აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გმობს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანის არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

 

არჩილ ტატუნაშვილის, ისევე, როგორც 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ქართველთა სიცოცხლის ხელყოფის, დატყვევების, წამებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები მოსკოვის მიერ დაკვეთილი, აფხაზი და ოსი სეპარატისტების ხელით შესრულებული ქმედებებია.

 

გამომდინარე აქედან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

 

მივმართავთ მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მისიებს, გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს მისცენ შესაბამისი შეფასება, უფრო ქმედითი და პრაქტიკული გახადონ მათი ძალისხმევა აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისა და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო

თბილისი,

2018 წლის  22  მარტი

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions