აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 22 ადამიანის ნეშტს სამების ტაძარში გადაასვენებენ

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამედიცინო-ანთროპოლოგიურ ექსპერტიზაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი ამოიცნეს.


„დღეს კიდევ 22 ოჯახისთვის დასრულდა ხანგრძლივი გაურკვევლობა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი პირი კვლავ უგზოუკვლოდ დაკარულად ითვლება. ოჯახებს უფლება აქვთ, იცოდნენ მათი ხვედრის შესახებ“, – აღნიშნა ბილიანა მილოშევიჩმა, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

„მას შემდეგ, რაც 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზოუკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტიდან 148 ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული 22 ადამიანის ნეშტია იდენტიფიცირებული:

1.თამაზ ხარბედია,

2.მიხეილ კოკაია

3.შოთა ჯღამაძე,

4. ზურაბ ძამუნაშვილი

5.გელა ფარქოსაძე

6.გოჩა შინჯიკაშვილი

7. გიორგი არზუმანოვი

8. კობა ხეჩიკაშვილი

9.ნუგზარ ფრიდონიშვილი

10.ზაზა მაჭარაშვილი

11.ერმილე მაჭარაშვილი

12.სიმონ ჟორჟოლიანი

13. მუხრან თუთისანი

14.დავით ღლონტი

15. იმედა კოპალიანი

16.დავით წურწუმია

17. ნუგზარ მილორავა

18. ასკალო მანაგაძე

19. გელა თურმანიძე

20. ალექსანდრე ზაალიშვილი

21. მუხრან მაჭარაშვილი

22. გიორგი ზარქუა.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions