აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს

16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და აფხაზეთის საზოგადოებრიობის წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

 

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, - 25 წლის წინ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი შემოტევა  სოხუმზე მოიგერიეს  ქართველმა მეომრებმა, პატრიოტებმა დედაქალქიდან და სხვადასხვა რეგიონიდან,  ადგილობრივმა მოხალისეებმა.  გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ.  რა თქმა უნდა, ბრძოლა ორივე მხარისთვის იყო უმძიმესი, მაგრამ მოწინააღმდეგის მხარის კოლოსალურმა მსხვერპლმა აიძულა მომხვდური უკან დაეხია. სწორედ, ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვებების გამო გამოცხადდა 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ“.

იმავე დღეს აფხაზეთის ხელისუფლების და საზოგადოების  წევრებმა ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავას სახელობის სკვერში (ნუცუბიძის მეორე პლატოზე) მდებარე სკულპტურული მემორიალი ”საქართველოსთვის”. მემორიალთან ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.

























































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions