საქართველოს პარლამენტიში გაიმართა საქართველოს ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“

12 თებერვალს, პარლამენტში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართ​ა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ და საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ხელისუფლებიდან ვახტანგ ყოლბაია და ელგუჯა გვაზავა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების სულიერი ლიდერები და ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

როგორც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, - „ეკლესია ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის კუთხით.  დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე დგას მთავარი გამოწვევა - ერის ცნობიერების და  სულიერი ღირებულებების შენარჩუნება. ამისთვის საჭიროა, რომ  ახალ თაობას საფუძვლიანად შევასწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ვაზიაროთ ისინი ქართულ კულტურას და ტრადიციებს, და რაც მთავარია, ვასწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა“.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions