თემაზე „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები“ კონფერენცია გაიმართა

ვ.არქანიას სახელობის არტ გალერეის დარბაზში თემაზე „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მოხსენება მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს წარმომადგენელმა, ეკონომიკის დოქტორმა,  თემურ გოგოხიამ წარადგინა.


სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობა. მონაწილეებმა ისაუბრეს ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე, სოციალურ - ეკონომიკური  მდგომარეობის ძირითად მაჩვენებლებზე და  მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.


დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის დოქტორებმა - ექსპერტებმა: მიხეილ ჯიბუტმა, პაატა კაკაბაძემ,  იოსებ არჩვაძემ, ვეფხვია გიორგაძემ, ვახტაგ ჭარაიამ, იური პაპასქუამ, დავით ჯალაღონიამ, გიორგი ბერულავამ,  ავთანდილ ხაზალიამ და დანიელ გახარიამ,  აფხაზეთის ა/რ  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ, მურმან კვარაცხელიამ, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ოთარ ხუფენიამ.


კონფერენციის მუშაობა შეაჯამა და აღნიშნულ საკითხზე მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ.


დასასრულს კონფერენციის მონაწილეები  შეთანხმდენენ მომავალშიც გაარძელონ ერთობლივი მუშაობა ამ პრობლემატიკის  ანალიზისა და  შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.










































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions