის ამ რეგიონებში დანერგვისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. კომიტეტი მიესალმება მონაწილე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა მხარი დაუჭიროს ჯანდაცვისა და განათლების მომსახურებას ამ რეგიონებში. მიუხედავად ამისა, ის შეშფოთებულია იმ შეზღუდვებით, რომელსაც ადგილი აქვს ამ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლებასთან, ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების,  დევნილი (იგპ) ბავშვების კონტექსტში და ამ რეგიონებში ეთნიკური ნიშნით   გამუდმებული დისკრიმინაციის გამო.“[10]

8.  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2017  წლის 3 მარტს, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა  ქვეყნის ანგარიშები ადამიანის უფლებათა სფეროში 2016 წელს  არსებული  მდგომარეობის შესახებ.[11] ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს  ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ  გამოქვეყნებული  ანგარიშის თანახმად, „რუსეთის   და აფხაზეთის  დე ფაქტო ხელისუფალნი, უზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაძლებლობას იმოქმედონ აფხაზეთში, ხოლო რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფალნი უზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით,  რეგულარულ შესვლას სამხრეთ ოსეთში; ... წლის მანძილზე მოხსენებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა ადამიანის უფლებების სფეროში მოიცავს: თვითნებურ დაკავებას და რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფალთა მიერ ქართული მოსახლეობის   სიცოცხლის  ხელყოფას  ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული  სასაზღვრე ხაზის გაყოლებით, ... ორივე ოკუპირებული  რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული  სასაზღვრე ხაზის გაყოლებაზე ადამიანების გატაცების არაერთი შემთვხვევაა დაფიქსირებული,...     რუსეთის  მესაზღვრეები ზღუდავენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას.“ [12]

 

9. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2017 წლის 22 თებერვალს, საერთაშორისო  ამნისტიამ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში 2016/2017:  ადამიანის უფლებათა  მსოფლიოში არსებული ვითარება.[13] საერთაშორისო ამნისტიის თანახმად, “დე ფაქტო ხელისუფალნი და რუსეთის ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  სეპარატისტულ  რეგიონებში აგრძელებენ ადმინისტრაციულ  სასაზღვრე  ხაზზე გადაადგილების შეზღუდვას და აკავებენ ათობით ადამიანს“.[14]

 

10. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2017 წლის  10 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა საგანგებო ანგარიში ქალებისა და ბავშვების მდგომარეობაზე  კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში (2014 - 2016 წლების მიმოხილვა).  ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებათა სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე შემაშფოთებელი რჩება ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის სფეროში, უფრო ზუსტად კი ადამიანის უფლებათა დარღვევა  სახეზეა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით; ასევე შეიძლება ჩამოითვალოს შემდეგი: ადრეული ქორწინებები; ღირსების შელახვა, მკვლელობა  (ოჯახის წევრების მიერ ქალის ან გოგონას მოკვდინება მრუშობის აქტის ჩადენის გამო); ბავშვების სიღარიბე; არაადეკვატური დოკუმენტაცია და მასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევა; ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  საკითხები; უკანონოდ დაკავება და შეუსაბამო და დამამცირებელი მოპყრობა; მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან და ხარისხიან განათლების მიღებასთან  დაკავშირებული  საკითხები; და უნარშეზღუდული  ბავშვების   უფლებების პრობლემები. საქართველოს სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ქალთა და ბავშვთა უფლებების თაობაზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში   (2014-2016 წლების მიმოხილვა )  მოუწოდა „რუსეთის ფედერაციასა და დეფაქტო ხელისუფალთ  უზრუნველყონ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების  და საერთაშორისო  მისიების შეუზღუდავი  ქმედება“.[15]

11. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2017 წლის 17 მარტს, ინტერპოლმა გამოაქვეყნა ბატონი რაშიდ ქანჯი-ოღლის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.[16] საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი 2017 წლის 10 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  მიმალვაში მყოფ ბატონ რაშიდ ქანჯი-ოღლის 14 წლამდე  გაუზარდა  პატიმრობის ვადა.[17] ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის დეკემბერში, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  დაადგინა, in absentia ( დაუსწრებლად),  რომ  მიმალვაში მყოფი  ბატონი რაშიდ ქანჯი-ოღლი დამნაშავეა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლებრივ ქმედებაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.[18] ეს შემთხვევა სიცოცხლეზე უფლების დარღვევას წარმოადგენს და, კერძოდ, კი 2016 წლის 19 მარტს ბატონი გიგა ოთხოზორია მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან განთავსებულმა ე.წ. „მესაზღვრეებმა. “მკვლელობა, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე  ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოხდა. მკვლელობის ჩადენის მერე ბატონი რაშიდ ქანჯი-ოღლიმ და მისმა თანამზრახველებმა მყისიერად  შეაფარეს თავი აფხაზეთის ტერიტორიას. არსებული ვითარების მიუხედავად, ბატონი რაშიდ ქანჯი-ოღლი და მისი თანამზრახველები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან.   ზემოთ აღწერილი სიტუაცია ბატონი გიგა ოთხოზორიას სიცოცხლეზე უფლების დარღვევის კონტექსტში კიდევ ერთხელ ახდენს იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რჩება „შავ ხვრელებად“ ადამიანის უფლებათა დამრღვევთა პასუხისმგებლობასთან მიმართებაში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის  15-ე კონსოლიდირებული ანგარიშის   თანახმად, „დელეგაციას ეუწყა, რომ ზოგადი დაუცველობის განცდა, მომხდარის მერე  მყარად დამკვიდრდა ხურჩის მოსახლეობაში.[19]

 

 

 

საოკუპაციო ხაზი და მავთულხლართებისა და ახალი ბანერების/ნიშნულების მონტაჟი.

12. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გამავალი  ადმინისტრაციული საზღვარი    საქართველოს მისი ორი ოკუპირებული ტერიტორიისგან გამოჰყოფს.

 

13.  ევროპის საბჭოს  გენერალური მდივნის საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე, 15-ე  გაერთიანებული  ანგარიშის  თანახმად, საერთაშორისო საზოგადოება მყარად რჩება თავის პოზიციაზე ე.წ. “საზღვრის გაყვანის“ თაობაზე და გამოთქვამს უკმაყოფილებას   ადგილობრივ მოსახლეობაზე  ამ პროცესის ზეგავლენის  გამო, განსაკუთრებით კი ეს ეხება, მათი თავისუფლად  გადაადგილების პრობლემას,   საარსებო სახსრების შოვნას და უსაფრთხოებას.“[20] გაერთიანებული ანგარიშის თანახმად, „თავისუფლად გადაადგილებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ე.წ. „საზღვრის გაყვანის“ პროცესი, რომლის შედეგადაც  საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის რეგიონის საზღვრის გაყოლებაზე აღიმართა 48 კილომეტრის სიგრძის  ღობე...  ე.წ. „საზღვრის გაყვანას“ შედეგად მოყვა  52 კილომეტრიანი  ღობეებისა და   მავთულხლართების აღმართვა ცხინვალის რეგიონთან არსებულ საზღვარზე, ხოლო თხრილებისა და ღმრა ორმოების გათხრა ადმინისტრაციული სასაზღვრე ხაზის გასწვრივ  გრძელდებოდა მიმოხილვის პერიოდის განმავლობაშიც.[21]

 

14.  ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად 2016 წელს  არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე  ანგარიშის თანახმად, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა, „რუსეთის მიერ 2016 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული სასაზღვრე ხაზის  გასწვრივ „საზღვრის გაყვანა“  გამოჰყოფს და  დააშორებს  ადგილობრივ მოსახლეობას  საკუთარი თემისგან  და ხელს უშლის საცხოვრებელად აუცილებელი  სახსრების მოპოვებაში...   შეზღუდვებმა გაამწვავა რუსეთის მიერ „საზღვრის გაყვანის“ პროცესი  ორივე ადმინისტრაციული   საზღვრის გასწვრივ, ისევე როგორც კიდევ უფრო მეტად შეზღუდა გადაადგილების  შესაძლებლობა, აღმართა  ფიზიკური წინაღობები   და გაართულა სოფლის სამეურნეო მიწებზე შესვლა, წყლით მომარაგება და სასაფლაოებზე შესვლა.“[22]

 

15. 2016/2017 საერთაშორისო ამნისტიის მსოფლიოში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ  ანგარიშის თანახმად, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა, “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფილი რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრე  ხაზების გასწვრივ  მიმდინარე ღობის მშენებლობას კიდევ უფრო  მეტად    უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ეკონომიურ და სოციალურ უფლებებზე.“[23]

 

16. 2017 წლის 10 იანვარს, სიენენ-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც აღწერს  საოკუპაციო ხაზის მიერ გამოწვეულ პრობლემებს.[24] სტატიის თანახმად. „ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისია ახდენს საქართველოსა და მისგან გამოყოფილი რეგიონების  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული  ადმინისტრაციული სასაზღვრე ხაზების პატრულირებას. ბოლო წლებში, მონიტორები ამბობენ, რომ  ხაზმა წინ წაიწია და ჩაყლაპა სოფლის  სამეურნეო მიწები. “ბევრ ადგილას ხალხმა არც იცის, სად გადის საზღვარი,“  - უთხრა სიენ-ენს  ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის თავმჯდომარემ  ქესტუტის ჯანკაუსკასმა. „ის (საზღვარი)    არსებობს, მაგრამ ეს არ არის ოფიცილაური. ეს არის საზღვრის არამყარი ცნება.”  ზოგჯერ რუსული სამხედრო ნაწილები იყენებენ ალესილ მავთუხლართებს იმ ადგილის აღსანიშნად, რომელიც საზღვრად მიაჩნიათ; სხვა ადგილებში ისინი აყენებენ მწვანე ნიშნებს, რომელსაც ქართულად და ინგლისურად აწერია „გადასვლა აკრძალულია.“       ხშირად მხოლოდ ასეთი ნიშნები დგას, რაც იწვევს მოსახლეობის დაბნეულობას, რომელიც  ჩივის, რომ ისინი დააკავეს და დააჯარიმეს საზღვრის შემთხვევით გადაკვეთისთვის. ამ წელს, რუსებმა ორი სანგარი გათხარეს ხილის  საუკეთესო  ბაღებში იმ მიზეზით, რომ ეს სახანძრო უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო, მაგრამ      ამ თხრილზე  გადასული ქართველები  დააკავეს. “ჩვენ არ ვიცით სად და რამდენად შორს შეიძლება გადაიწიოს ამ ხაზმა, იმიტომ რომ ეს საკითხი შეთანხმების გარეშე წყდება.” - განმარტავს ჯანკაუსკასი    და ამატებს, რომ ხაზის გაყვანა  სავარაუდოდ   საბჭოთა გენერალური შტაბის 1980 -იანი  წლების ძველ  რუკებს ეყრდნობა.“[25]

 

 

ე.წ. ახალი :კანონები“ და „პასპორტიზაციის“  ახალი ტალღა.

17. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღებულ იქნა საანაგრიშო პერიოდის განმავლობაში  და  შეშფოთებას გამოხატავს „ორივე რეგიონში  ეთნიკური ნიშნით მიმდინარე   დისკრიმინაციის“ თაობაზე“.[26]

 

18. უნდა გავიხსენოთ, რომ 2016 წლის 1 აპრილს, ე.წ. „აფხაზეთში მყოფი  უცხოელი მოქალაქის  სამართლებრივი სტატუსის შესახებ“   კანონის მიღება და  „ აფხაზეთში შესვლაზე და გამოსვლაზე კანონი“,  ძალაში შევიდა. მსგავსი დოკუმენტი მიიღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა  და კერძოდ კი, „კანონი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ“. ე.წ. „კანონების“ მიღება გამიზნულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ  ქართულ მოსახლეობაზე.  საქართველოს სახალხო დამცველის მიერ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არსებული   ქალთა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ   საგანგებო მოხსენების   თანახმად   (2014-2016 წლების მიმოხილვა),  რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა, „გალის მოსახლეობის უმრავლესობას, ისევე როგორც ოჩამჩირისა და ტყვარჩელის თემებს არა აქვთ წვდომა  იმ დოკუმენტაციასთან, რომლის საფუძველზეც ისინი თავისი უფლებების რეალიზებას შეძლებენ, ისეთის როგორიცაა უფლება გადაადგილებაზე, კერძო საკუთრებაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე და სხვა.“[27]

 

19. როგორც „პასპორტიზაციის“  ახალი ტალღის ნაწილი, აფხაზეთში ე.წ. „პასპორტების“ გამოშვება  2016 წლის მაისში დაიწყო და გაგრძელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.[28] სანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის,  12 000 ე.წ. „პასპორტი“ იქნება გამოშვებული.[29] 2017 წლის ბოლოსთვის  სულ 100 000 ე.წ. პასპორტის“ გამოშვება იგეგმება.[30] რაც შეეხება ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პასპორტიზაციას“, 2016 წლის განმავლობაში  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 3 114 ე.წ. „პასპორტი“ იქნა გამოშვებული. [31]

 

20.   ე.წ. „ახალი „ კანონებისა“ და ე.წ „პასპორტიზაციის“  საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაგირების შედეგად, 2016 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ე.წ. „ აფხაზეთში მცხოვრები უცხოელი მოქალაქეების სტატუსში“ შესწორების შეტანისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე გალის რაიონის მკვიდრი მოსახლეობისთვის „ბინადრობაზე უფლების“ მიღების  ნებართვის თაობაზე.[32] უფრო ზუსტად, „2016 წლის დეკემბერში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა  ცვლილებები შეიტანა  დე ფაქტო კანონში  უცხოელი მოქალაქის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს სხვა უფლებებთან ერთად გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სტატუსსა და უფლებებს. ახალი ცვლილებები, არსებული ინფორმაციის თანახმად, ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე  გალის რაიონის მკვიდრი მოსახლეობა მიიღებს“ ბინადრობაზე უფლებას“, თუმცა გასაგებია, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ყველა  მნიშვნელოვან საკითხს.  მიუხედავად იმისა, რომ  ველოდებით,  რომ ერთი სახის გაუმჯობესება  შესაძლოა შეეხოს   ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთას, არსებობს გაურკველობა სხვა უფლებებთან მიმართებაში, რომელიც მიბმულია მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსთან   და საკუთრებაზე უფლებასთან.[33] უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. „ბინადრობაზე უფლების“ მოწმობის გაცემა საქართველოს მოქალაქობის მქონე გალის მკვიდრი მოსახლეობისთვის არ დაწყებულა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.[34]

 

II.   წამებისა და ცუდად მოპყრობისგან თავისუფლება

21. როგორც აღწერილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  კვარტალურ ანგარიშში საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ, რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები  და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები  რეგულარულად ახორციელებენ წამებისა და ცუდად მოპყრობის ქმედებებს.

 

22. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული  წამებისა და ცუდად მოპყრობის პრაქტიკა   საანგარიშო პერიოდის განმავლობაშიც  შეშფოთების საგნად რჩება, რაც დასტურდება  საანგარიშო პერიოდში ან საანგარიშო პერიოდის შესახებ  გამოქვეყნებულ სხვადასხვა მოხსენებაში.

 

23. ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა სფეროში  2016  წელს არსებული ვითარებაზე წარმოდგენილი  ანგარიშის  თანახმად, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა, „რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის  ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ინდივიდები, რომლებიც მოგვიანებით  საქრთველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ,  ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიას  (ესმმ) აუწყებენ მათი პატიმრობისას მომხდარ  ცუდად მოპყრობისა და შეურაცხყოფის ფაქტებს, ანთებული სიგარეტით მიყენებული დამწვრობებისა და ცემის ჩათვლით. ადამიანის უფლებათა დამკვირვებლების თანახმად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ინდივიდების ნახევარმა გამოსცადა ამა თუ იმ ფორმის  შეურაცხყოფა.... აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული  ციხის პირობები კი  სტანდარტს არ აკმაყოფილებს“. [35]

 

24. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ 15-ე გაერთიანებული ანგარიშის თანახმად, რომელიც მოიცავს საანგარიშო პერიოდს, აფხაზეთის რეგიონში, როგორც წესი,  დელეგაცია გამუდმებით იღებს  ცუდად მოპყრობის შემთხვევების  შესახებ შეტყობინებებს იმათგან, ვინც დააკავეს და  „ჯარიმის“ გადახდის შემდეგ გამოუშვეს.“[36]

 

25. საერთაშორისო ამნისტიის ადამიანის უფლებათა სფეროში მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ 2016/2017 წლების მოხსენების თანახმად, „დე ფაქტო ხელისუფალნი   და რუსეთის ძალები   აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში აგრძელებენ... ათობით ადამიანის დაკავებას, რამდენიმე დაკავებული ჩივის წამებისა და ცუდად მოპყრობის და სხვა შეურაცხყოფის შესახებ, ცემის ჩათვლით, რომელიც მათ გამოსცადეს მათი  ხანგრძლივი თვითნებურად დაკავების პერიოდში.”[37]

 

26.  2017 წლის 23 თებერვალს 70 წლის  ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს გორის რაიონის სოფელ გუგუნიანთკარის ცხინვალის რეგიონთან არსებული საოკუპაციო ხაზის  ე.წ. „არალეგალურად გადაკვეთისთვის“.  მისი დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც ის ფიჩხს აგროვებდა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე საკუთარ ეზოში. დაკავებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.[38] დაკავებულს პატიმრობაში ყოფნისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.[39] განთავისუფლების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის   გამო ის  დაუყოვნებლივ იქნა მოთავსებული გორის საავადმყოფოში.[40] სამედიცინო გამოკვლევის თანახმად დადგინდა, რომ მსხვერპლს ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად თავის ტვინის შერყევა დაემართა.[41]

 

27. 2017 წლის 3 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი გაიტაცეს და აწამეს.[42]

 

III. თვითნებური დაკავება

 

28. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ  საანგარიშო პერიოდში  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის“ შესახებ, გამოთქვამს შეშფოთებას „ორივე რეგიონში არსებული ადამიანების გატაცებისა და თვითნებური დაკავების ფაქტების  თაობაზე.“[43]

 

29. ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებათა სფეროში  2016 წელს    არსებული მდგომარეობის შესახებ  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოაქვეყნა შემდეგი: „რუსეთის მესაზღვრეები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ინდივიდების დაჯარიმებითა და  დაკავებულების განთავისუფლებით  ახორიციელებენ    საზღვრის გადაკვეთის წესებს, რომელიც შემოტანილი იქნა დე ფაქტო ხელისუფალთა მიერ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულ ინდივიდებს  რუსეთის მესაზღვრეები  ხშირად გადასცემენ  დე ფაქტო ხელისუფლებას....  არსებობს დე  ფაქტო ხელისუფლების მიერ ეთნიკური ქართველების თვითნებურად დაკავების ფაქტები, კერძოდ კი ცხინვალსა და გალში, შესაბამისად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. დაკავებულები  იუწყებიან, რომ  მათ არ შეატყობინეს მათი დაპატიმრების მიზეზი და ის, თუ  რატომ  გადასცეს  ისინი დე ფაქტო ხელისუფლების მბრალდებელს. ...  ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ სულ ცოტა ერთი შემთხვევის შესახებ მაინც შეგვატყობინა, თუ როგორ გადმოკვეთა საზღვარი და გადმოვიდა ინდივიდის დასაკავებლად საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე   სამხრეთ ოსეთის  მესაზღვრე. [44]

 

30. ევროპის საბჭოს გენრალური მდივნის 15-ე კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად,  საქართველოს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს შიში იმის თაობაზე, რომ ხანგრძლივი დაკავებები ისევ ძალაში შევა. ამ მხრივ, მათ კიდევ ერთხელ მიაპყრეს დელეგაციის  ყურადღება ქართველი დევნილის (იგპ), გორის რაიონში მაცხოვრებელი  ( ბატონი გიორგი გიუნაშვილის) 2016 წლის ივნისში ე.წ. „საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის“ დაკავების ფაქტზე, რომელსაც შემდგომ 2017 წლის 3 თებერვალს  20 წლით პატიმრობა მიესაჯა  2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს „იარაღის ვითომდა  უკანონო შენახვის გამო“.[45] განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ  2017 წლის 3 თებერვალს ბატონ გიორგი გიუნაშვილს 20 წლით  პატიმრობა  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიესაჯა.[46] უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს მოქალაქე  ბატონი გიორგი გიუნაშვილი  2016 წლის 8 ივნისს დაკავებული იქნა რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ ე.წ.  „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო საზღვართან. თავდაპირველად, დაკავებულს ორი თვით პატიმრობა მიესაჯა ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მბრალდებელის სამსახურმა  „სისხლის სამართლის“ საქმე აღძრა ბატონი გიორგი გიუნაშვილის წინააღმდეგ.[47]

საქართველოს მთავრობას ბატონი გიორგი გიუნაშვილის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი  უსაფუძვლოდ და შეთითხნილად  მიაჩნია   და მოითხოვს მის უპირობო განთავისუფლებას.[48]

 

31. აგრეთვე მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  საქართველოს მოქალაქე ბატონი გიორგი ლუკავა    ე.წ. სოხუმის ციხეში  უკანონო პატიმრობაში რჩება.  ბატონი გიორგი ლუკავა 2012 წელს  დააკავეს  ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.[49] საქართველოს მთავრობა ითხოვს ბატონი გიორგი ლუკავას უკანონო პატიმრობიდან          დაუყოვნებელ განთავისუფლებას.[50]

 

32. საანაგრიშო პერიოდის განმავლობაში უამრავი შემთხვევაა აღნუსხული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში თვითნებური დაკავების შესახებ.  ქვემოთ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი.

 

33.  2017 წლის 7 იანვარს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო საზღვართან  რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა მიმდებარე სოფლის ადგილობრივი მოსახლე დააკავეს. სოფლის მკვიდრი გაიტაცეს, მაშინ როდესაც ის უახლოვდებოდა ადგილობრივ ეკლესიას მართმადიდებლური  შობის დღესასწაულის აღსანიშნად .[51]

 

34. 2017 წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისის მაცხოვრებელი ორი ქალბატონი რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა დააკვეს ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო საზღვართან.[52]

 

35. 2017 წლის 16 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის  ქალაქ ანაკლიის მაცხოვრებელი, რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა დააკავეს ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ახლოს და წაუყენეს „სისხლის სამართლის“ ბრალდება  ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო.  მოგვიანებით დაკავებული გაანთავისუფლეს და აუკრძალეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრება, იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ    „სისხლის სამართლის საქმის“   განხილვა მიმდინარეობს. [53]

 

36. 2017 წლის  9 მარტს, სამი ქალი დააკავეს  აფხაზეთის საოკუპაციო საზღვართან  ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ყველა მათგანი გადაიყვანეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე „სოხუმის  ე.წ. დაკავების ცენტრში“.  როდესაც ქალბატონები დააკავეს, ისინი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიემგზავრებოდნენ ნათესავის დაკრძალვაზე დასასწრებად.[54]

 

IV.   გადაადგილების თავისუფლება

37. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“, მიღებულ იქნა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რომელშიც „გადაადგილების თავისუფლებისა  და ბინადრობის საკითხების თაობაზე შეშფოთება გამოითქვა    ... ორივე რეგიონთან მიმართებაში“.[55] ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ მოხსენება გამოქვეყნდა საანგარიშო პერიოდში, რომელშიც ნათქვამია: “დე ფაქტო ხელისუფალნი და რუსეთის საოკუპაციო ძალები ზღუდავენ გადაადგილების თავისუფლებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... დე ფაქტო ხელისუფალნი და რუსეთის ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ზღუდავენ აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლებას სამედიცინო დახმარების, საპენსიო მომსახურების, რელიგიური მსახურების და განათლების მისაღებად.“[56] დამატებით, დადასტურებულია, რომ „ოჯახის წევრების დაშორება აქტუალურ საკითხად რჩება ცხინვალის რეგიონის ახალგორის ადგილობრივი მოსახლეობისთვის.“[57]

 

38.  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 15-ე კონსოლიდირებული  ანგარიშის თანახმად,“ ყველაზე მეტი კრიტიკული შენიშვნა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (აფხაზეთის რეგიონში)   ეკუთვნის   ორი დამატებით გამშვები პუნქტის დაკეტვას ადმინისტრაციულ საზღვარზე და კერძოდ კი ხურჩა/ნაბაკევისა და მეორე - ოტობაია/ორსანტიის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ  2016 წელს 28 დეკემბერს  მიღებული  გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ძალაში 2017 წლის 5 მარტს შევიდა.“[58] ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ დამატებითი გადასასველი პუნქტის  დაკეტვამ  საერთაშორისო საზოგადოებრიობის  რეაგირება  გამოიწვია, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ორი დამატებითი გამშვები პუნქტის დაკეტვის თაობაზე და აღნიშნა ის უარყოფითი შედეგი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოყვა და აისახა  ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებზე  და მათი უფლებების  მდგომარეობაზე,  თავისუფლად გადაადგილების  ჩათვლით. ქვემოთ მოყვანილია ამ რეაგირების რამდენიმე მაგალითი.

 

39. გაეროს გენერალური მდივნის  პრეს-მდივანმა განაცხადა: “ ჩვენ ვწუხვართ ცოტა ხნის წინ გაცხადებული გეგმის გამო, დაიხუროს ორი დამატებითი გამშვები პუნქტი მდინარე ენგურზე, საქართველოში, რაც დამღუპველი იქნება თავისუფლად გადაადგილებისა და მოსახლეობის ზოგადი კეთილდღეობისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული   საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობენ, განსაკუთრებით კი გალის რაიონში მცხოვრები სკოლის ბავშვების ჩათვლით.“[59] გაეროს კოორდინატორ-რეზიდენტმა საქართველოში, განაცხადა, რომ აკრძალვებს მოყვა უარყოფითი  შედეგები აფხაზეთში/საქართველო მცხოვრები ადამიანებისთვის. გადაადგილება უარესად გამკაცრდა, აფხაზეთის მოსახლეობას სულ უფრო მეტად უჭირს ჯანდაცვაზე და განათლებაზე წვდომა და ეკონომიკურ აქტივობაში  და სოციალურ მოვლენებში მონაწილეობის მიღება, როგორიცაა ქორწილები, პანაშვიდები და დაკრძალვები, საჯარო დღესასწაულები, ისევე როგორც საოჯახო შეკრებები. ეს ეხება განსაკუთრებით მათ, ვინც სასაზღვრო ხაზთან  ახლოს ცხოვრობს.  უნდა აღინიშნოს, რომ განათლება ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლის დასასწრებად საზღვარს კვეთენ, რათა განათლება თავის მშობლიურ ენაზე მიიღონ,  ხელმისაწვდომი აღარ იქნება“. [60] ევროპის საბჭოს პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ „საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან - აფხაზეთთან  არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით ყოველდღიურად ასობით ადამიანის მიერ გამოყენებადი ორი გამშვები პუნქტის  ნაბაკევი-ხურჩა და მეორე ოტობაია-ორსანტია  დაკეტვის შესახებ განცხადება   დამღუპველი იქნება მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებისთვის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები  სკოლის ბავშვების ჩათვლით. ეს სავარაუდოდ გაზრდის ინციდენტების რისკს და განსაკუთრებით კი დაკავების რისკს.“[61] საქართველოში მყოფი ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისია (ესმმ)   სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს გამშვები პუნქტების დაკეტვის თაობაზე და ამ ნაბიჯის უარყოფით  შედეგზე საუბრობს, რომელიც აისახება ადმინისტრაციული  საზღვრის ახლოს მცხოვრები ადგილობრივი  მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ხაზგასმა ეკუთვნის პრობლემას, რომელიც შეიქმნება სკოლის  მოსწავლეებისა და პაციენტებისთვის,რომლებიც საზღვარს სამედიცინო მომსახურების მისაღებად კვეთენ.“[62] ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) პრეს-მდივანმა განაცხადა: “ჩვენ ადგილზე  დავაკვირდით  ბოლო პერიოდის მოვლენებს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვება მთელი რიგი ნეგატიური შედეგი და კერძოდ კი,  ეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებაზე აისახება. ამგვარად, ჩვენ მოვუწოდებთ დიალოგისკენ, ისევე როგორც სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებისკენ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულება მოსახლეობის ყოველდღიური ყოფის სფეროში.“[63] ნატოს პრეს-მდივანი აცხადებს, რომ „მე შეწუხებული ვარ  განცხადებით საქართველოს რეგიონის აფხაზეთის სასაზღვრო ხაზთან მდებარე ამ  ორი გამშვები პუნქტის დაკეტვის თაობაზე. ამ გამშვები პუნქტების დახურვა, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება ასობით  მოქალაქის მიერ, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს არსებულ სიტუაციაზე და რეგიონის სტაბილურობაზე. ის შეზღუდავს  გადაადგილების თავისუფლებას და ამით ზიანი მიადგება ადგილობრივი მოსახლეობის  ცხოვრების პირობებს.“[64] ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქრთველოში ჩატარებული მონიტორინგის საკითხებზე, ეწვივნენ საქართველოს 2017 წლის 28- 30-მარტს და ვიზიტის დასასრულს „გამოთქვეს  სეიოზული შეშფოთება   აფხაზეთის  რეგიონსა და დანარჩენ საქრთველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის თაობაზე. [65] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 15-ე კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, „მოსალოდნელია, რომ გამშვები  პუნქტების რაოდენობის შემცირება აუცილებლად   მიგვიყვანს მთელ რიგ დაკავებებთან, რომელიც რეგულარულად მოხდება „არასანქციონირებული“ პუნქტების გადაკვეთისას ან  ვალიდური დოკუმენტების არქონისას.“[66] შესაბამისი განცხადებები გაკეთდა ა.შ.შ.- ის,[67] ლიტვისა[68] და იაპონიის მიერ.[69]

 

40. 2017 წლის 23 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ეთნიკური აფხაზი  ორი გამშვები პუნქტის დახურვის წინააღმდეგ გამოვიდა. [70] ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 25 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დაახლოებით 200  ეთნიკურად ქართველმა   მშვიდობიანი საპროტესო მიტინგი გამართა  დამატებით კიდევ ორი გამშვები პუნქტის დახურვის გამო.[71]

 

41.  ევროპის  საბჭოს გენერალური მდივნის 15-ე კონსოლიდირებული  ანგარიშის თანახმად, “დელეგაციას მოახსენეს, რომ  ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე  ე.წ. „სასაზღვრო ხაზი“  2016 წლის ნოემბრიდან გაფართოვდა.... ამავე დროს, დელეგაციას შეატყობინეს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ (ცხინვალის რეგიონში) შეამსუბუქა ზოგიერთი შეზღუდვა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ე.წ. „სასაზღვრო ხაზის“ გადაკვეთაზე, სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა რამდენიმე პროტესტისა და კრიტიკული გამოსვლის  შემდეგ, რომელთაც ვერ შეძლეს  აღნიშნული ადგილის  ფარგლებში  მდებარე სოფელში მისვლა. კონრეტულად კი, 2017 წლის 27 იანვარს დე ფაქტო ხელისუფლებამ გააუქმა საგანგებო ნებართვა ე.წ. „სასაზღვრეო ხაზის“ გადაკვეთაზე.  სხვა შეზღუდვები კი, ნებართვის აუცილებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი    ქმედებების განხორციელებაზე ადმინისტრაციული საზღვრიდან  100 კილომეტრის მანძილზე  ძალაში რჩება.“[72]

 

42. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 18 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი გეგმავდა ე.წ. „კანონის“ მიღებას, რომელიც მიმართული იქნება სანქციების გამკაცრებაზე ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო“.  ე.წ. „კანონოპროექტის“ თანახმად, ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე“ ჯარიმა გაიზრდება დაკავებულის ხელფასის 80 -დან 100 -მაგ ოდენობამდე, დაკავების პერიოდი კი, „საზღვრის არალეგალურად განმეორებით  გადაკვეთის“  შემთხვევაში  15 დღით განისაზღვრება“.[73] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 15-ე კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად,“ მაშინ როდესაც, როგორც წესი დაპატიმრებულები მცირევადიანი  დაკავების მერე თავისუფლდებოდნენ და იხდიდნენ „ჯარიმას“, ... ახლა „ჯარიმები“  მკვეთრად გაიზარდა - და ათჯერ უფრო მეტია საზღვრის განმეორებითი გადაკვეთისთვის; ეს წესი ცოტა ხნის წინ ძალაში შევიდა ( აფხაზეთის რეგიონში).“[74]

 

43. კონფლიქტით დაზარალებული რეგიონის ქალთა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ საგანგებო მოხსენებაში (2014-2016 წლების მიმოხილვა), საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა გარანტია, რომ  „არასრულწლოვნებს აღარ დააკავებენ  და პაციენტებს კი საზღვრის გადაკვეთის  ნებას  ნებისმიერ დროს დართავენ. დაკავებაში ყოფნისას მკურნალობის საკითხებზე   და დაკავებულების ღამით განთავისუფლების  პრაქტიკაზე  მსჯელობა მოლაპარაკებების დროს უნდა მოხდეს.“[75]

 

 

V.  უფლება საკუთრებაზე

44. ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაკეთებული 2016 წლის  ანგარიშის  თანახმად, რომელიც საანაგარიშო პერიოდის განმავლოაბში გამოქვეყნდა: “აფხაზეთში დე ფაქტო სამართლის სისტემა  კრძალავს საკუთრების მოთხოვნას იმ ეთნიკურად ქართველების  მიერ, ვინც აფხაზეთი 1992-1993 ომის დროს დატოვა  და ამით იძულებით გადაადგილებულ პირებს ართმევს აფხაზეთში  საკუთრების  უფლებას. 2010 წლის დეკრეტში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება  საქართველოს მთავრობის მიერ 1991 და 2008 წლებში გაცემულ დოკუმენტებს, ახალგორის რაიონში განლაგებული  საკარმიდამო ნაკვეთების ფლობაზე,  ძალადაკარგულად   ცნობს.  დეკრეტის თანახმად ახალგორის რაიონის მთელი ქონება ეკუთვნის დე ფაქტო ხელისუფლებას, სანამ „მოქალაქის“ უფლება საკუთრებაზე არ დადგინდება დე ფაქტო „კანონის“ შესაბამისად   და ამით 2008 წელს დევნილ  ეთნიკურად ქართველებს   ართმევენ ამ რეგიონში საკუთრების  უფლებას... აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებამ პირველ რიგში შეზღუდა ეთნიკურად ქართველების უფლებები ... საკუთრებაზე.“ [76]

 

45. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და კერძოდ კი, 2017 წლის 1 იანვარს, ე.წ. „რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის კანონი“   ოკუპირებულ აფხაზეთში  ძალაში შევიდა.[77] ე.წ. „კანონი“ არეგულირებს „აფხაზეთის რესპუბლიკის“ საკუთრების პრივატიზაციის პროცესს (რესპუბლიკური  საკუთრება) და „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები“ (მუნიციპალური საკუთრება) ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოთ ხსენებული „კანონი“                inter alia,  ხელს უხსნის    აფხაზეთიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მიტოვებული ქონების უკანონოდ გაყიდვის პერსპექტივას, რომელიც  ამ ე.წ.“კანონის“[78] მიღებამდე „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მფლობელობაში  გახლდათ  (რესპუბლიკური ქონება), ხოლო  „ადმინისტრაციული -ტერიტორიულ ერთეულები“  კი მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა.

 

46 ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში  „საქართველოსთან თანამშრომლობაზე“, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  იქნა მიღებული,   გამოთქმულია შეშფოთება  „ორივე რეგიონში... საკუთრებაზე უფლებაში ჩარევის გამო“.[79]

 

47. საერთაშორისო ამნისტიის 2016-/2017 წლების  ანგარიშის  თანახმად:  „ადამინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების ხშირმა აღმართვამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის  მუშაობის, საკვების მოპოვების და   ადეკვატური სტანდარტით ცხოვრების უფლებაზე, მას მერე, რაც მათ ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგეს თავიანთ კუთვნილ ხილის ბაღებში, საძოვრებზე და  სახნავ  მიწაზე შესვლის შესაძლებლობა.“ [80]

 

48. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 15-ე კონსოლიდირებული  ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ე.წ. „საზღვრის გაყვანის“ გამო ადგილობრივი მოსახლეობა ისევ მოკლებული იყო უფლებას შესულიყო თავის კუთვნილ სოფლის სამეურნეო მიწებზე და საძოვრებზე განსაკუთრებით მოსავლის აღების პერიოდში.“[81]

 

49.  2017 წლის 3 მარტს, სტატია გამოქვეყნდა ნპრ-ში, რომელიც აღწერს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო  საზღვრის შედეგად წარმოშობილ პრობლემებს[82].  უფრო ზუსტად, სტატიის თანახმად „ფერმერებმა ერთ ღამეს დაიძინეს და ეგონათ, რომ მათი მინდვრები და ხილის ბაღები საქართველოს ტერიტორიაზე იყო და მეორე დღეს კი გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ აღმართული ღობეები და სანგრები სულ სხვა რაღაცას აღნიშნავდნენ. ახალი მწვანე ნიშნები იუწყებოდნენ სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო საზღვრის“ არსებობას იქ,  რაც  მანამდე ქართულ ტერიტორიად  ითვლებოდა. ამ დროისთვის საზღვარი არის იქ, სადაც რუსებს უნდათ რომ იყოს.  რუსეთი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის  საზღვრის  განსაზღვრა, რომელიც საბჭოთა პერიოდში პროვინციად ითვლებოდა,  ხდება საბჭოთა სამხედრო რუკების მიხედვით. თუმცა ტერიტორიის განმსაზღვრელი რუკები არ არის  გამოქვეყნებული.“ თუ   სოფლის შუაგულში ან ხილის ბაღის შუაგულში ე.წ. საზღვარი  გადის , ამან შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას ადგილობირივ თემსა და  საზოგადოებას“ - ამბობს ევროპის საბჭოს მონიტორი თომას ჟბლოვსკი. ...   სოფელი ყვაოდა  - გვიხსნის მუსიკის მასწავლებებლი ზიზი კურმაშვილი - ადამიანებს ვაშლის, ატმის და ქლიავის უზარმაზარი ბაღები ჰქონდათ და არსებობდა კარგი ბაზარი. ახლა - აგრძელებს ზიზი კურმაშვილი - რუსებმა მოიპარეს ჩვენი მიწა და წყალი და ადამიანებს ფულის შოვნის საშუალება წაართვეს.“[83]

50. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 18 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს ე.წ.“კანონის“მიღებას, რომელიც ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო  საკუთარი ნივთების ჩამორთმევის უფლებას იძლევა [84]“.

 

51. 2017 წლის 22 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან  საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გაჩხრიკეს და ჩამოართვეს მათი კუთვნილი ტელეფონები მხოლოდ იმის გამო, რომ მობილური ტელეფონები ქართული მობილური ქსელის ოპერატორში იყვნენ ჩართულნი.[85] იგივე წყაროს თანახმად, იმ ადამიანებს, ვისაც აფხაზეთის საოკუოპაციო  ხაზის გადალახვა სურთ, აიძულებენ დამატებითი ბაჟის გადახდას მათი პირადი ნივთებისთვის, თუ ისინი 10 კილოგრამს აჭარბებენ.[86]

 

52. 2017 წლის 2 მარტს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  „მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს უნდა ავუხსნათ, რომ მათ არ უნდა დაამუშავონ საზღვრის ხაზის მეორე მხარეს მდებარე მიწები... და ამ წელს არანაირი კომპრომისი არ იქნება დაშვებული უკანონო მოსავლის აღებასთან დაკავშირებით“.[87]

VI. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

53. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მხრივ სიტუაცია უცვლელი რჩება.  ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში, “საქართველოსთან თანამშრომლობა“,  რომელიც  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იქნა მიღებული, გამოთქმულია შეშფოთება „მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო“.[88]

 

54. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ 15-ე კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა, “რუსულმა ენამ ქართული ენა ჩაანაცვლა  ქვემო გალის 11-ვე სკოლაში (აფხაზეთის რეგიონი)  პირველი კლასიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, გალის ზემო ზონაში შემოტანილი პრაქტიკის მსგავსად, სადაც 2008 წლიდან ყველა სკოლა რუსულ პროგრამაზე გადავიდა. ამ კლასებში ქართული ენის სწავლება შეიზღუდა ორი გაკვეთლით კვირაში და ქართული ისწავლება როგორც უცხო ენა. ამას ემატება  ქართული ლიტერატურის კიდევ ერთი საათი კვირაში. დელეგაციასთან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლეთა საუბარისას გაირკვა, რომ გალის მასწავლებლების  მომზადება გართულდა კონტროლის გამკაცრების გამო და რომ   ადგილი ჰქონდა  სამინისტროს მიერ მიწოდებული ქართული სახელმძღვანელოების კონფისკაციას. ... ორივე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი საკონტაქტო  (შუამავლები)  პირები   მიუთითებენ სკოლის დატოვების მზარდ შემთხვევებზე, რაც გამოწვეულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეუძლებლობით და სკოლის მოსწავლეების თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვით, 2016   სასკოლო წლის დაწყებისას აფხაზური მხარის მიერ მოცემული დაპირების  მიუხედავად.[89]

 

55.  ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა  შესახებ 2016 წლის მოხსენების თანახმად, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა „ აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები ქართულ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით წააწყდნენ პრობლემებს. ესმმ-ის ინფორმაციის თანახმად, გალში/საქართველო,  გალელი  მოსწავლეები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში აპირებდნენ წასვლას,  წააწყდნენ სირთულეებს სასკოლო წლის დასაწყისში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას.“ [90]

 

56. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ქალებისა და ბავშვების უფლებათა სფეროში არსებული  მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში (2014-2016 წლების მიმოხილვა), რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა, ნათქვამია: „ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთაზე შემოღებული შეზღუდვების გამო იმ მოსწავლეებს,  რომლებიც  ხაზს ყოველდღიურად კვეთენ სკოლის გეგორაფიული სიახლოვის გამო,  ეზღუდებათ  განათლების მიღების უფლება. ამ შეზღუდვების გამო  წლიდან წლამდე  ამგვარი მოსწავლეების რიცხვი  მატულობს.  დამატებით, მხოლოდ მოსწავლეებს აქვთ სკოლაში წასასვლელად ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება, რომელნიც რუსი მესაზღვრეების საგანგებო სიაში არიან  ჩაწერილნი.“[91]

57. ითვლება, რომ დამატებითი ორი გამშვები პუნქტის  დახურვა აფხაზეთის   ადმინისტრაციულ საზღვარზე „განსაკუთრებულ  ზეგავლენას   მოახდენს   სკოლის მოსწავლეებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.  გადასასვლელი ხშირ შემთხვევაში  50 კილომეტრით არის გაფართოვებული.“ [92] „ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისია (ესმმ) სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე და ხაზს უსვამს იმ უარყოფით ზეგავლენას, რომელსაც ეს ნაბიჯი მოიტანს  და რომელიც აისახება იმ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთენ. განსაკუთრებით ხაზგასმულია სკოლის მოსწავლეების თავისუფლად გადაადგილების  პრობლემა....“[93]

 

VII.   დასკვნები

58. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი სიტუაცია და საანგარიშო პერიოდისთვის არსებული მაგალითები, შეიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებების  სფეროში, ისევე როგორც წამებისა და ცუდად მოპყრობისგან თავისუფლების[94], თვითნებურად დაკავების[95], მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა[96] და დისკრიმინაციის[97] აკრძალვის სფეროში  სერიოზულ დარღვევებს“.  

