30 ნოემბერს მწერალთა სახლში ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
იუბილე პროექტის „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ ფარგლებში აღინიშნა. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი პროექტი, რომლის ავტორიც და ორგანიზატორიც არის ქეთევან შენგელია, გულისხმობს სამივე ხელოვნების სფეროს - მუსიკის, მწერლობის და მხატვრობის წარმომადგენელთა შემოქმედების წარდგენას.
სწორედ ამ ფორმატით მიუძღვნეს მწერლებმა, მუსკოსებმა და მხატვრებმა საკუთარი შემოქმედება ქართველი კლასიკოსის ხსოვნას და ნ.ბარათაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს. პროექტით გათვალისწინებულ მხატვრულ გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდა 4 ქართველი მხატვარი - ზურაბ ნიჟარაძე, რადიშ თორდია, ნუგზარ მგალობლიშვილი, რომელთა ფერწერულმა ტილოებმა დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელი UNESCO-ს მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად არის გამოცხადებული.