 

VIII  მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი

59. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სახელმწიფოებს, საერთაშორისო შიდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს:

 

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების   - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება და დაასრულოს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია;

 

მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტონ ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მოწოდება, უზრუნველყოს ადამიანების თავისუფლად  გადაადგილება და  მოხსნას მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები და ბანერები საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე;

 

მიიღონ დამატებით ზომები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის  მონიტორინგისთვის და ანგარიშისთვის და განსაკუთრებით ხაზგასმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  მოუწოდებს:

 

i)გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის  სამსახურს, იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს დამატებითი ზომები, იმისათვის, რომ რეგულარულად განიხილოს და  შეაფასოს  აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სიტუაცია.

ii)გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო საპროცესო მანდატის მფლობელებს, მიღონ დამატებითი ზომები, რათა განიხილონ და ანგარიში წარმოადგინონ აფხაზეთში და  ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ.

iv) ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, რათა მიიღოს დამატებითი ზომები საქართველოს რეგიონებში აფზახეთსა და ცხინვალში   ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის  დასარეგულირებლად და ანგარიშის მოსამზადებლად;

ევროპის უსაფრთხოებისა და თანაშმრომლობის ორგანიზაციას  და ავტონომიურ ინსტიტუციებს და კერძოდ დემოკრატიული ინსტიტუციების სამსახურს და  ეროვნულ უმცირესობათა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის სამსახურს, რათა გამოინახოს გზები  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სიტუაციის მონიტორინგისთვის. ეს ნაბიჯები შეიძლება, მათ შორის  მოიცავდეს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებების დაცვის განხორციელებაზე კონტროლის  განხორციელებას და ანგარიშის მომზადებას  ამ რეკომენდაციების დანერგვის სტატუსის თაობაზე, რომელიც შედის ODIHR/HCNM 2008 წლის ანგარიშში „საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შემდგომ ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა.“

განაგრძოს რუსეთის ფედერაციის მოწოდება, ნება დართოს ა)  გამოყენებული იქნეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში; ბ) ოფიციალურად და ლეგალურად შეუშვას საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო მისიები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით, საქართველოს ოკუპირებულ  რეგიონებში.

განაგრძოს და გააძლიეროს ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ისეთის როგორიცაა თავისუფლად გადაადგილების უფლება; წამებისგან და შეურაცხყოფისგან თავისუფლება; უფლება საკუთრებაზე და  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.


[1] “საქართველოსთან თანამშრომლობა“  - რეზოლუცია მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლის 24 მარტს 34-ე სესიაზე (27  თებერვალი-24  მარტი 2017), A/HRC/RES/34/37.

[2] “საქართველოსთან თანამშრომლობა“  - რეზოლუცია მიღებულია გაერთიაებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლის 24 მარტს 34-ე სესიაზე (27  თებერვალი-24  მარტი 2017), A/HRC/RES/34/37.

[3] გაერთიანებეული სამეფოს სახელმწიფო და საგარეო და თანამეგობრობის სამსახურის მინისტრი  ბარონესა ანელი მიესალმება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლის 24 მარტს  მიღებულ გადაწყვეტილებას, იხილე:

 

[4] ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის გაუმჯობესება ( სექტემბერი-დეკემბერი 2016) და ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ მოვალოების შესრულების თაობაზე მიმოხილვის გაკეთება.“   რეზოლუცია 2149 ( 2017), 2017 წლის 26 იანვარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, პარაგრაფები 10.7 და 11.7.“

[5] 2017 წლის იანვარი -მარტი.

[6] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე     ( ოქტომბერი 2016 –  მარტი  2017), 2016, SG/Inf (2017)18, პარაგრაფები  4 and 5.

[7] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე     ( ოქტომბერი 2016 –  მარტი  2017), 2016, SG/Inf (2017)18, პარაგრაფები   35.

[8] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე     ( ოქტომბერი 2016 –  მარტი  2017), 2016, SG/Inf (2017)18, პარაგრაფები   60.

 

 

[9] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე     (ოქტომბერი 2016 –  მარტი  2017), 2016, SG/Inf (2017)18, პარაგრაფები    14 და 43.

[10]საქართველოს შესახებ მეოთხე პერიოდული ანგარიშის შემაჯამებელი დაკვირვევები, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი, 2017 წლის 9 მარტი, პარაგრაგი 4, CRC/C/GEO/CO/4.

[11] საქართველო 2016,  ანგარიში ადამიანთა უფლებების  თაობაზე, ა.შ.შ. სახელმწიფო   დეპარტამენტი, გამოქვეყნებულია 2017 წლის 3 მარტს, იხილე:  https://www.state.gov/documents/organization/265634.pdf

[12] საქართველო 2016,  ანგარიში ადამიანთა უფლებების  თაობაზე, ა.შ.შ. სახელმწიფო   დეპარტამენტი, გამოქვეყნებულია 2017 წლის 3 მარტს, იხილე:  https://www.state.gov/documents/organization/265634.pdf გვერდები 23-24, 1, 2 და 3.

[13] საერთაშორისო  ამნისტიის ანგარიში 2016/2017: ადამიანის უფლებათა  მსოფლიოში არსებული ვითარება (საქართველო 2016/2017), გამოქვეყნებული 2017 წლის 22 თებერვალს. იხილე: www.amnesty.org/en/countries/europe-and-central-asia/georgia/report-georgia/>

[14] საერთაშორისო  ამნისტიის ანგარიში 2016/2017: ადამიანის უფლებათა  მსოფლიოში არსებული ვითარება (საქართველო 2016/2017), გამოქვეყნებული 2017 წლის 22 თებერვალს. იხილე: www.amnesty.org/en/countries/europe-and-central-asia/georgia/report-georgia/>

[15] საქართველოს სახალხო დამცველის საგანგებო    ანგარიშში ქალთა და ბავშვთა უფლებების თაობაზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ( 2014-2016 მიმოხილვა),  2017 წლის 10 თებერვალი,  გვერდები 35-60,  იხილე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4459.pdf

[16] ინტერპოლმა გამოაქვეყნა  ბატონი რაშიდ კანჯი    - ოღლის  დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი  ბატონი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო, „ ფორტუნე“, 2017 წლის 17 მარტი, იხილე: < http://fortuna.ge/giga-otkhozorias-mkvlelobistvis-msjavrdebul-rashid-kanjioghlize-interpolis-mier-dzebna-gamockhadda/>

[17] ქუთაისი სააპელაციო სასამართლო  ამძიმებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დადანაშაულებული რაშიდ ქანჯი -ოღლის განაჩენს, საქართველოს ბრალმდებელის სამსახური, 2017 წლის 10 მარტი, იხილე: <http://pog.gov.ge/eng/news?info_id=1157>

[18] სასამართლო დამნაშვედ მიიჩნევს ბატონ რაშიდ ქანჯი-ოღლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში, საქართველოს ბრალმდებელის სამსახური, 2016 წლის 28 დეკემბერი, იხილე: http://pog.gov.ge/eng/news?info_id=1095>

[19] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი      ( ოქტომბერი 2016 –  მარტი  2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფი  38.

 

[20] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი      ( ოქტომბერი 2016 –  მარტი  2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფი  53.

[21] კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი      ( ოქტომბერი 2016 –  მარტი  2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფი  42  და 51.

[22] საქართველო 2016,  ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ, .შ.შ.  სახელმწიფო დეპარტამენტი, გამოქვეყნებულია 2017 წლის 3 მარტს

იხილე:   , pages 2 and 24

[23] საერთაშორისო  ამნისტიის ანგარიში 2016/2017: ადამიანის უფლებათა  მსოფლიოში არსებული ვითარება (საქართველო 2016/2017), გამოქვეყნებული 2017 წლის 22 თებერვალს. იხილე: www.amnesty.org/en/countries/europe-and-central-asia/georgia/report-georgia/>

[24] სახლში დაბრუნება იმისთვის, რომ აღმოაჩინო, რომ შენი სახლი სხვა ქვეყანაშია Erin McLaughlin and და სებასტიან შულკა, სიენენი, 2017 წლის 10 იანვარი, იხილე:       http://edition.cnn.com/2017/01/09/europe/georgia-south-ossetia-russia-border/

[25] სახლში დაბრუნება იმისთვის, რომ აღმოაჩინო, რომ შენი სახლი სხვა ქვეყანაშია Erin McLaughlin andდა სებასტიან შულკა, სიენენი, 2017 წლის 10 იანვარი, იხილე:       http://edition.cnn.com/2017/01/09/europe/georgia-south-ossetia-russia-border/

 

[26] „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რეზოლუცია მღებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ, 2017 წლის 24 მარტს, 34-ე სესიაზე    (27  თებერვალი -24  მარტი  2017), A/HRC/RES/34/37.

[27] საქართველოს სახალხო დამცველი,  საგანგებო მოხსენება საქრთველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ  ( 2014-2016 წლების მიმოხილვა), 10 თებერვალი  გვ.  51,  იხილე  at http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4459.pdf

[28] ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პასპორტების გამოშვება 27 მარტს განახლდება,“პირველი საინფორმაციო სააგნეტო“, 2017 წლის 24 მარტი, იხილე:  at http://www.pia.ge/post/110489-okupirebul-afxazetsi-e-w-pasportebis-gacema-27-martidan-ganaxldeba

[29] პასპორტების ადმინისტრაცია განაახლებს ახალი აფხაზური პასპორტების გამოშვებას,“აფსნი“  , 2017 წლის 28 მარტი, იხილე:  http://apsny.ru/news/?ID=28310&PAGEN_1=2

[30] ასლან კობახია: ახალი პასპორტების გამშვება 27 მარტს განახლდება,“ აფსნიპრესი“ 2017 წლის 12 მარტი, იხილე:  http://www.apsnypress.info/news/aslan-kobakhiya-vydacha-novykh-pasportov-vozobnovitsya-s-27-marta/

[31] სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს გამოშვებული პასპორტების რაოდენობას,“   “ოსეთის სპუტნიკი “, 2017წლის 12 მარტი, იხილე:http://sputnik-ossetia.ru/South_Ossetia/20170312/3829571.html

 

[32] ბინადრობაზე უფლება მიეცემათ გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, „აფსნი“, 2016 წლის 29 დეკემბერი, იხილე:  http://apsny.ru/news/?ID=26462

[33] საქართველოში არსებული კონფლიქტის თაობაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გაკეთბული გაერთიანებული ანგარიში [33]   (ოქტომბერი2016 –  მარტი 2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფები 45-46.

[34] აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ახალ სტატუსს იღებენ Georgians „პირველი საინფორმაციო სააგენტო“ 2017 წლის 30 მარტი, იხილე http://pia.ge/post/111850-afxazetsi-mcxovreb-qartvelebs-axali-statusi-mianiwes

 

[35] საქართველო 2016,  მოხსენება ადამიანთა უფლებების მდგომარეობის   შესახებ, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი, გამოქვეყნებულია,2017წლის,3მარტს,იხილე: https://www.state.gov/documents/organization/265634.pdf>, page 6 and 7.

[36] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ  საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ  გაკეთბული კონსოლიდირებული  ანგარიში   (ოქტომბერი 2016 –  მარტი 2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფი  44.

[37] საერთაშორისო ამნისტიის ანგარიში 2016/2017: ადამიანის უფლებათა მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ (საქართველო 2016/2017), გამოქვეყნებულია 2017 წლის 22 თებერვალს, იხილე: https://www.amnesty.org/en/countries/europe-and-central-asia/georgia/report-georgia/

[38] სოფელ გუგუნიათკარის მახლობლად  ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს 70 წლის ამირან გუგუტიშვილი, „იპნ“, 2017 წლის 25 თებერვალი, იხილე: http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/420542-sofel-gugutianthkarthan-ets-mesazghvreebma-70-tslis-amiran-gugutishvili-daakaves.html?ar=A

[39] ექიმის ინფორმაციის თანახმად,  ცხინვალის დაკავების ცენტრიდან განთავისუფლებულ ამირან გუგუტიშვილს თავის ტვინის შერყვეა აღენიშნება,“იპნ“, 2017 წლის 28 თებერვალი, იხილე: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/420865-eqimis-informaciith-ckhinvalis-izolatoridan-gathavisuflebul-70-tslis-amiran-gugutishvils-tvinis-sheryeva-aqvs.html?ar=A

[40] ამირან გუგუტიშვილი ცხინვალის დაკავების ცენტრიდან გაანთავისუფლეს,“იმედი“, 2017 წლის 28 თებერვალი,იხილე:  http://imedi.ge/index.php?rec_start=70&rec_start_nav=0&pg=shs&id_pr=10857&id=20

[41] ექიმის ინფორმაციის თანახმად,  ცხინვალის დაკავების ცენტრიდან განთავისუფლებულ ამირან გუგუტიშვილს თავის ტვინის შერყვეა აღენიშნება,“იპნ“, 2017 წლის 28 თებერვალი, იხილე: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/420865-eqimis-informaciith-ckhinvalis-izolatoridan-gathavisuflebul-70-tslis-amiran-gugutishvils-tvinis-sheryeva-aqvs.html?ar=A

[42] ოსეთის კვირა: შემქმნელის, ანუ იგივე  ედუარდ კოკოითის  მძიმე  ბედნიერება,“ექო კავკასია“, 2017 წლის 3 მარტი, იხილე: https://www.ekhokavkaza.com/a/28349475.html

[43] “თანამშრომლობა საქართველოსთან“, რეზოლუცია მიღებულია გაეროს ადმაიანის უფლებათა საჭოს მიერ, 2017 წლის 23 მარტს, 34-ე სესიაზე, იხილე:    (27  თებერვალი-24 მარტი 2017), A/HRC/RES/34/37.

 

[44] საქართველო 2016, მოხსენება ადამიანის უფლებათა შესახებ, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი, გამოქვეყნებულია, 2017 წლის, 3 მარტს, იხილე:  , pages 3-4.

[45] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში  არსებული კონფლიქტის გამო (ოქტომბერი 2016 –  მარტი 2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფი  56.

[46] საქართველოს უშიშროების სამსახური  - საქართველოს უშიშროების სამსახური  არ დაზოგავს ძალისხმევას, რომ ბატონი გიორგი გიუნაშვილი გაანთავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან,“იპნ“ 2017 წლის 5 თებერვალი, იხილე http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/417528-susi-sakhelmtsifo-usafrthkhoebis-samsakhuri-giorgi-giunashvilis-ukanono-patimrobidan-dasakhsnelad-yvelafers-gaakethebs.html?ar=A

[47] ინციდენტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა ერგნეთში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, 2016 წლის 19 ივლისი, იხილე:

[48] საქართველოს უშიშროების სამსახური  - საქართველოს უშიშროების სამსახური  არ დაზოგავს ძალისხმევას, რომ ბატონი გიორგი გიუნაშვილი გაანთავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან,“იპნ“ 2017 წლის 5 თებერვალი, იხილე http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/417528-susi-sakhelmtsifo-usafrthkhoebis-samsakhuri-giorgi-giunashvilis-ukanono-patimrobidan-dasakhsnelad-yvelafers-gaakethebs.html?ar=A

[49] აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფალნი არ ადასტურებენ გიორგი ლუკავას დრანდის ციხიდან გადაყვანას, “პირველი საინფორმაციო სააგენტო“, 2016წლის 15 ნოემბერი, იხილე:  http://pia.ge/post/99592-afxazetis-de-faqto-xelisufleba-giorgi-lukavas-drandis-cixidan-gayvanis-faqts-ar-adasturebs

[50] გალის ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების  მექანიზმის მიერ გამართულ   შეხვედრაზე  გალში საქართველო ახმოვანებს სამ ძირითად საკითხს, „საქართველო დღეს“,  2017 წლის 23 თებერვალი, იხილე:    http://georgiatoday.ge/news/5909/Georgia-Raises-Three-Key-Issues-at-IPRM-Meeting-in-Gali

[51] 25 წლის მამაკაცი გაიტაცეს სოფელ ჯარიაშენიდან, „ინფო 9“, 2017 წლის 7  იანვარი, იხილე: http://www.info9.ge/konfliqtebi/163438-sofel-jariashenidan-25-tslis-mamakaci-gaitaces.html?lang=ka-GE

[52] თბილისის ორი მაცხოვრებელი  რუსმა ოკუპანტებმა დააკვეს - დაკავება საოკუპაციო ხაზთან მოხდა „ნიუპოსტი“, 2017 წლის 1 თებერვალი, იხილე: http://www.newposts.ge/?l=G&id=131238-%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98

[53] რუსმა ოკუპანტებმა ერთი ადამიანი სამეგრელოში დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის,“იპნ“,2017წლის,17თებერვალი,იხილე:   ;

[54] სამი ქალბატონი დააკავეს აფხაზეთის საოკუპაციო საზღვართან ,“ნიუპოსტი“, 2017 წლის 14 მარტი, იხილე: 

[55] „საქართველოსთან თანამშრომლობა“, რეზოლუცია მიღებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლის 24 მარტს, 34-ე სესიაზე      (27  თებერვალი-24  მარტი 2017), A/HRC/RES/34/37.

[56] საქართველო 2016 ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ   ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაკეთებული  მოხსენება, გამოქვეყნებულია 2017 წლის 3 მარტს, იხილე: , pages 23-24.

[57] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის გაერთიანებული ანგარიში    ( ოქტომბერი2016 –  მარტი 2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფი 57.

[58] ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის გაერთიანებული ანგარიში    ( ოქტომბერი2016 –  მარტი 2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფი 40.

[59] მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ განცხადების პასუხად, სტეფან დუჯარიკი,  გაეროს გენერალური მდივნის პრეს-მდივანი, 2017 წლის 27 თებერვალი, იხილე:     https://www.un.org/sg/en/content/sg/note-correspondents/2017-02-27/note-correspondents-response-questions

[60] გაერო პროტესტს გამოთქვამს მდინარე ენგურზე გამშვები პოუნქტების დაკეტვის თაობაზე, “საქართველო დღეს“, 2017 წლის 26 იანვარი, იხილე: <http://georgiatoday.ge/news/5681/UN-Speaks-Out-against-Inguri-River-Crossing-Closures>

 

[61] საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის  გარშემო   განვითარებული მოვლენების შესახებ, ევროპის საბჭოს პრეს-მდივანი, 2017 წლის 25 იანვარი, იხილე:  

[62] ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისია მონაწილეობს გალის იპრმ 42-ე შეხვედრაში,  2017 წლის, 25 იანვარი,იხილე:    https://www.eumm.eu/en/press_and_public_information/press_releases/5726/?print=yes

[63] ეუთოს ხელმძღანელობა შეშფოთებულია განშვები პუნქტების დაკეტვასთნ დაკავშირებით და ხაზზს უსვამს  უარყოფით შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ეუთოს ხელმძღვანელობა, 2017 წლის 7 მარტი, იხილე:  http://www.osce.org/cio/303171

[64] ნატოს პრესს-მდივნის ოანა ლუნგესკუს  განცხადება საქართველოს ადმისნიტრაციულ საზღვარზე  განვითარებული მოვლენების გამო. ნატოს პრეს-მდივანი, 2017 წლის 28 თებერვალი, იხილე:  http://www.nato.int/cps/en/natohq/news_141873.htm?utm_source=twitter&utm_medium=press&utm_campaign=170228-georgia

[65] საქართველო: მომხსენებლები მიესალმებიან მიღწეულ გაუმჯობესებას და იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება მალე მიხედავს დაურეგულირებელ საკითხებს, 2017 წლის 3 აპრილი, იხილე:   http://assembly.coe.int/nw/xml/News/News-View-EN.asp?newsid=6579&lang=2 >

[66] კონსოლიდირებული ანგარიში  საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ( ოქტომბერი   2016 –  მარტი 2017), 2016, SG/Inf (2017)18,  პარაგრაფი 44.

[67] ა.შ.შ. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გამშვები პუნქტების დახურვის  გამო (მარტი 6), Acting Spokesperson, Washington DC,  6 March 2017, available at

[68] ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში  აფხაზეთში   გამშვები პუნქტების დახურვის  გამო, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, 2017 წლის 1 მარტი, იხილე: http://urm.lt/default/en/news/lithuanian-foreign-ministrys-statement-on-closure-of-two-crossing-points-in-georgias-breakaway-region-of-abkhazia

[69] საქართველოში აკრედიტებული  იაპონიის საელჩოს განცხადება, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი/საქართველო  ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმისა“    და აფხაზეთის საოკუპაციო საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო, 2017 წლის 1 მარტი, იხილე:http://www.ge.emb-japan.go.jp/files/statement_01.03.2017/statement_01.03.2017_eng.pdf

[70] Abkhazians are protesting against closing down crossing points along the administrative boundary line with Abkhazia, “Pirweli Information Agency”, 23 January 2017, available at

[71] Residents of Gali district came out for protest, “ekhokavkaza”, 25 January 2017, available at ; Abkhazian senior official advises Georgian residents of Gali not to cross redlines, “Pirweli Information Agency”, 27 January 2017, available at  

[72] Georgian residents of Gali held another protest rally, “Pirweli Information Agency”, 24 February 2017, available at

[73] Consolidated Report on the Conflict in Georgia, Secretary General of the Council of Europe (October 2016 – March 2017), 2016, SG/Inf (2017)18, paragraphs 43 and 52.

[74] Occupied Abkhazia is planning to tighten sanctions for so called illegal border crossing, “Pirweli Information Agency”, 18 January 2017, available at

[75] Consolidated Report on the Conflict in Georgia, Secretary General of the Council of Europe (October 2016 – March 2017), 2016, SG/Inf (2017)18, paragraph 44.

 

[76] Special Report of Public Defender of Georgia on the Rights of Women and Children in Conflict-Affected Regions (Review of 2014-2016), 10 February 2017, page 59, available at

[77] Georgia 2016 Human Rights Report, U.S. Department of State, published on 3rd March 2017, available at , page 18 and 2.

[78] “Law on privatization of republican and municipal property”, paragraph 1, Article 38, available at

[79] Program “Abkhazia”, 26 October 2017, available at ; Program “Abkhazia”, 24 January 2016, available at

[80] “Cooperation with Georgia”, Resolution adopted by the UN Human Rights Council, 24 March 2017, 34th session (27 February-24 March 2017), A/HRC/RES/34/37.

[81] Amnesty International Report 2016/2017: The State of the World’s Human Rights (Georgia 2016/2017), published on  22nd February 2017, available at

[82] Consolidated Report on the Conflict in Georgia, Secretary General of the Council of Europe (October 2016 – March 2017), 2016, SG/Inf (2017)18, paragraph 51.

[83] Along A Shifting Border, Georgia And Russia Maintain An Uneasy Peace, Stephanie Joyce, npr, 13 March 2017, available at

 

[84] Along A Shifting Border, Georgia And Russia Maintain An Uneasy Peace, Stephanie Joyce, npr, 13 March 2017, available at

[85] Occupied Abkhazia is planning to tighten sanctions for so called illegal border crossing, “Pirweli Information Agency”, 18 January 2017, available at

[86] Citizens using so called pedestrian crossing points are fined in occupied Abkhazia, “Newposts”, 22 January 2017, available at

[87] Citizens using so called pedestrian crossing points are fined in occupied Abkhazia,  “Newposts”, 22 January 2017, available at

[88] Georgian violators of border were expelled from South Ossetia, “Sputnik-Ossetia”, 2 March 2017, available at

 

[89] “Cooperation with Georgia”, Resolution adopted by the UN Human Rights Council, 24 March 2017, 34th session (27 February-24 March 2017), A/HRC/RES/34/37.

[90] Consolidated Report on the Conflict in Georgia, Secretary General of the Council of Europe (October 2016 – March 2017), 2016, SG/Inf (2017)18, paragraphs 47-48.

[91] Georgia 2016 Human Rights Report, U.S. Department of State, published on 3rd March 2017, available at , page 42.

[92] Special Report of Public Defender of Georgia on the Rights of Women and Children in Conflict-Affected Regions (Review of 2014-2016), 10 February 2017, page 56, available at

[93] Consolidated Report on the Conflict in Georgia, Secretary General of the Council of Europe (October 2016 – March 2017), 2016, SG/Inf (2017)18, paragraph 42.

[94] Consolidated Report on the Conflict in Georgia, Secretary General of the Council of Europe (October 2016 – March 2017), 2016, SG/Inf (2017)18, paragraph 42.

[95] EUMM participates in 42nd meeting of Gali IPRM, EUMM, 25 January 2017, available at

[96] Article 9 of the International Covenant on Civil and Political Rights (ICCPR); Article 3 of the Universal Declaration of Human Rights (UDHR); Article 5 of the European Convention on Human Rights (ECHR); and relevant provisions of the OSCE commitments.

[97] Article 12 of the International Covenant on Civil and Political Rights (ICCPR); Article 13 of the Universal Declaration of Human Rights (UDHR); Article 2, Protocol No. 4 of the European Convention on Human Rights (ECHR); and the OSCE freedom of movement commitments.

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions